ნავიგაცია




 

მცირეხნიანი დაგვიანებით, "ასტონ ვილამ" 29 წლის ირლანდიელი უკანახაზელის, რიჩარდ დანის ტრანსფერის თაობაზე ოფიციალურად გამოაცხადა. ბირმინგემელებს "მანჩესტერ სიტის" აწ უკვე ყოფილი კაპიტნის შეძენა 6 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. ტრანსფერის შეფერხების მიზეზი კი, გამზადებული საბუთების დროულად ვერგადაგზავნა გახდა, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მოგვარდა და ირლანდიელ უკანახაზელს "ასტონ ვილაში" გადასვლის საშუალება მიეცა.

მარტინ იოლის მტკცებით, დანისა და ცოტა ხნის წინ "ვესტ ჰემისგან" შეძენილ ჯერმეინ კოლისონს ბირმინგემული გუნდის დაცვის ცენტრის გამაგრება დაევალებათ, რომელიც მარტინ ლაურსენისა და ზეტ ნაითის წასვლის შემდეგ მნიშვნელოვნად დასუსტდა. ბრიტანული პრესის ვარაუდით, "ასტონ ვილას" შემადგენლობაში დანის დებიუტი პრემიერლიგის უახლოეს ტურში შედგება - 13 სექტემბერს მარტინ იოლის გუნდს "ბირმინგემთან" დერბი ელის.
"დანი უმაღლსი დონის პროფესიონალი და ნამდვილი მებრძოლია. თავის დროზე მან სრულიად დამსახურებულად მიიღო წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო. რიჩარდს მომავალშიც წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებს", - განაცხადა მთელი "მანჩესტერ სიტის" სახელით გუნდის თავკაცმა მარკ ჰიუზმა.
პროფესიულ დონეზე დანს მხოლოდ ორი კლუბის შემადგენლობაში უთამაშია. მან დიდ ფეხბურთში "ევერტონის" (1999-2000 წლები, 60 მატჩი) ფორმით შეაბიჯა, შემდეგ კი 9 სეზონის განმავლობაში "სიტის" (2000-2009 წლები, 296 მატჩი, 7 გოლი) ღირსებას იცავდა. ირლანდიის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მას 52 შეხვედრა აქვს გამართული, რომლებშიც 7 გოლის გატანა მოახერხა.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი:
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 54.226.55.151
საიტზე ხარ: დღე
საათი : 12:34 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK