ინგლისური “ლივერპულის” მცველი ფაბიო აურელიო პრემიერლიგის უახლოეს მატჩში მონაწილეობისთვის ემზადება, რომელშიც მერსისაიდელების მეტოქე “ბარნლი” იქნება.
როგორც ცნობილია, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე აურელიომ მუხლის ოპერაცია გადაიტანა, რის შედეგადაც ინგლისის პირველობის სასტარტო მატჩები გამოტოვა. “თავს კარგად ვგრძნობ, ვარჯიშებზე თავდაუზოგავად ვმუშაობ, რათა შაბათს შემადგენლობაში მოვხვდე. ვიმედოვნებ, უახლოეს შეხვედრაში დავამტკიცებ, რომ ოფიციალური მატჩებისთვის მზად ვარ”, - ავრცელებს აურელიოს კომენტარს AP. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, 2006 წლიდან დღემდე “ლივერპულის” მაისურით 57 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
|