ნავიგაცია




 

დღეს ძალიან აქტუალური გახდა თემა ფეხბურთელებზე და მათ ფასზე. სწორედ ამიტომ მომივიდა თავში აზრი, რომ ეს სიახლე გამეკეთებინა. მოდით გავიხსენოთ პრემიერ ლიგის ყველაზე ძვირი ტრანსფერები 1992 წლიდან 1998 წლამდე... დანარჩენს კი შემდეგ ნაწილში შემოგთავაზებთ.

1992/93
ალან შირერი
"საუთჰემპტონი" - "ბლექბერნი"
3.3 მილიონი ფუნტი

შირერის ტრანსფერმა "ბლექბერნში" გაამართლა. იმ დროისათვის 3.3 მილიონი ფუნტი მართლაც დიდი თანხა იყო და ალანმა დაარწმუნა "ბლექბერნი", რომ მასში ეს თანხა ტყუილად არ გადაუხდიათ. შირერი-სატონის ფორვარდთა წყვილი დაეხმარა "ბლექბერნს" რომ გამხდარიყო პრემიერ ლიგის ჩემპიონი 80 წლიანი პაუზის შემდეგ. PFA-ს და პრესის ვერსიით შირერი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. "ბლექბერნის" რიგებში გამოსული შირერის სტატისტიკა კი მართლაც რომ შესანიშნავია: 171 მატჩში 130 გოლი და აქედან 112 გოლი პრემიერ ლიგის 138 მატჩში.

1993/94
როი კინი
"ნოტინჰემ ფორესტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
3.75 მილიონი ფუნტი

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მოუგო სატრანსფერო ომი ლონდონის "არსენალს" 22 წლის ირლანდიელზე და ნაციონალური სატრანსფერო რეკორდიც დაამყარა. გაამართლა თუ არა კინის ტრანსფერმა? კითხვა რიტორიკულია. მე არ ვიტყვი როის პლიუსებს, მე მხოლოდ გაგახსენებთ მის ტიტულებს და დასკვნა თავად გამოიტანეთ: პრემიერ ლიგის 7-გზის გამარჯვებული, ინგლისის თასის 4-გზის მფლობელი, ქომუნითი შილდის (ინგლისის სუპერთასის) ასევე 4-გზის მფლობელი, ჩემპიონთა ლიგისა და საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. ეს იყო ერთ-ერთი იმ წარმატებული ტრანსფერებიდან, რომელიც მანკუნიელებმა განახორციელეს.

1994/95
ენდი კოული
"ნიუკასლი" - "მანჩესტერ იუნაიტედი"
6 მილიონი ფუნტი
ეს იყო პირველი ნაციონალური რეკორდი სატრანსფერო ბაზარზე. გაამართლა თუ არა კოულის ტრანსფერმა? კოული-იორკის დუეტი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და რეზულტატურ ტანდემად ითვლებოდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში. არ გაგიკვირდეთ, "ნიუკასლში" კოულმა 40 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა! გასაოცარი სტატისტიკაა! თუმცა "მანჩესტერში" შედარებით ჩაქრა, ვეღარც "ოქროს ბუცი" მოიგო, და გოლიც მხოლოდ 19 გაიტანა.

1995/96
სტენ კოლიმორი
"ნოტინჰემ ფორესტი" - "ლივერპული"
8.4 მილიონი ფუნტი

როგორც უკვე შეიტყვეთ, უკვე ზედიზედ მეოთხედ დამყარდა ნაციონალური სატრანსფერო რეკორდი. თუმცა ეს ტრანსფერი არც ისე კარგი იყო, როგორც სხვები. მიუხედავად იმისა, რომ კოლიმორი არაჩვეულებრივი ტალანტის მქონდე ფეხბურთელი იყო, ის ამ ტალანტს მოედანზე არ იყენებდა. იმ ორ სეზონში, რომელიც მან "ენფილდზე" გაატარა, ალბათ ყველას დაგამახსოვრდათ შესანიშნავი მატჩი "ნიუკასლის" წინააღმდეგ, რომელიც საბოლოოდ 4-3 მორჩა. დანარჩენ დროს კოლიმორი პოზიორობდა ინგლისური პრესის წინ, სადაც ასახავდნენ მის სექსუალურ ფიგურას. "წითლების" შემადგენლობაში კოლიმორმა 81 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა. საბოლოოდ, 1997 წელს "ლივერპულმა" სკანდალისტი ფეხბურთელი "ასტონ ვილაში" გაყიდა 7 მილიონ ფუნტად. თუმცა სწორედ ამ სეზონში გამოჩნდა საფეხბურთო ასპარეზზე დევიდ ბერგკამპი (7.5 მილიონი ფუნტი) და კოლიმორის ტრანსფერი სწორედ მან გადაფარა.

1996/97
ალან შირერი
"ბლექბერნი" - "ნიუკასლი"
15 მილიონი ფუნტი

მეხუთე ნაციონალური რეკორდი. თუმცა ამჯერად ეს რეკორდი უკვე მსოფლიო რეკორდად დასახელდა. რაც შეეხება შირერს, მან უკვე მეორედ "მოხსნა" ბრიტანეთის ნაციონალური სატრანსფერო რეკორდი. მსოფლიოში არსად არ იხდიდნენ ასეთ თანხას ფეხბურთელებში. "ბლექბერნში" მისი ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად, ლანკაშირის კლუბმა ცდუნებას ვერ გაუძლო და შირერი "ნიუკასლში" აღმოჩნდა, სადაც მან ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა პრემიერ ლიგაში დაკავებული მეორე ადგილით და ორჯერ ინგლისის თასზეც გაიბრწყინა. საბოლოოდ 404 ჩატარებულ მატჩში შირერმა 206 გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირად დასახელდა. მართალია ტიტულებისთვის მას არ უბრძოლია, მაგრამ სამაგიეროდ ფული, რომელიც მან ჯიბეში ჩაიდო უზრუნველი ცხოვრების საშუალებაც აუცილებლად მისცემდა.

1997/98
ლეს ფერდინანდი
"ნიუკასლი" - "ტოტენჰემი"
6 მილიონი ფუნტი

სიმართლე რომ ვთქვათ, ის 6 მილიონი, ლონდონელებმა გადაიხადეს, პრაქტიკულად ქარს გაატანეს. თუმცა, ლესს ამაში არავითარი ბრალი არ მიუძღვის. 2 შესანიშნავ სეზონში, რომელიც მან "ნიუკასლში" ჩაატარა, 68 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაიტანა. "უაით ჰარტ ლეინზე" გადასვლის შემდგომ კი ფერდინანდი უკვე ტრამვებმა გასტანჯეს. 6 წელიწადი, რომელიც მან "ტოტენჰემში" გაატარა, დიდი ხანი ტრამვირებული იყო. შემდეგ ჩვეულ დონეზე ვეღარ ათამაშდა და ბარიერიც ვეღარ გადალახა, რომელიც სეზონში 10 გოლის გატანას ითვალისწინებს. დამეთანხმებით, ფორვარდისთვის არც ისე კარგი შედეგია. თუმცა "მამლებისათვის" ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთა და 1999 წელს მათ ინგლისის თასის მოგებაში დაეხმარა.

[/c]გაგრძელება იქნება ...



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 13.59.130.130
საიტზე ხარ: დღე
საათი : 7:32 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK