ნავიგაცია




 

მას შემდეგ რაც ინგლისის ნაკრებმა ხორვატიელები დაამარცხეს, მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო საიტები გვთავაზობენ კაპელოს ინტერვიუდან სხვადასხვა ციტატებს, ჩვენ კი გადავწყვიტეთ სრული ინტერვიუს გამოქვეყნება, რომელშიც ინგლისის თავკაცი ნაკრების შესახებ საუბრობს.


- საოცარი სტარტი, რვა თამაში - რვა გამარჯვება, უდაოა, რომ თქვენ ნაკრებში არსებული ვარსკვლავების ათამაშება შეძელით, რთული იყო ეს?

ეს მარტივი არ იყო, თუმცა ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა, რათა მსგავსი შედეგისთვის მიგვეღწია - შრომა კი ყოველთვის ფასდება.
ამასთანავე არ შეიძლება გულშემატკივრების იმ დიდი მხარდაჭერის დავიწყება, რომელსაც ჩვენ საშინაო თუ გასვლით თამაშებში ვგრძნობდით.

- უკანასკნელი შეხვედრა, ხუთი გატანილი ბურთი ერთის წინააღმდეგ, თქვენ გაანადგურეთ ხორვატები, ეს შურისძიება იყო?

ბევრი ამ შეხვედრას რევანშს უწოდებდა, რთულია იმის დავიწყება რაც ხორვატებთან დაპირისპირებას მოყვა, ნაკრებმა ევროპის ჩემიონატი გამოტოვა. თითოეული ფეხბურთელი აცნობიერებდა თუ რა დიდი იყო გულშემატკივრების მოთხოვნა გამარჯვებაზე, ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ეს არა მარტო გამარჯვება, არამედ რევანში და დიდი იმედი იყო, სტიმული, რომლითაც გუნდში მოტივაცია უფრო გაიზარდა.

- ყველა ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გამოდის ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, როგორი იქნება ინგლისის ნაკრების ძირითადი შემადგენლობა სამხრეთ აფრიკაში?

უკანასკნელ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობამ ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა, არა მგონია ამ შემადგენლობაში დიდი ცვლილება შევიტანო.

- არა ერთხელ უთქვამს ექს კაპიტანს, რომ უდუდესი სურვილი აქვს მსოფლიოზე წასვლის, ბექემს შანსი აქვს რეკორდის დამყარების, ვინაიდან არც ერთ ინგლისელ ფეხბურთელს აქამდე ოთხ მსოფლიო ჩემპიონატზე ზედიზედ არ მიუღია მონაწილეობა...

ბექემი იმ მცირეთაგანია, რომელზეც ახლავე შემიძლია განვაცხადო, რომ მსოფლიოზე აუცილებლად წავიყვან, მას აქვს დიდი გამოცდილება და ასაკის მიუხედავად იგი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს. რაც შეეხება მის ძირითადში გამოჩენას, ეს უკვე მის წლევანდელ სეზონზე იქნება დამოკიდებული.
- ასევე გაურკვეველია ჰარგრივსის, ჯო კოულისა და მაიკლ ოუენის ბედი?

ჰარგრივს ჯერ ტრამვა აქვს, მან ბევრი გამოტოვა და როგორც ვიცი უახლოესი ორი თვე კიდევ ვერ დაეხმარება კლუბს, შემდეგ კი უკვე მთელი სეზონი ექნება მას, რათა ნაკრებში თამაშის უფლება დაიმსახუროს, ასე რომ ჯერ ნაადრევია მისი მუნდიალზე თამაშის შანსების განხილვა, ეს ასევე ეხება დანარჩენებსაც.

- სამხრეთ აფრიკა 2010, მოიგებთ ჩემპიონატს?

უდაოა, რომ ინგლისის ნაკრები ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ყველაფერს გავაკეთებთ რათა მოვიგოთ, მე სადაც არ უნდა ვიყო ყველგან მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძვი. ჩვენ კარგი შანსი გვაქ, ავიღეთ შესანიშნავი სტარტი და ვალდებულები ვართ ამ საქმის ბოლომდე მიყვანის.
- როგორ აპირებთ ფეხბურთელების მოტივაციის შენარჩუნებას, წინ კიდევ ერთი წელია, იქნება ინგლისის ნაკრები ზაფხულში ისეთივე როგორიც ახლაა?

ეს ნამდვილად ძალიან რთულია ჩვენთვის, ფეხბურთელებს წინ ძალიან დამღლელი და რგძელი სეზონი ელოდებათ, უმეტესობა მათგანს ტრამვები შეაწუხებს, არავინ იცის წლის ბოლოს ვინ როგორ იქნება, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ნაკრები ღირსეულად გამოვიდეს მუნდიალზე.


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი:
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 54.226.55.151
საიტზე ხარ: დღე
საათი : 12:21 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK