ნავიგაცია




 

უკვე ხუთი წელია რაც უეინ რუნი მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობს, ამ დროის განმავლობაში მან მრავალი გოლი გაიტანა, ის კლუბის ერთ-ერთი ლიდერია. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს, რომელიც ფეხბურთელმა "წითელი ეშმაკების" ოფიციალურ ჟურნალს მისცა.

მალე უკვე 5 წელი შესრულდება რაც აქ თამაშობ, რას იტყვი მანჩესტერზე, არის თუ არა ის შენთვის ოცნების გუნდი?

(ირონიულად იღიმება) მივხვდი რისი თქმაც გინდოდათ, მე არსად წასვლაზე არ ვოცნებობ. ყველა გულშემატკივარმა იცის, რომ მე მიყვარს ეს კლუბი, აქ მე ყველაფერი მაქვს, სახელიც და დიდებაც და სანამ გუნდს ვჭირდები აქ ვითამაშებ. 

კლუბიდან ორი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა, რა ატმოსფეროა ახლა "წითელ ეშმაკებში"?

როგორც არ უნდა ვცდილობდეთ, მაინც ცალსახად სჩანს თუ როგორ დააკლდა კლუბს ფეხბურთელები, მიუხედავად ამისა ჩვენ მუდმივად მომავალზე ვფიქრობთ და გამარჯვებისთვის ვიბრძვით, ვისაც აქ არუნდა, ესეიგი აქ ყოფნის ღირსი არც არის. ჩვენ ახალი ფეხბურთელები შევიძინეთ და დარწმუნებული ვარ მათ ჩვენთან დიდი მომავალი აქვთ.

წელს "Old Trafford"-ს 100 წელი შეუსრულდა, რას ნიშნავს ეს სტადიონი შენთვის?

(კითხვის დასრულებამდე პასუხობს) ყველაფერს, ის ყველა ჩემი ოცნების ახდენაში დამეხმარა, ჩემი სახლიდან 30 წუთის მანძილზეა დაშორებული და ხშირად მომხდარა ისეც, რომ ვარჯიში არ გვქონია, მაგრამ მე სტადიონზე წავსულვარ და გამიხსენებია გადამწყვეტ მატჩებში ჩემი გატანილი გოლები.

რას იტყვი "Old Trafford"-ის გულშემატკივარზე, ძალიან მომთხოვნები არიან?

ყველა საშინაო თამაშზე აქ საოცარი ატმოსფეროა, არა აქვს მნიშვნელობა თუ რა სირთულის შეხვედრაა, ისინი მუდამ, განუწყვეტლად მქუხარე ხმით გვგულშემატკივრობენ - ეს საოცარი გრძნობაა.  

ახალი ფეხბურთელები დაგემატათ, რომელია მათ შორის შენი ფავორიტი? 

ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები დაგვემატა, კლუბში ბერვი ახალგაზრდაა, ეს მომწონს. ფაორიტს რაც შეეხება ის მაიკლ ოუენია, მე მას დიდი ხანია ნაკრებიდან ვიცნობ, მას აქვს ყველაფერი, სისწრაფე, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი და რათქმა უნდა გოლის გატანის ნაოცარი ნიჭი. დარწმუნებული ვარ იგი აღიდგენს უწინდელ ფორმას და მას აქ ყველა შეიყვარებს.

და ბოლოს, როგორ ფიქრობ, რამდენად რეალურია წელსაც მანჩესტერის ტრიუმფების კვლავინდელი განმეორება, გიხილავთ ფინალში "ბერნაბეუზე"? 

ამაზე ახლა ლაპარაკი ჯერ ადრეა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ, ვიბრძოლებთ როგორც შიდა ჩემპიონატში, ასევე ლიგაზეც, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა ფინალზე ან ჩემიპონობაზე საუბარი.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 18.191.254.106
საიტზე ხარ: დღე
საათი : 1:30 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK