ნავიგაცია




 

რაფაელ ბენიტესმა ვრცელი ინტერვიუ მისცა დღევანდელი მატჩის შემდეგ, რომელიც მერსისაიდელების გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

ამ თამაშში პირველი გოლი ელ ნინიომ გაიტანა და მანვე დასვა წერტილი 75-ე წუთზე, როდესაც დუბლი შეასრულა.

"გასულ კვირას მას ვერ გაჰქონდა გოლები, რის გამოც ბევრი კრიტიკა გაისმა მისი მისამართით. ამ საღამოს მან ორი შესანიშნავი გოლი გაიტანა, რის გამოც მე მართლაც კმაყოფილი ვარ".

"მე კმაყოფილი დავრჩი მისი თამაშით "დებრეცენის" წინააღმდეგაც. მან ვერ გაიტანა, მაგრამ შექმნა უამრავი მომენტი თავისთვის და თავისი გუნდელებისთვის".

"მან დღევანდელ თამაშში ორი შესანიშნავი და განსხვავებული გოლი გაიტანა. მაგრამ მასში უფრო მეტი იმალება, რასაც იგი აუცილებლად გამოავლენს ნელ-ნელა".

"ასევე აღსანიშნავია დირკ კუიტისა და რაიან ბაბელის თამაში. ეს უკანასკნელი შესანიშნავად ჩაერთო თამაშში".

კითხვაზე, არის თუ არა ტორესი პრემიერ-ლიგაში საუკეთესო თავდამსხმელი, რაფამ უპასუხა:

"თუ ასე თამაშს გააგრძელებს, ის აუცილებლად გახდება საუკეთესო. ამჟამად იგი ერთ-ერთი საუკეთესოა".

წითლები ამ თამაში თავდაპირველად ორჯერ იგებდნენ, მაგრამ დიამანტესა და კოულის გოლების წყალობით, მასპინძლებმა აღადგინეს წონასწორობა.

"ეს ძალზედ დასანანი მომენტები იყო, რადგანაც ორივე გოლი ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გავუშვით. საერთო ჯამში თუ გავაანალიზებთ, დაცვას ცუდად არდ უთამაშაშია, მაგრამ ყველაფერი უბრალო შეცდომებმა განაპირობა".

ამ გამარჯვებით წითლებმა მესამე საფეხურზე აინაცვლეს და ჩელსის ქვემოთ განთავსდნენ. პრემიერ-ლიგის ლიდერებს კი შესანიშნავი "შანსი" ეძლევათ დაკარგოონ ქულები ერთმანეთთან ჭიდილში, რაც მხოლოდ "წითლების" სასიკეთოთ მოქმედებს.

კითხვაზე, აპირებდა თუ არა კვირას გასამართი 2 დერბის თვალყურის დევნებას, ბენიტესმა უპასუხა:

"მე მხოლოდ ჩემ გუნდზე ვარ კონცენტრირებული. მე არ შემიძლია სხვა თამაშების ბედის შეცვლა, ასე რომ აჯობებს ჩემს საქმეს მივხედო" - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 18.220.66.151
საიტზე ხარ: დღე
საათი : 12:47 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK