ნავიგაცია




 

უიგანი - ვესტ ჰემი 18:00

"ვესტ ჰემი" ტრადიციულად არც ისე ცუდად გამოიყურება ხოლმე სტუმრად "უიგანთან", მათ ბოლო 4 მატჩიდან 3-ჯერ გაიმარჯვეს "დეი ვი სტადიუმზე". მარტინესის გუნდს საქმე არც ისე კარგად აქვს, ბოლო 12 ტურიდან პრემიერ ლიგაში მათ 9 წაგება აქვთ, ამიტომ მარტინესს მთელი ძალების მოკრება დასჭირდება, რათა მათ აქტივს 4-ე მოგებაც შეემატოთ. რაც შეეხება ჯანფრანკო ძოლას გუნდს, მათ ბოლო 10 ტურში სულ 3 მოგება აქვთ, თუმცა ახალი სეზონის სასტარტო თამაშებში არც ისე ცუდად გამოიყურებიან. მათ სტუმრად 2 თამაში ჩაატარეს და თავის კარში არც ერთი ბურთი არ მიუღიათ.

მარტინესს საკადრო პრობლემები არ აწუხებს და ცხადია, ნაკრებში წასული ფეხბურთელები უფრო მეტი ცოდნით დაბრუნდნენ უკან. ამ კვირაში ვარჯიშები განაახლა ნახევარმცველმა ოლივერ კაპომ. მოედნის ცენტრის კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ჯეისონ კუმასმა უკვე მოიშუსა ის მცირე ტრამვა, რომელიც მან "ევერტონთან" მატჩში მიიღო. 2 დღის წინ ჰონდურასიდან დაბრუნდნენ ჰენდრი ტომასი და მაირონ ფიგეროა.

"ჩაქუჩთა" შემადგენლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ნახევარმცველის კირონ დაიერის თამაში, რომელსაც მუხლის ტრამვა აწუხებს. უალონ ბერამიმ კი უკვე სულ მთლად მოიშუშა მუხლის ტრამვა და მოედანზე გამოსასვლელად დღეს მზად იქნება. თავის დებიუტს ელოდებიან ახალწვეულები - მცველი მანუელ და კოსტა და თავდამსხმელი ალესანდრო დიამანტი. დღეს კვლავ არ იქნებიან დენ ეშტონი, ლუის ბოა მორტე და ჰერიტა ილუნგა.

ბლექბერნი - ვულვერჰემპტონი 18:00

ამ გუნდებს შორის 19 შეხვედრიდან მხოლოდ 5 დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით. ამ სეზონში "ბლექბერნმა" თავი მხოლოდ გატანილი 1 გოლით დაგვამახსოვრა, რომელიც მან "სანდერლენდს" გაუტანა, თუმცა იმ შეხვედრაშიც დამარცხდა. "ვულვერჰემპტონმა" ბოლო 21 გასვლით მატჩში მხოლოდ ერთის მოგება შესძლო. სამაგიეროდ, "მგლები" ჩემპიონშიპის საუკეთესო გუნდი გახდა გასვლით მატჩებში, მათ სტუმრად 40 ქულა დააგროვეს.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს "როვერსის" ნახევარმცველს სტივენ ნ'ზონზის. მან ტრამვა საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშისას მიიღო და ჯერჯერობით ვარჯიშებს ვეღარ განაახლებს. სამაგიეროდ სრულიად გამოჯანმრთელდა ავსტრალიელი განაპირა მცველი ბრეტ ემერტონი. ლაზარეთში იმყოფებიან "როვერსის" 3 ფეხბურთელი: თავდამსხმელი ფრანკო დი სანტო, მცველი რაიან ნელსენი და ნახევარმცველი სტივენ რიდი.

"მგლების" მთავარი მწვრთნელი მიკ მაკკარტი კი იძულებულია დღეს მოედანზე გუნდის წამყვანი მოთამაშეების გარეშე გამოვიდეს: სილვენ ებანკს-ბლეიკის, მაიკლ ნაითლის, კრის იველუმოს და კევინ ფოლის. ნაითლი მწყობრში უკვე დაბრუნდა და ვარჯიშებიც განაახლა, თუმცა საჭირო კონდიციებს ვერ მიაღწია. ასევე გამოჯანმრთელდნენ მცველი სტივენ უორდი და გოლკიპერი მეთ მიურეი. რაც შეეხება გუნდის ახალწვეულებს სეგუნდო კასტილიოს სა შტეფენ მაიერჰოფერს, ისინი თავის დებიუტს დაელოდებიან.

ლივერპული - ბარნლი 18:00

პრემიერ ლიგის ახალწვეულმა "ბარნლიმ" სტარტი ძალიან კარგად აიღო. მან სასტარტო 2 შეხვედრაში პრემიერ ლიგის ფავორიტები - "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ევერტონი" დაამარცხა. "ლივერპულმა" თავის მხრივ 2 წაგება იგემა "ტოტენჰემთან" და "ასტონ ვილასთან". ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2005 წელს შეხვდნენ ინგლისის თასის მესამე რაუნდში. მაშინ გამარჯვებას მინიმალური ანგარიშით "ბარნლიმ" მიაღწია, რომელიც ამ გამარჯვებას "ლივერპულის" მცველს ჯიმი ტრაორეს უნდა უმადლოდეს. პრემიერ ლიგაში ბოლოს გუნდები 1976 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. "ბარნლის" "ენფილდზე" მოგება უკვე 35 წელია არ ჰქონია და ლივერპულში ბოლო 6 ვიზიტში ვერც ერთი გოლის გატანა ვერ შესძლო.

ამ სეზონში პირველად დღეს თამაში შეეძლება მერსესაიდელთა განაპირა მცველს ფაბიო აურელიოს. დღეს, როგორც მინიმუმ მას სათადარიგოთა სკამზე ვიხილავთ. ყველა ფეხბურთელი, რომელიც წასული იყო ნაკრებში სათამაშოდ გუნდს ტრამვების გარეშე დაუბრუნდა.

სწორედ ასეა "ბარნლის" საქმე. სანაკრებო დონეზე წასულ ფეხბურთელებს არანაირი პრობლემები არ შეჰქმნიათ. სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ კლუბს ორი შოტლანდიელი - სტივენ ფლეტჩერი და გრემ ალექსანდერი, ჩრდ. ირლანდიელი მარტინ პატერსონი და კამერუნელი მცველი ანდრე ბიკეი. დღეს "ბარნლის" ტრამვის გამო მხოლოდ სტივენ კოლდუელი დააკლდება. რაც შეეხება რიჩარდ ეკერსლის, ის დისკვალიფიკაციის გამო იძულებულია გამოტოვოს დღევანდელი მატჩი. "ლივერპულის" ახალგაზრდული აკადემიის ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც "პორტსმუტიდან" არენდით "ბარნლიში" იმყოფება - დევიდ ნაჯენტს კი დღეს ოუენ კოილის გუნდის შემადგენლობაში შეიძლება დებიუტი ჰქონდეს.

მანჩესტერ სიტი - არსენალი 18:00

ამ მომენტისათვის "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგაში ერთადერთ კლუბად ითვლება, რომელსაც ჩატარებულ მატჩებში საკუთარ კარში არც ერთი ბურთი არ მიუღია. "არსენალიც" თავის მხრივ მოედნიდან უგოლოდ არ გასულა. თუმცა დღევანდელ შეხვედრაში შესაძლოა ეს მიღწევები გუნდებს ჩაეშალოთ. გასულ ტურში "მეთოფეები" ინგლისის ჩემპიონთან - "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდნენ. ეს იყო პირველი წაგება 2008 წლის ნოემბრის შემდეგ "არსენალისათვის". გასულ ტურში "მანჩესტერმა" არსენ ვენგერის გუნდს 13 მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყვიტა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ქალაქელთა" ახალწვეული ემანუელ ადებაიორი ყველა შეხვედრაში გოლს იტანს (ყოველ შემთხვევაში სასტარტო 3 თამაშში 3-ჯერ გაიბრწყინა), შესაძლოა მან დღეს თავის ყოფილ კლუბსაც გაუტანოს და პრემიერ ლიგაში თავისი გოლების რაოდენობა 50-მდე გაზარდოს.

დღეს "ქალაქელებს" დააკლდებათ ერთ-ერთი ვარსკვლავი რობინიო, რომელიც არგენტინის წინააღმდეგ მატჩის დროს დაიმტვრა. დღეს მატჩს გამოტოვებს "ქალქელთა" ახალწვეული კარლოს ტევესი, რომელმაც მუხლის ტრამვა მიიღო და ასევე 20-ში მანჩესტერულ დერბისაც გამოტოვებს. მას დღეს უელსელი თავდამსხმელი კრეიგ ბელამი შეცვლის. ემანუელ ადებაიორი და კოლო ტურე, რომელმაც კაპიტნის სამკლაური მოირგო, პირველად ითამაშებენ თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ.

"მეთოფეთა" მთავარ დანაკარგად დღეს ანდრეი არშავინი ითვლება. რუსი ნაკრებიდან ბარძაყის კუნთის ტრამვით დაბრუნდა და გამოჯანმრთელებისათვის რამდენიმე დღე კიდევ სჭირდება. სამაგიეროდ სრულიად გამოჯანმრთელდა ლონდონელთა კაპიტანი სესკ ფრაბრეგასი. სათადარიგოთა სკამზე იქნება ტომას როსიცკიც, რომელიც 20 თვის შემდგომ სრულიად გამოჯანმრთელდა. თეო უოლკოტმა ვარჯიშები ამ კვირას განაახლა, თუმცა თამაშისთვის მზად ჯერ კიდევ არ არის. ლაზარეთსი ყოფნას აგრძელებენ იოჰან ჯურუ, სემირ ნასრი და ლუკაშ ფაბიანსკი.

პორტსმუტი - ბოლტონი 18:00

მხოლოდ ამ ორ კლუბს ჯერჯერობით არც ერთი ქულა არ აუღია. დღეს ეს "ტრადიცია" დაირღვევა და რომელიმე კლუბი "ფრეტონ პარკზე" ქულას აიღებს. წლევანდელი სტარტი "პორტსმუტის" მთელი არსებობის ისტორიაში ყველაზე საშინელი გამოდგა. პოლ ჰარტის გუნდმა ბოლო 10 თამაშიდან პრემიერ ლიგაში 8 დათმო. ასევე 10 თამაშიდან 8-ჯერ გოლის გატანა საერთოდ ვერ შესძლეს. სახლში მათ ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ 3-ჯერ შესძლეს საკუთარი კარის მშრალად შენახვა. რაც შეეხება "ბოლტონს", მათ ბოლო 9 თამაშში6 წაგება იგემეს.

"პორტსმუტის" კარს დღეს დევიდ ჯეიმსი დაიცავს. გამოცდილმა გოლკიპერმა მუხლის ტრამვა მოიშუშა, რომელიც მან "არსენალთან" მიიღო. დღეს "პომპის" დააკლდება ნახევარმცველი პაპ ბუბა დიოპი და მცველი სტივ ფინანი. თავის დებიუტს დღეს დაელოდებიან დანი უებერი, ტალ ბენ-ჰაიმი, კევინ პრინს-ბოატენგი, ჯეიმი ო'ჰარა, მაიკ უილიამსონი, არუნა დინდანი და ჰასან იებდა.

სტუმრების შემადგენლობაში შესაძლოა ახალი სახეებიც გამოჩნდნენ. საუბარია "ბოლტონის" ახალწვეულ ხორვატ თავდამსხმელზე ივან კლასნიჩზე. 29 წლის ფეხბურთელი "ბოლტონმა" თავდასხმის გასაძლიერებლად შეიძინა, რადგან გარი მეგსონის გუნდმა 3 შეხვედრაში სულ რაღაც 2 გოლის გატანა შესძლო. მცირე ტრამვა აწუხებს შვედ თავდამსხმელს იოჰან ელმანდერს. სრულიად გამოჯანმრთელდა ნახევარმცველი მარკ დეივისი. შონ დეივისი კი იძულებულია თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვოს.

სტოკი - ჩელსი 18:00

ამ გუნდებს შორის ბოლო 5 შეხვედრაში გამარჯვებას ლონდონელებმა ხუთივეჯერ მიაღწიეს. ტონი პალისის გუნდი სახლში შესანიშნავად გამოიყურება. მათ ბოლო 18 შეხვედრაში 11 გამარჯვება, 2 წაგება და 5 ფრე აქვთ. ბოლო მატჩი "ბრიტანია სტეიდიუმზე" შედგა, სადაც "ჩელსიმ" 0:2 გაიმარჯვა და 3 ქულაც წაიღო. სახლში ბოლო 8 მატჩში "სტოკმა" საკუთარი კარი 6-ჯერ შეინახა მშრალად და მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა. "ჩელსიმ" პრემიერ ლიგაში ბოლო 9 მატჩიდან ყველა მოიგო და თავის 12 მატჩიან წაუგებელ სერიას აგრძელებს.

დღევანდელ მატჩში "სტოკს" დაუბრუნდა თავდამსხმელი ჯეიმს ბიტი. მან 3 კვირის წინ "ბირმინგემთან" მატჩში მუხლის ტრამვა მიიღო და მხოლოდ ახლა გამოჯანმრთელდა. ნაკრებებიდან ტრამვის გარეშე დაბრუნდნენ ტომას სორენსენი, გლენ უელანი, ლაიამ ლოურენსი და ტუნკაი სანლი.

დღეს ლონდონელებს პორტუგალიელი ნახევარმცველი დეკო ტრამვის გამო დააკლდებათ. ასევე დღეს ვერ ითამაშებენ ბრაზილიელი მცველი ალექსი და რუსი ნახევარმცველი იური ჟირკოვი. ჯო კოულმა და პაულო ფერეირამ კი უკვე განაახლეს ვარჯიშები, თუმცა ფორმაში ჯერ ვერ ჩადგნენ.

სანდერლენდი - ჰალი 18:00

ბოლო დროს "სანდერლენდი" "ჰალის" წინააღმდეგ ძალიან კარგად თამაშობს. 4 შეხვედრაში "კატებმა" ოთხივეჯერ მოიგეს და თავისი კარიც 3-ჯერ მშრალად შეინახეს. ბოლოს "ვეფხვებს" ბედმა 1990 წელს გაუღიმათ და ეს იყო ერთადერთი მოგება "სანდერლენდთან" სტუმრად. ბოლო 16 გასვლით მატჩში ფილ ბრაუნის გუნდმა მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა. "კატებმა" თავის მხრივ, სახლში ბოლო 7 თამაშიდან 5-ჯერ წააგეს.

სტივ ბრიუსს მეკარის მხრივ ძალიან დიდი პრობლემები აქვს. ტრავმირებული არიან ორი ძირითადი გოლკიპერი კრეიგ გორდონი და მარტინ ფალოპი. დღეს ვერც ერთი ვერ ითამაშებს და ამიტომ სტივ ბრიუსს მოუწევს მესამე გოლკიპერს ტრევორ კარსონს მიენდოს. დღეს გუნდს დააკლდება ჯორჯ მაკკარტი და მას რომელიმე ახალწვეული ჯონ მენსა ან პაულო და სილვა შეცვლის. ნახევარმცველი ლი კეტერმოლი კი უკვე მწყობრშია.

"ჰალის" შემადგენლობაში მოსალოდნელია ვენეგურ ოფ ჰესელინკის დებიუტი, რომელიც "ვეფხვებმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით იყიდეს. ჟოზი ალტიდორი მხოლოდ გუშინ დაბრუნდა ამერიკიდან, სადაც ტრინიდადი და ტობაგოს წინააღმდეგ ითამაშა. იან ეშბი, ჯიმი ბულარდი და რიჩარდ გარსია კი მუხლის ტრამვების გამო დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებენ. ასევე ლაზარეთში იმყოფებიან დენ მარნი და ენტონი გარდნერი.

ტოტენჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 20:30

დღევანდელი ტურის წამყვან მატჩად ეს მატჩი მიიჩნევა. დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ინგლისის მოქმედი ჩემპიონი "მანჩესტერ იუნაიტედი" და პრემიერ ლიგის ამჟამინდელი ლიდერი "ტოტენჰემი". შეხვედრა "უაით ჰარტ ლეინზე" გაიმართება. "ტოტენჰემმა" სახლში ბოლო 2 შეხვედრაში "მანჩესტერს" ორივე ფრედ ეთამაშა. "დეზებს" მანკუნიელებისათვის უკვე 16 თამაშია არ მოუგიათ. ეს ბოლოს 2001 წელს მოხდა. ჰარი რედნაპის გუნდს მთელ თავის ისტორიაში საუკეთესო სტარტი წელს აქვს. მათ 4-დან ოთხივე შეხვედრა მოიგეს. სახლში ბოლო 8 თამაშში მათ რვაჯერვე გაიმარჯვეს - ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმ დროის განმავლობაში, რაც ისინი პრემიერ ლიგაში გამოდიან. მეხუთე მოგებით "ტოტენჰემი" პირველობას შეინარჩუნებს, ხოლო თუ წააგო, ავტომატურად დაბლა დაშვება უწევს. ამ გუნდებს შორის ბოლო 13 შეხვედრაში "მანჩესტერმა" 11-ჯერ მოიგო, ერთხელ კი წაგო. "ტოტენჰემთან" ბოლო 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა "მანჩესტერელთა" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ.

მასპინძელთა შემადგენლობაში შესაძლო დებიუტი ექნება ხორვატ ნიკო კრანჩარს, რომელიც "დეზებმა" "პორტსმუტიდან" ტრავმირებული ლუკა მოდრიჩის შემცვლელად გადმოიყვანეს. გუნდის კაპიტან ლედლი კინგს ისევ ბარძაყის ტრამვა აწუხებს. ასევე ვერ ითამაშებენ მაიკლ დოუსონი, ჯონათან ვუდგეიტი და გარეტ ბეილი. უკვე განაახლეს ვარჯიშები ჟერმეინ იენასმა და ეურელიო გომესმა.

მწყობრში რიო ფერდინანდისა და გარი ნევილის ჩადგომა "იუნაიტედის" დაცვას მეტ სიმტკიცეს და გამოცდილებას შესძენს. ახალ სეზონში ფერდინანდს ტრამვის გამო არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. გარემარბი ანტონიო ვალენსია უკვე დაბრუნდა ეკვადორიდან და შეხვედრას სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. ჯონ ო'ში და ედვინ ვან დერ სარი კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 52.90.50.252
საიტზე ხარ: დღე
საათი : 4:25 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK