ნავიგაცია




 

ხორვატიის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ნიკო კრანჩარი, რომელმაც მიმდინარე სეზონი პრემიერლიგის აუტსაიდერ "პორტსმუთის" შემადგენლობაში დაიწყო, კარიერას "ტოტენჰემში" გააგრძელებს. მხარეებმა უკვე მოაგვარეს ყველა ფორმალობა და კონტრაქტიც ოფიციალურად გააფორმეს.

ლონდონელებს, რომლებიც კრანჩარს დაშავებული ლუკა მოდრიჩის (ისიც ხორვატია) შემცვლელად მოიაზრებენ, ბალკანელი ფეხბურთელის ტრანსფერი 2 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. აღსანიშნავია, რომ 2006 წელს, როცა "პორტსმუთმა" კრანჩარი შეიძინა, გუნდს სწორედ "ტოტენჰემის" ამჟამინდელი დამრიგებელი ჰარი რედნაპი ხელმძღვანელობდა.
"მართალია, მოდრიჩის ტრავმამ ძალიან დამაფიქრა, მაგრამ საბედნიეროდ მალევე მოვახერხეთ მისი შემცვლელის მოძებნა. ნიკოს შესაძლებლობები მშვენივრად ვიცი. თავის დროზე "პორტსმუთს" სწორედ მე ვთხოვე ნიკოს შეძენა, დღეს კი ჩვენი ტანდემი უკვე "ტოტენჰემში" აღდგა. კიდევ მყავს ორი შესანიშნავი ხორვატი ფეხბურთელი - მოდრიჩი და ჩორლუკა, რომლებიც კრანჩარს ახალ გარემოსთან შეგუებაში დაეხმარებიან", - აღნიშნა რედნაპმა.
2006-09 წლებში კრანჩარმა "პორტსმუთის" შემადგენლობაში 80 პრემიერლიგური შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 9 გოლის გატანა მოახერხა. ხორვატის ეროვნული გუნდის ფორმით გამართულ 47 მატჩში კი, მეტოქეთა კარია აღება 7-ჯერ შეძლო.




სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.133.144.197
საიტზე ხარ: დღე
საათი : 2:22 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK