უესტ ჰემმა დაადასტურა მექსიკელი გილიერმო ფრანკოს შეძენა. "ბედნიერი ვარ, რომ ამხელა ტრადიციების კლუბში აღმოვჩნდი. ჩემი ოცნება იყო ინგლისის პრემიერლიგაში თამაში. მე შემოთავაზება მქონდა ესტუდიანტესისა და ორი ესპანური კლუბისგან, თუმცა უესტ ჰემი ვარჩიე. ეს მნიშვნელოვანი გუნდია კარგი მოთამაშეებითა და მწვრთნელით, ვეცდები დავეხმარო კლუბს წარმატებების მიღწევაში"-განაცხადა მექსიკელმა თავდამსმელმა.