ნავიგაცია




 


მიმდინარე სეზონში ნიკოლა ანელკას საქმეები კარგად მიდის.
ეროვნულ ნაკრებში, ინდივიდუალურის მხრივ, კარგად ჩატარებული მატჩების შემდეგ, ფრანგმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე, პორტუგალიურ “პორტუს” ერთადერთი გოლი გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
სწორედ ამ მატჩის შემდეგ, ლონდონელთა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ, შემდეგი განაცხადა: “ყველა ლაპარაკობს დიდიე დროგბაზე და სწორედ ასეთ დროს გვესაჭიროება ანელკასნაირი ფეხბურთელი იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ. შეგირდი შეაქო კარლო ანჩელოტიმაც: “მოხარული ვარ ანელკას გამო, რადგან იგი ძალიან კარგად ასპარეზობს. იგი დიდი ფეხბურთელია”.
ასეთი შეფასებების დამსახურება იოლი არაა. დაახლოებით 10 წელი ფრანგი თავდამსხმელი მთელს ევროპაში მოგზაურობდა და ისეთ ადგილს ეძებდა, სადაც სტაბილურად ასპარეზობას მოახერხებდა. როგორც ჩანს, ასეთი ადგილი ანელკამ დასავლეთ ლონდონში იპოვნა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩში გატანილი გოლის შემდეგ, 30 წლის ფრანგი თავდამსხმელი ფიფას ოფიციალური საიტის წარმომადგენელს გაესაუბრა.

- როგორ ფიქრობთ, ბოლო დროს კარგად მიდის თქვენი საქმეები?
- დიახ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, როდესაც საქმეები არცთუ კარგად მიმდიოდა, მაგრამ ხასიათის სიმტკიცე გამოვაჩინე. მნიშვნელოვანია, რომ სერიოზულ თამაშებში მოახერხო თავის გამოჩენა. ჩემპიონთა ლიგის მატჩში “პორტუ” კარგად თამაშობდა და ბოლო 20 წუთის განმავლობაში ძალიან გვიჭირდა, რადგან დაღლილები ვიყავით. გატანილი გოლი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კლუბისთვის. საკუთარ მოედანზე, ჯგუფში კონკურენტ გუნდს, ჩემპიონთა ლიგის გახსნით მატჩში ვიღებდით, ამიტომ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

- ყველა ღელავდა იმის გამო, რომ არ იქნებოდა დიდიე დროგბა, მაგრამ გუნდს გამარჯვება თქვენ მოუტანეთ. როგორ გაუმკლავდით შექმნილ სიტუაციას?
- კარგია, რომ დიდიეს გარეშეც შეგვიძლია მოგება, მაგრამ მასთან ერთად გუნდი უფრო ძლიერია. ჩვენ გვაკლია იგი და მის გარეშე მოვლენები სხვაგვარად ვითარდება. როგორც წესი, მე თამაში მის უკან, თითქმის ნახევარმცველად მიწევს. წინა სამშაბათს უფრო წინ მომიწია გარჯა, მაგრამ ეს ჩემთვის ახალი პოზიცია სულაც არ ყოფილა. გასულ სეზონშიც, ამ პოზიციაზე დაახლოებით 15 შეხვედრაში ვითამაშე.

- კარლო ანჩელოტის მიერ შემუშავებული სისტემა, რომელიც ორი თავდამსხმელით თამაშს გულისხმობს, თითქოს მეტ თავისუფლებას გაძლევთ.
- დიახ, ასეა. ახლა გაცილებით თავისუფლად ვთამაშობ. ამდაგვარი სისტემით “ფენერბახჩეშიც” ვთამაშობდით. იგი საშუალებას მაძლევს, ბურთის მიღების შემდეგ, როგორც შევინარჩუნო იგი, ასევე დროგბას გავუკეთო გადაცემა. ამჟამად ვთამაშობ პოზიციაზე, რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავს, რადგან უფრო ჩართული ვარ თამაშში. რაც უფრო ხშირად ვიღებ ბურთს, უფრო თავდაჯერებული ვარ და უკეთაც ვთამაშობ.

- ყველაზე მეტად რა შეცვალა გუნდში ანჩელოტიმ?
- იგი უნარიანად იყენებს როტაციის პრინციპს. გუნდის თითოეულ წევრს ეძლევა სათამაშო დრო და თუნდაც 20 წუთის ასპარეზობით, ყველა კმაყოფილია. ჩვენ ანჩელოტი მოგვწონს როგორც მწვრთნელიც და როგორც პიროვნებაც. მან კარგად იცის, თუ რა უნდა. მისი დონის მწვრთნელთან მუშაობის დროს ყველაფერი გაცილებით იოლია. მშვიდად ხარ, როდესაც იცი, რომ მწვრთნელი ყველაფერს აკონტროლებს. “მილანთან” ერთად ანჩელოტიმ ქვეყნის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ახლა იგივეს გაკეთებას “ჩელსისთან” ერთად აპირებს.

- მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე, ასპროცენტიანი შედეგი გაქვთ. უკეთეს სტარტს ვერც კი ინატრებდით...
- გასული სეზონი მაღალ დონეზე დავასრულეთ და ამჟამინდელი შედეგები იმის გაგრძელებაა, რადგან იგივე გუნდი გვყავს. მაგრამ ყველაფერი იდეალურად არაა. გარკვეული პრობლემები გვქონდა “პორტუსთან” და “სტოკთან”. თუმცა, ყოველთვის კარგია რთული მატჩების მოგება. კარგად ვიცით, რომ ძალიან კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ტიტულების მოსაგებად, მუშაობის გაგრძელება აუცილებელია. წინ გრძელი გზა გველის, რომლის დროსაც, არაერთი დიდი მატჩის გამართვა მოგვიწევს.

- შევეხოთ საფრანგეთის ნაკრებსაც. რუმინეთთან და სერბეთთან ფრედ ითამაშეთ, რამაც, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვედრის შანსი მნიშვნელოვნად შეამცირა...
- ვფიქრობ, სექტემბრის დასაწყისის სანაკრებო კვირა საფრანგეთის ნაკრებისთვის მაინც პოზიტიური იყო. მართალია, ვერც ერთი თამაშის მოგება ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე მათგანში ვიმსახურებდით სამი ქულის მოპოვებას. თუ საჭირო გახდება მსოფლიოს ჩემპიონატზე ფლეი-ოფიდან მოხვედრა, ამას გავაკეთებთ. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მოვხვდებით სამხრეთ აფრიკაში. მართალია, ფლეი-ოფი გაცილებით რთული გზაა, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ საკუთარ ძალებში დარწმუნებულნი ვართ. ვიცით, რომ კარგი გუნდი გვყავს. წინა ორ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ, უბრალოდ, შეტევის დასკვნით ფაზაში არ გვიმართლებდა.

?????????: ჩელსი | ?????????: 0/503 |


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.146.221.204
საიტზე ხარ: დღე
საათი : 7:38 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK