ლონდონის “ჩელსის” მცველი ჯონ ტერი მიიჩნევს, რომ ინგლისელი ფეხბურთელების სამართლიანი თამაში, ხშირად მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
ტერის კომენტარი AFP-მ გაავრცელა. “ხანდახან, ჩვენ მეტისმეტად სამართლიანად ვასპარეზობთ. შეხედეთ პრემიერლიგის მატჩებს: ინგლისელი ფეხბურთელები, თვით მას შემდეგაც კი, როდესაც მათ წაქცევას ცდილობენ, ფეხზე დარჩენას და თამაშის გაგრძელებას ახერხებენ. ასეთია ჩვენი ფეხბურთი. ძალიან სამართლიანი ქვეყანა და ჩემპიონატი გვაქვს. მაგრამ ხანდახან ეს ჩვენს საწინააღმდეგოდ ტრიალდება. უცხოელი მოთამაშეები კი პირიქით მოქმედებენ, მეტოქე ფეხბურთელთან მცირე კონტაქტის შემთხვევაშიც კი გაზონზე ვარდებიან. განსაკუთრებით ეს მოწინააღმდეგის საჯარიმოში ხდება ხოლმე”, - დასძენს ინგლისელი მცველი.
|