ნავიგაცია




 

ჰოლანდიელი მცველი ჯონ ჰეიტინგა ინგლისური "ევერტონის" ღირსებას დაიცავს. ლივერპულელებს მადრიდის "ატლეტიკოსგან" 25 წლის უკანახაზელის შეძენა 6.2 მილიონი გირვანქა დაუჯდათ, თვითონ ფეხბურთელთან კი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელთა ტრანსფერზე დასათანხმებლად, "ევერტონის" ხელმძღვანელებს საკმაო ძალისხმევა დასჭირდათ. თავიდან ესპანელები კატეგორიულად უარობდნენ ჰეიტინგას გაყიდვას, შემდეგ მხარეები ფასზე ვერ თანხმდებოდნენ, თუმცა უქმეებზე გამართული ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად, გუნდებმა "ოქროს შუალედის" გამონახვა მაინც მოახერხეს.
მოკლედ, პრიმერა დივიზიონში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ჰოლანდიელი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს. "ევერტონის" ხელმძღვანელები ჰეიტინგას "სიტიში" გადაბარგებული ლესკოტის შემცვლელად განიხილავენ. სხვათა შორის, 25 წლის ნიდერლანდელი ლივერპულურ კლუბში იმავე ნომრით ითამაშებს, რომლითაც ლესკოტი თამაშობდა - ჰეიტინგამ უკვე შეარჩია 5-ნომრიანი მაისური.
"ჩვენს ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. "ევერტონის" მესვეურებმა საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება მოვახერხეთ. ჯონი გამოცდილი მცველია და დარწმუნებული ვარ, მისი დახმარებით დევიდ მოიესი გუნდის უკანა ხაზში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას მოახერხებს", - განაცხადა "ევერტონის" აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ ელსტოუნმა.
ჰეიტინგამ პროფესიული კარიერა 2001 წელს ამსტერდამის "აიაქსში" დაიწყო და ამ კლუბში გატარებულ 8 სეზონში 152 საჩემპიონატო შეხვედრა გამართა, რომლებშიც მეტოქეთა კარის აღება 17-ჯერ მოახერხა. "ატლეტიკოს" ღირსება კი, მან 28 ლალიგურ მატჩში (3 გოლი) დაიცვა. 2004 წლიდან ჰეიტინგას სისტემატურად იძახებენ ჰოლანდიის ეროვნულ გუნდში, რომლის ფორმით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 6 გოლის გატანა შეძლო.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი:
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 54.198.134.104
საიტზე ხარ: დღე
საათი : 9:24 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  სექტემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK