ლონდონის ჩელსის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გუნდის კაპიტანმა ჯონ ტერიმ კლუბთან ახალი 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ტერი ტომი ლოსა და კენ შერიტოს შემდეგ მესამე ფეხბურთელი იქნება, რომელიც მთელ პროფესიულ კარიერას ჩელსის მიუძღვნის. კაპიტანი ჩელსის რიგებში 14 წლის ასაკიდანაა. "Sky Sports"-ის თანახმად ტერი კვირაში 160 000 ფუნტით ქვეყნის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი შეიძლება გახდეს.