ნავიგაცია




 

ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ბენიტესს ადანაშაულებს მსაჯის მიმართ უტაქტო გამონათქვამებსა და შეუფერებელ ქცევაში... 


საქმე ეხება პრემიერლიგის პირველ ტურში, ლივერპულის და ტოტენჰემის მატჩიშ შემდეგ, პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს. რაფა ბენიტესმა ტოტენჰემთან მარცხის შემდეგ ღიად დაადანაშაულა მატჩის მსაჯი - ფილ დაუდი. რომელმაც 2 აშკარა პენალტი არ დანიშნა ტოტენჰემის კარში. ბენიტესმა ასევე გააკრიტიკა მატჩის ეგრეთწოდებული მეოთხე არბიტრი. 26 წლის სტიუარტ ატველი. რაფამ იგი გამოუცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პრემიერლიგის დონის ტურნირისთვის იგი ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო. ესპანელი მწვრთნელი აგრესია ამ 26 წლის რეფერიმ მას შემდეგ გამოიწვია, რაც მან მთავარ მწვრთნელს ურჩია ბენიტესის ასისტენტი, სემი ლი მოედნიდან გაეგდო შეუფერებელი საქციელისთვის... სხვათაშორის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ სემი ლიც დაადანაშაულა უტაქტო საქციელში...

"ვფიქრობ აბსოლიტურად ყველამ დაინახა, რომ ორივე შემთხვევაში პენალტი იყო დასანიშნი. შეიძლება მეორე შემთხვევაზე ვთქვათ რომ ბურთი მოხვდა ხელს და არა ხელი ბურთს, მაგრამ პირველ სიტუაციაში აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო. ეს ყველამ დაინახა ფილ დაუდის გარდა. შეუძლებელია სტუმარ გუნდს 2 პენალი დაუდო მოწინააღმდეგის კართან. ამ მსაჯის გათვალისწინებით ეს მართლაც შეუძლებელია..." - განაცხადა ბენიტესმა მატჩის შემდგომ. 

პრესკონფერენციაზე მას ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა მთლიანობაში ფილ დაუდის მსაჯობაზე და რაფამ პასუხის ნიშნად მოიხსნა სათვალეები და ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ დაუდს სწორედ ასეთი ლინზები სჭირდება...

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სეზონის დაწყებამდე ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მოუწოდა ყველას, რომ უფრო მეტი პატივი ეცათ მატჩის არბიტრებისთვის და თავი შეეკავებინათ ნებისმიერი კრიტიკული განცხადებისთვის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციებზე...

ლივერპულის მთავარ მწვრთნელს ბრალდებაზე საპასუხოდ ვადა 15 სექტემბრამდე აქვს. კლუბის საიტს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია...



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი:
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 54.224.118.247
საიტზე ხარ: დღე
საათი : 1:12 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK