Sky Sports-ის ინფორმაციით "ლივერპულის" სკაუტები 23 წლის იაპონელს კეისუკე ჰონდას აკვირდებიან. იაპონელმა, რომელიც გადავიდა ჰოლანდიურ "ვენლოში" შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ინდივიდუალური ტიტული - Eerste Divisie's Most Valuable Player აიღო. ჰოლანდიური კლუბის პრეზიდენტმა ჰაი ბერდენმა უკვე განაცხადა, რომ მას მაგიდაზე უდევს სოლიდური შემოთავაზებები რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბიდან.
"რამდენიმე ცნობილი კლუბი დაინტერესებულია ჰონდათი. მათი ნაწილი გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე". - აცხადებს ბერდენი Algemeen Dagblad-თან ინტერვიუში.
იაპონელმა ადრე განაცხადა, რომ მისი ოცნება ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაში იყო და მას ახლა ამ ოცნების ახდენა შეუძლია, თუ "ლივერპულის" წინადადებას დასთანხმდება. ახალი სეზონი ჰოლანდიაში უკვე დაიწყო და კეისუკე ჰონდამ 2 სასტარტო მატჩში 3 გოლი გაიტანა.