ნავიგაცია




 

პარკი იმ ფეხბურთელთაგანია რომელიც იუნაიტედის სათამაშო გეგმაში ჯდება კორეელს რონალდოს წასვლით ასე რომ ვთქვათ სათამაშო დრო მიეცა მაგრამ მას იუნაიტედში დღესაც ძალიან დიდი კონკურენციას უწევენ ლუიშ ნანი და ანტონიო ვალენსია რომლებიც გუნდის ძირითადის ფეხბურთელებად იქცნენ მართალია პარკს მცირე ტრამვა ქონდა და შეიძლება ამას უკავშირდებოდეს ვალენსიას ძირითადში თამაში მაგრამ პარკი თვლის რომ სამუშაო ძალიან ბევრია და ის თავს არ დაზოგავს რათა ძირითადში ითამაშოს,რამოდენიმე დღის უკან პარკს კორეელი ჟურნალისტი დაუკავშირდა და მეტად საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა რომელსაც ქვემოთ იხილავთ:



მოგესალმებიც პირველ რიგში გილოცავთ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლას სადაც თქვენმა ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა და თქვენ უპრობლემოდ გადით მსოფლიოს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე

მადლობთ მე მიხარია რომ ჩვენი ნაკრები ზედიზედ მესამედ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც დიდი მიღწევაა ვეცდებით კარგი შედეგი ვაჩვენოთ მუნდიალზე ჩვენ გვყავს პროფესიონალი ფეხბურთელები რაც არაერთხელ დავამტკიცეთ სხვა გუნდებთან თამაშში

თქვენ განაცხადეთ რომ მუნდიალის შემდეგ თქვენ სანაკრებო კარიერას დაასრულებთ და მთელს ძალას მანჩესტერ იუნაიტედს მოახმართ ეს მართალია?

დიახ მართალს ბრძანებთ ეს მართალია მე 2010 წლის მუნდიალის შემდეგ ნაკრებს დავტოვებ და გზას ახალგაზრდებს დაუთმობ ჩემთვის სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი მესამე იქნება ჩემთვის რაც უკვე საკმარისია მე მინდა რომ ჩემი დარჩენილი ძალები მანჩესტერ იუნაიტედს მოვახმარე ეხლა მთავარია მუნდიალზე სრულიად ჯანმრთელი გავემგზავრო და გუნდს დავეხმარო ჩემი თამაშით

მოდით მანჩესტერ იუნაიტედს შევეხოთ რა ხდება გუნდში როგორი არის თქვენი როლი გუნდის შემადგენლობაში?

გუნდში სიმშვიდეა და ყველა ფეხბურთელი სრული კონცენტრირებულია ახალ სეზონზე ჩვენ ისევ ისეთი ძლიერები ვართ როგორებიც ბოლო 2 წელი ვიყავით ჩვენ არანაირად არ ჩამოვრჩებით სხვა გუნდებს,ჩემი როლი გუნდში ისევ ისეთია როგორიც აქამდე სერ ალექსი მე მესაუბრა და მითხრა რომ საჭირო ფეხბურთელი ვარ და გუნდი ჩემზე იმედებს ამყარებს

როგორ ფიქრობთ კრისტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ ვინ იქნება გუნდის ლიდერი?

ნემანია ვიდიჩი და უეინ რუნი ეს ორი ბიჭი უდიდესი ძალის პატრონია და თავიანთი საქმის პროფესიანალები არიან მე ვთვლი რომ ნემანია დღეს ერთ ერთი საუკეთესოა მსოფლიოში ეს ბიჭი ვარჯიშებზე თავს არ ზოგავს და თავის საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებს რაც ჩვენ დაცვას ნამდვილად ეტყობა,რაც შეეხება უეინ რუნის ის უბრალოდ საოცარი ფეხბურთელია მუდამ მოძრავი და ენერგიით სავსე ის გუნდის სული და გულია და როდესაც არ არის გუნდს ძალიან აკლია რუნის თავისუფლად შეუძლია გუნდის ლეგენდა გახდეს ამისთვის მას ყველაფერი გააჩნია

მოდით ახალწვეულებზე ვისაუბროთ ანტონიო ვალენსია გუნდში თქვენს ადგილზე ასპარეზობს რას იტყვით ამ ფეხბურთელზე და სხვა ახალწვეულებზე?

ანტონიო ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და ის თუ თამაშობს ძირითადში ნამდვლად იმსახურებს მას აქვს ძალიან კარგი სისრაფე და თამაშს კარგად უყურებს მე ვფიქრობ უდიდესი შრომა მომიწევს იმისთვის რომ ძირითადში ვითამაშო,გუნდში ბევრი კონკურენტია და ძირითადში მხოლოდ ისინი ხვდებიან რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ,რაც შეეხება სხვა ახალწვეულებს გაბრიელ ობერტანის შესახებ მსმენია და ვიცი რომ ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს იმედია ის კარგად მოერგება იუნაიტედს ის ჯერ ახალგაზრდაა და წინ აქვს ყველაფერი

რას იტყვით მაიკლ ოუენზე?

მაიკლის გუნდში მოსვლამ ყველა ჩვენთაგანი ძალიან გაახარა ჩვენ ვიცით რომ ის უდიდესი ფეხბურთელია და მას შეუძლია რომ ბევრი გოლი გაიტანოს ამის ნიჭი მას აქვს და ეს არაერთხელ დაამტკიცა როდესაც ის ლივერპულში და რეალში თამაშობდა ბევრი რომ არ გავაგრძელო მან 2001 წელს ოქროს ბურთი მოიპოვა მაიკლი უდიდესი ფეხბურთელია და მე მჯერა იმის რომ ის გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს

მოდით გუნდის მიზნებზე ვისაუბროთ და ვინ იქნებიან წელს ფავორიტები ინგლისის პრემიერლიგაში?

გუნდის მიზანი პრემიერლიგის ზედიზედ 4 მოგებაა რათქმაუნდა ეს ურთულესია მაგრამ ჩვენ ეს ურთულესი ამოცანა უკვე 3 ჯერ შევასრულეთ ეხლა კი მეოთხედ გვინდა შევასრულოთ ფავორიტი ჩემი აზრით ისევ მანჩესტერი და ჩელსი იქნება ლონდონელები შესანიშნავ ფორმაში არიან და მათი დამარცხება ურთულესი იქნება მაგრამ ჩვენთვის შეუძლებელი არაფერია ამ სეზონშიც ჩელსის და მანჩესტერ იუნაიტედის ბრძოლას ვიხილავთ

რას იტყვით მანჩესტერ სიტიზე როგორ ფიქრობთ შეძლებს ეს გუნდი დიდი შედეგების ჩვენებას?

მათ უამრავი ტოპ ფეხბურთელი შეიძინეს და ძლიერი შემადგენლობა ყავთ მთავარია როგორ შეთამაშდებიან თუ მათ სწორი ფეხბურთი ითამაშეს დიდი ოთხეულის წარმომადგენლებს უდიდეს პრობლემებს შეუქმნიან მაგრამ არ მგონია მათ წელს პრემიერლიგის თასის მოგება შეძლონ

ჩემპიონთა ლიგას შევეხოთ ამ ტურნირზე მანჩესტერი საკმაოდ იოლ ჯგუფში მოხვდა როგორ ფიქრობ ვინ არის წელს ტურნირის ფავორიტები?

არა ცდებით სრულად არ არის იოლი ჯგუფი ჩვენს მოწინააღმდეგეებს ჩვენთვის სურპრიზების გაკეთება შეუძლია ამიტომ უმძიმესი შეხვედრები გველის ჩემპიონთა ლიგაზე იოლი მეტოქე არ არსებობს ამიტომ ჩვენ მთელ შემართებით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ მატჩს და გავიდეთ პლეი ოფში,წელს ფავორიტები მანჩესტერი,ბარსელონა და ჩელსი იქნებიან თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თასი ან ინგლისში ან ისევ ესპანეთში წავა ძალიან საინტერესო ტურნირი გველოდება წინ და მოუთმენლად ველოდები

და ბოლოს როგორ ფიქრობთ შეძლებს იუნაიტედი კვლავ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას?

ეს ძალიან რთული იქნება მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ფინალი მესამედ ვითამაშოთ ეს ჩვენს ფეხბურთელებს ნამდვილად შეუძლიათ

წარმეტებებს გისურვებთ !!!

დიდი მადლობა


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.91.19.28
საიტზე ხარ: დღე
საათი : 3:28 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK