ნავიგაცია




 

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონი ინგლისის პრემიერლიგის “ბლექბერნში” დაიწყო, სამთვიანი საიჯარო ხელშეკრულება ჩემპიონლიგაში მოასპარეზე “ნიუკასლთან” გააფორმა.

ამის შესახებ, “ნიუკასლის” ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.


მიმდინარე სეზონში, ხიზანიშვილმა “ბლექბერნის” რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და მოედანზე გასვლა ინგლისის ლიგის თასზე “ჯილინგემთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში მოუწია. აქედან გამომდინარე, “ბლექბერნის” ხელმძღვანელობას ქართველი მცველისთვის სხვა კლუბში კარიერის გაგრძელებაში ხელი არ შეუშლია.


აღსანიშნავია, რომ “ნიუკასლის” გარდა, ხიზანიშვილის საკუთარ რიგებში ხილვა, “მიდლსბროსა” და “ვესტ ბრომვიჩსაც” სურდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველას “კაჭკაჭებმა” აჯობეს.


“ხიზანიშვილი გამოცდილი მცველია და მოხარული ვართ, რომ ის ჩვენს რიგებში ითამაშებს. ზურა ინგლისურ ფეხბურთს კარგად იცნობს და უახლოეს თვეებში გუნდის შემადგენლობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს” –განაცხადა “ნიუკასლის” მთავარმა მწვრთნელმა ირლანდიელმა კრის ჰიუტონმა.
მოსალოდნელია, რომ ხიზანიშვილის დებიუტი, უახლოეს შაბათს, ჩემპიონლიგის მერვე ტურში, “სენტ ჯეიმს პარკზე”, “პლიმუტის” წინააღმდეგ შედგება.


“ნიუკასლს”, რომელმაც პრემიერლიგა გასულ სეზონში დატოვა, დღესდღეობით, სატურნირო ცხრილში 16 ქულით მესამე ადგილი უკავია...


ამრიგად, თემურ ქეცბაიას შემდეგ, რომელიც “ნიუკასლში” 1997-2000 წლებში გამოდიოდა, ხიზანიშვილი მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც “კაჭკაჭების” რიგებში თამაში მოუწევს.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.144.113.197
საიტზე ხარ: დღე
საათი : 1:46 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK