ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონში “სიტი” პრემიერლიგას ვერ მოიგებს.
Sky Sports-ის ცნობით, ფეხბურთის შოტლანდიელმა სპეციალისტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა “სიტის” მიერ მიმდინარე სეზონის წინ ჩატარებული სატრანსფერო კამპანია. “ჩემი აზრით, “სიტი” ცოტა არ იყოს თვითკმაყოფილია. საერთოდ არ მესმის, თუ რისთვის სჭირდება კლუბს ერთბაშად 7 თავდამსხმელი. სელექციაში მათ დიდი ფული ჩადეს და ფეხბურთელებსაც გვარიან ხელფასებს უხდიან. ამ პირობებში ასეთი დიდი დანახარჯების კომპენსირება ქვეყნის ჩემპიონატში გამარჯვებით შეიძლება. თუმცა არა მგონია, მათ ეს მოახერხონ. “ლივერპული”, “არსენალი”, “ჩელსი” და ჩვენ კვლავაც ძლიერები ვართ და შევეცდებით, რომ “სიტის” ტიტული არ მოვაპოვებინოთ”, - დასძენს ფეხბურთის შოტლანდიელი სპეციალისტი, რომელიც მიმდინარე სეზონში “სიტის” სტარტზეც ამახვილებს ყურადღებას: “რაც შეეხება წარმატებულ სტარტს, მათ არცთუ ისე სერიოზული მეტოქეები ჰყავდათ”. ფერგიუსონმა ისიც, განაცხადა, რომ ემანუელ ადებაიორის წინააღმდეგ ფეხბურთის ასოციაციის მიერ გამოტანილი სანქცია მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: “არ მეგონა თუ ადებაიორის წინააღმდეგ ასეთ სანქცას გამოიყენებდნენ”. როგორც ცნობილია, “მანჩესტერ სიტიმ” მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ჩატარებული ოთხივე შეხვედრა მოიგო.
|