ნავიგაცია




 

ამ უქმეებზე საკლუბო გუნდებს ერთკვირიანი შვებულება ებოძათ, თუმცა არა რა თქმა უნდა ფეხბურთელებს, რომელთაც სანაკრებო შეხვედრები ელით, ამ შაბათ-კვირას ევროპის მოედნებზე კლუბები ასპარეზობას ნაკრებებს დაუთმობენ, რა თქმა უნდა თამაშობს ინგლისის ნაკრებიც, თუმცა ახლა ფეხბურთის სამშობლოში ისეთი ამბებია ატეხილი რომ ნაკრებისთვის ბევრს აღარ ცხელა, საქმე იმაშია რომ დიდი ხანია მსგავსი სკანდალი ინგლისურ ფეხბურთში აღარავის ახსოვს, ძალიან ცუდათაა ორი ინგლისური გრანდის - ლონდონის ”ჩელსისა” და ”მანჩესტერ იუნაიტედის” საქმე. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ ძალიან ცუდათაა ლონდონელთა საქმე, ფაქტიურად უკვე კატასტროფულადაც, რაც შეეხებათ მანჩესტერელებს ჯერჯერობით ისინი ახერხებენ სიტუაციიდან გამოძვრომას, თუმცა ფაქტია რომ შესაძლოა მათ იგივე სასჯელი ელოდეთ რაც უკვე ლონდონის ”ჩელსს” მიესაჯა, საერთოდ ეს კვირა ინგლისში სკანდალური გამოდგა, თავად შეაფასეთ, ერთი ამბავია ატეხილი ბრაზილიელი ედუარდოს გამო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში ”სელტიკის” წინააღმდეგ იმდენად ამაზრზენად ითამაშა პენალტზე რომ დისკვალიფიკაციაც მიიღო, ამასთან დაკავშირებით აურზაური ახლაც გრძელდება, და ბოლოს დიმიტარ ბერბატოვს ბულგარული მაფია დასდევს, მგონი ერთი კვირისთვის ცოტა არაა, გთავაზობთ ინგლისური პრესის ამ კვირის მიმოხილვას.

"The Sun": საშინელი სკანდალი ინგლისურ ფეხბურთში! ასეთი რამ დიდი ხანია რაც ფეხბურთის სამშობლოში არ მომხდარა, უეფას ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშების ფინალისტ და ინგლისის პრემიერლიგის ორგზის გამარჯვებულ, ევროპული დონის ერთ-ერთ გრანდს ლონდონის ”ჩელსის” ერთი წლის განმავლობაში ფეხბურთელების შეძენა აეკრძალა! მართლაც გაუგონარი ფაქტია, ანუ გუნდი ვერავის ვერ იყიდის ვერც ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს და ამას ვინღა ჩივის ვერც მომავალ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს ვერ შეიძენს ლონდონური კლუბი, ანუ გუნდს ეს სეზონი და ამის შემდეგიც ერთი და იგივე შემადგენლობით მოუწევს თამაში, ალბათ მშვენივრად ხვდებით თუ რა შარში ამოყო თავი ლონდონურმა კლუბმა, ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელ - გაელ კაკუტას გამო მოხდა, რომელიც თურმე ლონდონელებს ფარულად შეუძენიათ, ანუ ისე რომ ამ ფეხბურთელის ყოფილ კლუბს კაცი შვილმა არაფერი არ აცნობა, ხოდა ”ჩელსის” სწორედ ეს წაუყენეს ბრალდება და უკვე ოფიციალურად დასაჯეს კიდეც, ამას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი მიიჩნევს რომ ლონდონელები უსამართლოდ დაისაჯნენ და ამას ძალიან ბევრი გუნდი აკეთებს, განსაკუთრებით გრანდები და თითქოს ”ჩელსი” განტევების ვაცი აღმოჩნდა, ასე თუ ისე ლონდონელები ახლა აპელაციის სეტანას აპირებენ თუმცა ძალიან მცირე შანსია რომ ამ აპელაციამ იმოქმედოს, სავარაუდოთ ”ჩელსიმ” ისეთ შარში გაყო თავი რომელმაც შესაძლოა მთლიანად ამ კლუბის მომავალზე უარყოფითად იმოქმედოს.

"The Times": როგორც ჩანს ”ჩელსი” ერთადერთი კლუბი არაა რომელსაც მსგავსი ხასიათის პრობლემა შეექმნა, ჯერ თითქოს ეს სკანდალი არ იყო გადაგორებული რომ მეორე დღეს მეორე სკანდალიც წარმოიშვა, ზუსტად იგივეში ადანაშაულებენ ინგლისის ამჟამინდელ ჩემპიონ - ”მანჩესტერ იუნაიტედს”, ამ შემთხვევაში საქმე ასევე ახალგაზრდა ფრანგ ფეხბურთელს პოლ პოგბას ეხება, რომელიც თურმე ”ეშმაკებს” ასევე უნებართვოდ გადმოუბირებიათ ფარულად. ისმის კითხვა: ნუთუ ახლა რიგში ”მანჩესტერ იუნაიტედია”? ის რომ ერთი წლის განმავლობაში ფეხბურთელის ვერყიდვა გუნდს არანორმალურად ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება, რჩება შთაბეჭდილება რომ ფიფამ თითქოს მხოლოდ ახლა გაიღვიძა და ევროპულ გრანდებს ახლა გამოუცხადა ომი. ჯერჯერობით ”იუნაიტედისთვის” არანაირი სასჯელი არ ამოქმედებულა, მაგრამ როგორც ეჭვი აქვთ შესაძლოა ”იუნაიტედმაც” ”ჩელსის” ბედი გაიზიაროს, თუმცა როგორც კი მსგავსი შინაარსის ფრაზები გაისმა ინგლისის ჩემპიონთა ბანაკიდან გამოვიდა აკრძალული ტონი რომ მათ უკანონოდ არავინ არ გადაუბირებიათ და თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად ”იუნაიტედი” მზადაა იბრძოლოს, ისინი აღნიშნავენ რომ მათ ყველა წესი და კანონი დაიცვეს და ისე იყიდეს პოგბა, თუმცა აშკარად შეიმჩნეოდა მუქარის ტონი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის სიტყვებში, მან აღნიშნა რომ ახალგაზრდა ფეხბურთელების ასე უსირცხვილოდ ყიდვის საშუალებას არავის მისცემს, თუმცა ჯერჯერობით როგორც აღნიშნავენ ”იუნაიტედს” საეჭვო ვერაფერი აღმოუჩინეს და სავარაუდოთ საქვეყნოდ დასჯილის როლში მხოლოდ ლონდონის ”ჩელსი” აღმოჩნდება. 

"The Inedpendent": ძალიან, ძალიან დიდ შარში გაეხვია ლონდონის ”ჩელსისა” არ იყოს ”მანჩესტერ იუნაიტედისა” და ბულგარეთის ნაკრების ფორვარდი დიმიტარ ბერბატოვი, რომელსაც თურმე ერთ ბულგარელ ახალგაზრდა ქალბატონთან რომანის გაბმა მოუსწრია, შესაძლოა აქ სკანდალური არაფერი იყოს, მაგრამ თურმე ნუ იტყვით და ეს ქალბატონი ერთ-ერთი ბულგარელი მაფიოზის, მეტსახელად ”თავის” რჩეული მანდილოსანი გახლდათ, ხოდა ეს ”თავიც” როგორც მას მაფიოზურ წრეებში იცნობენ ამდგარა და ბერბატოვისთვის პირდაპირ უთქვამს, მსგავსი შინაარსის სიტყვები: მაგ ქალს შეეშვი თორემ უთავოდ დარჩებიო. ვერაფერს ვიტყვით მაფია რომ არც ერთ ქვეყანაში არ ხუმრობს და საქმის გამკეთებელია ეს ყველამ მშვენივრად იცის, ის კი არა თურმე ამ ქალბატონს თავის დროზე ჰოლანდიური გუნდის - ”ტვენტეს” ბულგარელი მეკარე ყვარობდა, ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ამ ფეხბურთელის მანქანა ავტოკატასროფაში მოყვა, ფეხბურთელი კი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ამბობდნენ რომ ეს ავარია შემთხვევითი არ ყოფილა, ასე რომ როგორც ჩანს ყველა ”სიკეთსთან” ერთად ბერბატოვის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, როგორც ჩანს მის წინააღმდეგ მოედანზე არამარტო მცველები ირბენენ არამედ მოედნის გარეთ მის დევნას უკვე მაფიოზებიც დაიწყებენ და მათგან დამალვა ბულგარელს ძალიან გაუჭირდება, შეგახსენებთ რომ ბულგარელს ცოლიც ყავს და იგი სავარაუდოთ სამი თვის ორსულიცაა, ხოდა როდესაც ეს ამბავი ბულგარელმდეც მივიდა მან გაკვირვებისგან ხელები გაასავსავა, მაფიოზი ქალები არანაირად არ მიზიდავსო. 

"Daily Star": მოკლედ ინგლისურ პრესაში ეს კვირა ძალიან სკანდალური გამოდგა. საქმე იმაშია რომ ერთი სათამაშო ეპიზოდის გამო მთელ ინგლისში ერთი ამბავია ატეხილი. საქმე ეხება ლონდონის ”არსენალისა” და ”სელტიკის” მატჩს სადაც ლონდონელთა გახორვატებულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა ედუარდომ იმდენად არტისტულად გამოსტყუა პენალტი მსაჯს რომ მთელი ინგლისი შოკირებული დარჩა, როდესაც ეს მომენტი მთელმა საფეხბურთო სამყარომ იხილა ედუარდოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს ევროტურნირებზე, ეს ძალიან იშვიათად ხდება, მაგრამ წესების არ დარღვევა იმდენად აშკარა იყო რომ ედუარდოს მიმართ რამის მთელი საფეხბურთო სამყარო გაბოროტდა, მას ინგლისის სტადიონებზე უსტვენენ რადგან მსგავსი ფეხბურთელები ინგლისელებს საშინლად არ მოსწონთ, იქ ედუარდოს შეტიეს ფეხბურტელებმაც და კერძოდ ”სანდერლენდის” მეკარე კრეიგ გორდონმა რომელმაც აღნიშნა რომ მას ყველაზე უკეთ ესმის რას ნიშნავს როდესაც ფეხბურთელს არ ეხება ის კი არტისტულად ეცემა, ის კი არა სერიოზულად დაიწყო ლაპარაკი ვიდე-არბიტრზე ანუ ვიდეო გამეორებაზე რათა მსგავსი უმსგავსობები აღარ გამნეორდეს, როგორც ხედავთ ეს მომენტი იმდენად შემზარავად დასანახი იყო, ანუ შემზარავი საერთოდ არის ხოლმე ტრამვის ხილვა, ეს ეპიზოდი კი ჯარიმასთან იმდენად არ იყო ახლოსაც კი რომ როგორც ჩანს ეს არტისტობა უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა საფეხბურთო სტრუქტურებისთვის და მათ გადაწყვიტეს რაღაც შეცვალონ, ბოლოს კი ”ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის ჰარი რედნაპის მოსაზრებასაც გაგაცნობთ, მისი აზრით ედუარდოს სახელი იმდენად გაუფუჭდა რომ მის წინააღმდეგ გინდაც საჯარიმოში ფეხი მოტეხონ მსაჯი კვლავაც არაპატიოსნებას დაინახავს და პენალტს აღარ დანიშნავს, მარტივად რომ ვთქვათ ედუარდოს მდგომარეობაში ყოფნას ახლა ალბათ არავინ ინატრებდა. 

"Daily Mail": როგორც მოგეხსენებათ სატრანსფერო ბაზარი დაიხურა, აწი გუნდებს ზამთრამდე მოუწევთ დაცდა(ლონდონის ”ჩელსის” გარდა, რომელსაც იქითა ზამთრამდე მოუწევს დაცდა), თუმცა ეს კვირა იმდენად სენსაციური აღმოჩნდა რომ გუნდებსა თუ ფეხბურთელებს ვერც ბაზრის დახურვა აჩერებთ და ვერც ვერაფერი, საქმე იმაშია რომ როგორც ჩანს მადრიდის ”რეალს” ყიდვამანიობა დაემართა, მათ კიდევ ერთი ფეხბურთელი იყიდეს, ოღონდ ის ალბათ ფრანკ რიბერის მსგავსად(არის ხმები რომ ფრანგს ესპანიურ გუნდთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული და ამას მისი სკანდალებიც ამტკიცებს მიუნხენის ”აბიერნში) გუნდში იანვრიდან გადავა, საუბარია ბრაზილიელ მარცხენა მცველ რობერტო კარლოსზე, დიახ! რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს კარლოსი ზამთრიდან ესპანეთში ბრუნდება, ამის პარალელურად ”ლივერპულის” ჰოლანდიელმა გარემარბმა რაიან ბაბელმა განაცხადა რომ მას უმალ სურს გუნდის დატოვება და ამას ზამთარში აუცილებლად გააკეთებს, რადგან თურმე მას ლივერპულში ატტყუებენ და დაპირებულ პირობებს არ ასრულებენ, თანაც მისი განცხადებით გუნდში სიტუაცია წესრიგს აღარ ექვემდებარება, და ბოლოს როგორც მოგეხსენებათ მადრიდული ”რეალი” აპირებდა რუდ ვან ნისტელროის ”ტოტენჰემში” გაშვებას, ხოდა აი კიდევ ერთი სკანდალი - რუუდი ადგა, გამოვიდა და აღნიშნა რომ ”ტოტენჰემის” მსგავსი ”პატარა” გუნდები მის ამბიციებს არ შეესაბამება, ვერაფერს ვიტყვით თამამი და ცოტა უხეში განცხადებაცაა, როგორც ხედავთ ამ ერთი კვირის განმავლობაში ინგლისურ პრესაში არაერთი სკანდალი მოხდა, სრულიად სამართლიანადაც ეწოდა ამ კვირას სკანდალების კვირა.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.138.125.2
საიტზე ხარ: დღე
საათი : 6:16 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK