ნავიგაცია




 

წინა ზაფხულის ბოლოს, “ტოტენჰემიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” 31 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ გადასულმა დიმიტარ ბერბატოვმა, მასზე დაკისრებული იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა და განვლილი ჩემპიონატის 31 შეხვედრაში მხოლო 9 გოლის გატანა მოახერხა. ბულგარელი ფეხბურთელი თავის გამოჩენას ვერც პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების საწყის ორ ტურში ახერხებდა, მაგრამ მესამე ტურში, “უიგანის” კარში გატანილი ეფექტური გოლით განწყობა გაიუმჯობესა. ლონდონის “არსენალთან” გასამართ პრინციპულ დაპირისპირებამდე ბერბატოვს ინტერვიუ “მანჩესტერის” ოფიციალურმა არხმა ჩამოართვა, რომელიც კლუბის ვებ-გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა.


- წინა ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედს” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებზე შეუერთდით და ამან თქვენს თამაშზე გარკვეული გავლენა იქონია. წელს კი, გუნდთან ერთად მოსამზადებელი პერიოდი სრულად გაიარეთ...
- წინასასეზონო მზადება ნერბისმიერი ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. შარშან სეზონის განმავლობაში მიწევდა “მანჩესტერის” ტაქტიკური სქემებისა და კომბინაციების შესწავლა. ამჟამად კი ყველაფერი ნორმალურადაა. გუნდთან ერთად საკმაოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და ჩვენი სათამაშო მონახაზიც სრულად ავითვისე. მართალია, სეზონის სტარტზე ცოტა გამიჭირდა, მაგრამ სულ მალე ყველა დარწმუნდება, რომ გაცილებით უკეთ ვარ მომზადებული. ამის თქმა არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ მთლიანად გუნდზეც შემიძლია. ვთვლი, რომ “მანჩესტერი” მზდაა ხანგრძლივი სეზონის ჩასატარებლად. როგორც ყოველთვის, “იუნაიტედი” ამჯერადაც ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს. ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. “მანჩესტერის” არც ერთ ფეხბურთელს წარდგენა არ სჭირდება, რადგან ყველამ იცის, თუ რა შესაძლებლობები აქვთ მათ. ჩვენ მზად ვართ კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ.
- რამდენად დიდი შვება იყო “უიგანთან” გამანადგურებელი ანგარიშით მოგება?
- ამ გამარჯვებამ მართლაც მოგვცა ცოტა აზრზე მოსვლის საშუალება, რადგან ყოველთვის კარგია გოლების გატანა. გარდა ამისა, ძალიან მსიამოვნებს ლამაზი გოლების გატანა და “უიგანთან” შეხვედრაში გატანილი გოლი სწორედ ასეთი იყო. ჩემი მიზანი იყო ბურთთან მანამ მივსულიყავი, სანამ მას კრის კირკლენდი დაეუფლებოდა. კარში დარტყმას თავიდანვე ვფიქრობდი, მაგრამ ბურთი სათანადოდ ვერ მივიღე, მაგრამ მეკარისთვის მისი თავზე გადაგედების შემდეგ გოლი მაინც გავიტანე.
- როგორ შეაფასებთ კლუბის კიდევ ორ თავდამსხმელს - უეინ რუნისა და მაიკლ ოუენს?
- რა უნდა ვთქვა რუნის შესახებ? მართალია, იგი ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ “მანჩესტსერში” უკვე დიდი ხანია ირიცხება და უმაღლეს დონეზე თამაშობს. როდესაც 28 წლის გახდება, კიდევ უკეთესი იქნება. მისი თანაგუნდელები ვარჯიშებზე, ხოლო გულშემატკივრები თამაშებზე, ხედავენ, თუ როგორ მუშაობს რუნი. რაც შეეხება ოუენს – იგი ოქროს ბურთის მფლობელია და მეტის თქმა საჭირო არცაა. ვფიქრობ, ფერგიუსონი კარგად მოიქცა, როცა მაიკლი გუნდში მოიყვანა, რადგან მას ბევრი გოლის გატანა შეუძლია.
- გუნდში სამი ერთმანეთისგან განსხვავებული თავდამსხმელი ირიცხებით. სწავლობთ ერთმანეთისგან რამეს?
- სწავლა მანამ არ უნდა შეწყვიტო, სანამ ფეხბურთს თამაშობ. ჩვენს გუნდში არაერთი ტალანტი ირიცხება, რომლებიც აკეთებენ ისეთ რამეს, რასაც მე ვერ ვაკეთებ და არც ვცდილობ იგივეს გამეორებას, რადგან ვიცი არ გამომივა. ზოგჯერ კი უნდა სცადო ახალი მანევრის გაკეთება. როდესაც უყურებ, თუ როგორ აკეთებს ამას სხვა ვინმე, უნდა მიხვიდე და ჰკითხო. ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან ვსწავლობთ. განვითარებისთვის ეს აუცილებელია.
- რას გვეტყვით დანი უელბეკსა და კიკო მაკედაზე?
- ვფიქრობ, მათ ძალიან კარგი მომავალი აქვთ. მაგრამ ამისთვის მოუწევთ მწვრთნელის მითითებების შესრულება. ისინი აქ იმიტომ არიან, რომ დიდი პოტენციალი აქვთ. იმისთვის, რომ რამეს მიაღწიო, შენი ტალანტი აუცილელად უნდა განავითარო.
- როგორ შეაფასებდით მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ აღებულ სტარტს?
- ზოგჯერ კარგი სტარტისთვის გარკვეული დროა საჭირო. ჩემპიონატი “ბირმინგემთან” გამარჯვებით დავიწყეთ. იმ შეხვედრაში 70 პროცენტით ვიყავით მზად. შემდეგ იყო “ბარნლისთან” მარცხი, რასაც “უიგანის” განადგურება მოჰყვა.
- გასულ სეზონში “მანჩესტერმა”, ინგლისის დანარჩენ სამ საუკეთესო გუნდთან გამრთული ექვსი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი მოიგო. არის ეს ის საკითხი, რომლის გამოსწორებასაც გუნდში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება?
- მართალია უშუალო კონკურენტებთან ჭიდილში კარგად ვერ გავისარჯეთ, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონები მაინც ჩვენ გავხდით. ნებისმიერ გუნდს რომ ჰკითხოთ, დიდი კლუბის დამარცხება ურჩევნია, თუ ჩემპიონობა, როგორ ფიქრობთ, რა პასუხს მიიღებთ? ჩვენი უმთავრესი მიზანი პრემიერლიგის კიდევ ერთხელ მოგებაა. ვფიქრობ, პრინციპულ მეტოქეებთან შარშან ნაჩვენები შედეგების გაუმჯობესებაც შეგვიძლია.
- მართალია, რომ გუნდში ყველაზე მეტად თქვენ გიყვართ ფილმების ყურება?
- გუნდის ყველა წევრი უყურებს ფილმებს, მაგრამ ჩემთვის ეს ნამდვილი ჰობია. როდესაც უცხო ქვეყანაში ხვდები, საკმაო რაოდენობის თავისუფალი დრო გაქვს. მეც სახლში ყოფნისას, თავს სწორედ ფილმების ყურებით ვირთობ.




სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 18.216.29.63
საიტზე ხარ: დღე
საათი : 12:46 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK