ნავიგაცია




 

152-ე მანჩესტერული დერბის წინ, გუნდების თავკაცებს - სერ ალექს ფერგიუსონსა და მარკ ჰიუზს - ერთმანეთში სერიოზული სიტყვიერი ომი ჰქონდათ გაჩაღებული. შეხვედრაც საკმაოდ ნერვიული გამოდგა და საბოლოოდ, შეცვლაზე შესული მაიკლ ოუენის მიერ უკანასკნელ წუთზე გატანილი გოლის წყალობით, "იუნაიტედის" გამარჯვებით, 4:3 დასრულდა.

წარმატებული დასასრულის შემდეგ, "მწარესიტყვობით" გამორჩეული ალექს ფერგიუსონი ასეთ შანსს როგორ გაუშვებდა ხელიდან, პრინციპული მეტოქისთვის კიდევ ერთხელ არ გაეკრა კბილი. უნდა ითქვას, რომ სერ ალექსს ეს საკმაოდ მაღალ დონეზე გამოუვიდა.
"დღეს ჩვენ 3 სრულიად არალოგიკური გოლი გავუშვით, რის გამოც შეხვედრა უსაფუძვლოდ დავძაბეთ. არადა, შეგვეძლო მეტოქე დამამცირებელი შედეგით - 6:0, ან 7:0 დაგვემარცხებინა... ჩვენ გვყავს მეზობელი, რომელიც ხანდახან ხმაურის ატეხვას ცდილობს, მაგრამ დღეს ჩვენ მას საკუთარი ადგილი კიდევ ერთხელ მივუჩინეთ. ახლა კი, შეგვიძლია წყნარად გავაგრძელოთ ცხოვრება", - ციტირებს ფერგიუსონს BBC-ი.
მიმდინარე სეზონში ეს "მანჩესტერ სიტის" პირველი წაგებული შეხვედრა იყო. "ქალაქელებს" აქამდე ჩატარებული ოთხივე მატჩი მოგებული ჰქონდათ. "იუნაიტედს" კი, დერბის მოგების შემდეგ, აქტივში 15 ქულა დაუგროვდა და იგი 3 ქულით უსწრებს პრინციპულ მეტოქეს, თუმცა, ალექს ფერგიუსონის გუნდს თანაქალაქელებზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.
 



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი:
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 54.226.55.151
საიტზე ხარ: დღე
საათი : 12:34 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK