ნავიგაცია




 

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ის 24 ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს სლოვენიასთან და მსოფლიო 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ხორვატიასთან.

იტალიელმა სპეციალისტმა კვლავ ბორტს მიღმა დატოვა მაიკლ ოუენი. ბევრი ელოდებოდა, რომ "ნიუკასლიდან" "მანჩესტერში" გადასვლა ოუენს ნაკრებისაკენ გზას გაუხსნიდა, მაგრემ ეს ასე არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას პრემიერ ლიგის მატჩში "უიგანის" წინააღმდეგ ოუენმა საკმაოდ კარგი გოლი გაიტანა, კაპელომ მისი გამოძახება მაინც არ ინება. მაშასადამე, "იუნაიტედის" 7-იანი არც სლოვენიასთან ითამაშებს და არც ხორვატიასთან, რომელთანაც მოგების შემდეგ ინგლისელებს სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება გარანტირებული აქვთ.

კაპელომ ასევე არ გამოიძახა "პორტსმუტის" ვეტერანი მეკარე დევიდ ჯეიმსი, რადგან "პორტსმუტმა" 4-დან 4-ვე თამაში წააგო და ეს ჯეიმსის თამაშზეც აისახა. ინგლისის ძირითადი მეკარის პოზიციაზე კი ერთმანეთს რობერტ გრინი, ბენ ფოსტერი და პოლ რობინსონი "შეეცილებიან", თუმცა მე პირადად გრინის კანდიდატურას უფრო ვხედავ, რადგან ეს მეკარე უმაღლეს დონეზე ატარებს მატჩებს როგორც "ვესტ ჰემში", ისე ინგლისში.

ტრამვის გამო ინგლისის ნაკრებს დააკლდება რიო ფერდინანდი. ის თანაგუნდელმა უეს ბრაუნმა ჩაანაცვლა, რომელსაც არც ისე დიდიხანია რაც ტრამვა მოუშუშდა. კაპელომ ძალიან კარგად იცის, რომ ბრაუნს კონკურენციის გაწევა მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია,რომელიც ახლა გლენ ჯონსონს ეკუთვნის. 

სტივენ ჯერარდი ავტომატურად დაბრუნდა ნაკრების შემადგენლობაში. "ტოტენჰემის" გარემარბმა აარონ ლენონმა კი თეო უოლკოტის ადგილი დაიკავა, რომელსაც ახალ სეზონში ტრამვის გამო არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია. 

თავდასხმის ხაზში გამოძახებული ფეხბურთელები თითქმის იგივეა, ვინც ჰოლანდიასთან იყო. მათ რიგებს მხოლოდ პიტერ კრაუჩი დაემატა, რომელმაც წინა ტურში თავი გამოიჩინა და "ბირმინგემის" კარში გამარჯვების გოლი გაიტანა.

ახლა კი გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, ვინც სლოვენიასთან და ხორვატიასთან ითამაშებს:

გოლკიპერები: ბენ ფოსტერი ("მანჩესტერ იუნაიტეიდი"), რობერტ გრინი ("ვესტ ჰემი"), პოლ რობინსონი ("ბლექბერნი").

მცველები: გლენ ჯონსონი ("ლივერპული"), უეს ბრაუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), მეთიუ აპსონი ("ვესტ ჰემი"), ჯონ ტერი, ეშლი კოული (ორივე "ჩელსიდან"), ჯოლეონ ლესკოტი, უეინ ბრიჯი (ორივე "მანჩესტერ სიტიდან").

ნახევარმცველები: შონ-რაით ფილიპსი, გარეტ ბერი (ორივე "სიტიდან"), აარონ ლენონი ("ტოტენჰემი"), დევიდ ბექჰემი ("გალაქსი", ამერიკა), ფრენკ ლამპარდი ("ჩელსი"), მაიკლ კერიკი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სტივენ ჯერარდი ("ლივერპული"), ეშლი იანგი, ჯეიმს მილნერი (ორივე "ასტონ ვილადან").

თავდამსხმელები: უეინ რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ემილ ჰესკი ("ასტონ ვილა"), ჟერმეინ დეფო, პიტერ კრაუჩი (ორივე "ტოტენჰემიდან"), კარლტონ კოული ("ვესტ ჰემი").



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი:
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 54.224.118.247
საიტზე ხარ: დღე
საათი : 1:12 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK