ნავიგაცია




 

ჩელსიში მისვლისთანავე კარლო ანჩელოტი გუნდს ბრწყინვალედ მოერგო. ამჟამად "არისტოკრატები" პრემიერლიგას ქულების მაქსიმუმით ლიდერობენ და ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადებიან. გთავაზობთ იტალიელი სპეციალისტის ინტერვიუს, რომელშიც იგი თავის ახალ კლუბზე საუბრობს.

- სამწვრთნელო კარიერის მანძილზე თქვენ არა ერთი დიდი მწვერვალი დაიპყარით. უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი ხართ. რაშია თქვენი საიდუმლო ?

მე მხოლოდ მამოძრავებს გრძნობა რომელსაც ვნება ჰქვია. თუ ის არ არის საქმეში, მაშინ რთულია შედეგის მიღწევა.

- თქვენი აზრით, ვინ იქნება წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის გაამრჯვებული ?

რთულია ამის თქმა. თითქმის ყველა გრანდი ზაფხულში გაძლიერდა და რა თქმა უნდა ისინი ფავორიტები არიან. ფავორიტებს შორის უდავოდ ჩელსიც არის. წელს ლიგის მოგების ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რადგანაც გუნდი შესანისნავ ფორმაშია. 

- ჩელსიმ ექვს წელიწადში ხუთჯერ გააღწია ნახევარფინალამდე, 2007-2008 სეზონში ფინალშიც კი გავიდა, მაგრამ პენალტების სერიაში დამარცხდა მანჩესტერ იუნაიტედთან...

იმ მატჩში მათ გაამრჯვებამდე ძალიან ცოტა დააკლდათ. ყველაფერი ერთ პენალტზე იყო დამოკიდებული. მოსკოვის ფინალში ჩელსის უბრალოდ არ გაუმართლა.

- პრემიერლიგაში ჩელსიმ ბრწყინვალე სტარტი აიღო. ოთხი მატჩიდან ოთხი მოგება, ას პროცენტიანი შედეგი და სატურნირო ცხრილის ლიდერობა, მოელოდით ასეთ შედეგს ?

მოველოდი, რადგანაც ამ ფეხბურთელებს ნამდვილად აქვთ ამის პოტენციალი. გუნდში ყველანი საქმეს ენთუზიაზმით ეკიდება რაც ძალიან მახარებს. წელს ყველა იხილავს სრულიად ახალ ჩელსის, რომელიც უფრო წარმატებული იქნება.

- მილანში შუახაზის ლიდერი ანდრეა პირლო იყო, რომლის გადაბირებაც ზაფხულში ძალიან გინდოდათ, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოახერხეთ, გული გწყდებათ, რომ ანდრეა იტალიაში დარჩა ?

როდესაც მივხვდი, რომ ჩელსი პირლოს გარეშეც დიდი ძალა იქნებოდა, მაშინ უბრალოდ დავივიწყე იგი. მე ვარ კონცენტრირებული მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩემს განკარგულებაში არიან. შუახაზში არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რადგანაც იქ ბრწყინვალე ფეხბურთელები თამაშობენ.

- და ბოლოს, შეგიძლიათ ერთმანეთს შეადაროთ იტალიელი და ინგლისელი ფანები ?

მე მომწონს რომ ინგლისში ხალხი დადის სტადიონებზე სიამოვნების მისაღებად და ლამაზი ფეხბურთის საყურებლად, იტალიაში კი ძალიან ბევრი თამაშზე მიდის რათა შემდეგ არეულობა მოაწყოს. ამ მხრივ ინგლისი სამაგალითოა.

?????????: ჩელსი | ?????????: 0/570 |


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.138.101.95
საიტზე ხარ: დღე
საათი : 7:07 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK