ნავიგაცია




 

სოტირიოს კირგიაკოსს სჯერა, რომ მისი სათამაშო და ტიტულების მოგების გამოცდილება დაეხმარება ''ლივერპულს'' პრემიერ ლიგის ცხრილის სათავეში მოსაქცევად.


ფიზიკურად ძლიერ ცენტრალურ მცველს გუშინ ''წითლების'' რეზერვებში სადებიუტო თამაში ქონდა ''ბლექბერნ როვერსის'' წინააღმდეგ. ''ლივერპულის'' ახალ შენაძენს საბერძნეთსა და შოტლანდიაში დიდი სათამაშო გამოცდილება აქვს დაგროვებული და ფიქრობს, რომ ინგლისურ ფეხბურთში თავის დამკვიდრებას შეძლებს.

''ტიტულების მოგების მცირედი გამოცდილება ორივე ქვეყანაში მაქვს შეძენილი _ საბერძნეთშიც და შოტლანდიაშიც. ერთი ტიტული ''პანათინაიკოსთან'' ერთად მაქვს მიღებული, ორიც შოტლანდიის ''გლასგო რეინჯერსის'' შემადგენლობაში თამაშისას.''

''იმედი მაქვს ეს დამეხმარება პრემიერ ლიგაში წარმატებას მივაღწიო, მჯერა რომ მაქვს შესაბამისი კლასი აქ სათამაშოდ. ასე რომ ალბათ პრობლემები არ შემექმნება. შოტლანდიური ფეხბურთის სტილი ძალიან გავს ინგლისურს, უბრალოდ პრემიერ ლიგა უფრო სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთითაა ცნობილი.''

''შოტლანდიაში თამაში რა თქმა უნდა გაცილებით ადვილია. აქ კი თითოუელ გუნდს შეუძლია ნებისმიერი მეტოქის დამარცხება.''


კირგიაკოსი შარშანდელი პრემიერ ლიგის სეზონის მატჩებს დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს და ძალიან გააოცა იმ გარემოებამ, რომ ''ლივერპულმა'' მეორე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. ბერძენი მცველი ''ენფილდზე'' მხოლოდ ერთი კვირის წინ მოვიდა და სჯერა, რომ გუნდს წინსვლისა და გაუმჯობესების ძალა შესწევს და მოხარული იქნება თუ ამაში თავის წვლილს შეიტანს.

''შარშანდელი სეზონიდან გამომდინარე ''ლივერპულს'' წელსაც დიდი შანსი აქვს საუკეთესოს მიაღწიოს. გუნდს სათადარიგოთა სკამზეც შესანიშნავი ფეხბურთელები ყავს და ამაში უკვე დავრწმუნდი. ყველა დიდი მონდომებით მუშაობს გუნდში, დიდი მოტივაცია გვაქვს და მხოლოდ ცოტაოდენი იღბალი გვაკლია წარმატებისთვის.''

''რაც შემეხება მე, ბევრი მაქვს სამუშაო საკუთარ თავთან, რადგან ''ლივერპულს'' ძალიან მაღალი კლასის მცველები ყავს და თუ არ მოინდომე, საჩუქრად არავინ არაფერს მოგართმევს.''

  



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 34.239.150.247
საიტზე ხარ: დღე
საათი : 9:16 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK