ჩელსი მთელი მატჩის მანძილზე არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა და მხოლოდ დიდიე დროგბას დუბლმა იხსნა ლონდონელები სირცხვილისგან. „უნდა ვაღიარო, რომ ამ მატჩში მე ჩვეულებრივზე მეტად ვნერვიულობდი, ეს გასაგებიც არის მე ხომ დებიუტი მქონდა, თანაც ჩვენ ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ დასაწყისში რაც ძალიან ცუდია.“-განაცხადა იტალიელმა.