ნავიგაცია




 

ინგლისისა და მსოფლიოს ჩემპიონ - ”მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში, ერთი დღის, 27 მაისის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ალბათ ბევრს ის დღე ახლაც ახსოვს და არა იმიტომ რომ იმ დღეს ”იუნაიტედმა” ჩემპიონთა თასი დაკარგა, არამედ იმიტომ რომ იმ დღეს, ალბათ სწორედ წაგების შემდეგ გადაწყდა რომ გუნდი გაცილებით მეტს დაკარგავდა ვიდრე მხოლოდ თასია. და ეს მართლაც ასე მოხდა - ამ ფინალიდან ერთი კვირის შემდეგ გუნდმა უდავო ლიდერი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი კრისტიანო რონალდო დაკარგა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, სერ ალექს ფერგიუსონმა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მნიშვნელოვანი ტრანსფერები გააკეთა, გადმოიყვანა ახალი ფეხბურთელები, და ამ გუნდის ქომაგებს იმედიც დაუბრუნა, ახლა რონალდო ”მანჩესტერის” ფანებს თითქოს აღარ ახსოვთ, მაგრამ დღეს სერ ალექსმა ისეთი განცხადება გააკეთა სადაც გამოჩნდა რომ მანჩესტერში რონალდო ჯერაც არ დაუვიწყიათ, ბევრი ქომაგი ამ გუნდის თავს იმაში არწმუნებს რომ რონალდოს შეცვლა ოუენს, ან სხვა რომელიმე ფეხბურთელს შეუძლია, მაგრამ რონალდო ერთადერთი და განუმეორებელი იყო, იგი შეუცვლელია! ასეთი დიაგნოზი თვით სერ ალექს ფერგიუსონმა დასვა და ის რასაც ახლა ”იუნაიტედის” ფანები აკეთებენ უფრო თავის მოტყუებას გავს. მოკლედ გთავაზობთ ”Daily Express"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც კრისტიანო რონალდოსა და სერ ალექსის უკანასკნელ განცხადებაზეა საუბარი.

გუშინ შოტლანდიელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავს მცირედით განმუხტვის საშუალება მისცა, მან ცოტა ხანი გოლფი ითამაშა და მომქანცველი სეზონის დაწყების წინ ცოტათი დასვენებაც გამოუწერა თავის თავდ და გუნდსაც, გოლფის შემდეგ კი იგი ამ გაზეთის ჟურნალისტს ესაუბრა, რომელიც უფრო მის აღსარებას და აღიარებას ჰგავდა ვიდრე ინტერვიუს, სადაც სერ ალექსმა პირდაპირ განაცხადა რომ რონალდოს შეცვლა წარმოუდგენელია, რონალდო მხოლოდ ერთი იყო და დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შეცვლა შეუძლებელია. ახლა თავად სერ ალექსის სიტყვებს გთავაზობთ: ”სიმართლე გნებავთ? კარგით გეტყვით, გულშემატკივრებმა თითქოს შეძლეს მისი დავიწყება, ეს ძალიან კარგია მაგრამ გუნდში სხვა სიტუაციაა ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით რომ რონალდოს ვერ შევცვლით! ეს უბრალოდ შეუძლებელია. ეს თანაგუნდელებმაც მშვენივრად იციან. მნიშვნელობა არ აქვს ვის ვიყიდით, რომელ ფულს შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შეცვლა. რონალდო განუმეორებელი იყო ასეთი ფეხბურთელები ადვილად არავის არ ავიწყდება და არც ასე ადვილად ვერ შეიცვლებიან ისინი.

ის ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო და ამას ვერავინ შეცვლის. საერთოდ თუ ვინმე შენ გყავს გუნდში რომელიც თავის საქმეში საუკეთესოა, არ ღირს მისი დაკარგვის შემთხვევაში მას შემცვლელი მოუძებნო, რომელიც ისეთივე წარმატებული იქნება ამ საქმეში. რადგან რონალდოს საუკეთესოდ შეეძლო ეკეთებინა თავისი საქმე, შეიძლება სხვამ რაღაც სხვა საფეხბურთო ასპექტი იცოდეს კარგად, მაგრამ რონალდოსნაირად წარმატებით მის საქმეს ვერავინ გააკეთებს მსოფლიოში. რატომ არ ვიყიდე მე სუპერვარსკვლავები? გადახედეთ სატრანსფერო ბაზარს, იქ ”სიტისა” და ”რეალის” გარდა რევოლუციური ცვლილებები და გრანდების მხირდან უამრავი ახალი ფეხბურთელის შეძენა არ მომხდარა, შეიძლება ეს მათ არც ჭირდებოდათ, მე ერთი ვიცი არაა დრო რონალდოს სემცვლელის ძებნით ვინმემ თავი იტეხოს და ძვირფასი დრო დაკარგოს, დროს ახალი გუნდი, ახალი ”იუნაიტედი” გავაკეთოთ, რომელიც რონალდოს გარეშე ისწავლის ცხოვრებას, მის გარეშე მიაღწევს ყველაფერს, მის გარეშე იქნება მსოფლიოში უძლიერესი. მე მინდა ჩვენს გულშემატკივრებს ვუთხრა, ტყუილად ნუ დაიტანჯავენ თავს რათა ახალწვეულებში ან თუნდაც სავარაუდო მომსვლელებში რონალდო ეძიონ, რონალდო ერთადერთი და განუმეორებელი იყო, მინდა ეს ყველამ გაიგოს მისი შეცვლა წარმოუდგენელია.

ახლა გუნდში უცნაური სიტუაციაა შექმნილი, ბევრ გულსემატკივარს არ ესმის თუ რატომ არ ვყიდულობთ სუპერვარსკვლავებს, არადა ზოგჯერ საჭიროა მწვრთნელი თავის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ენდოს, მწვრთნელი უნდა მიხვდეს თუ როდის იქით აღარ შეიძლება ახალის ყიდვა, ახალწვეულები კარგია მაგრამ, ზოგჯერ შენიანს უფრო ჭირდება ნდობა, ვიდრე მის ადგილას სხვის მოყვანა. ”მანჩესტერ იუნაიტედის” მდიდარ წარსულს ახსოვს ისეთი მომენტებიც, როდესაც ამ ნდობის დახმარებით გუნდს ძალიან ბევრი რამისთვის მიუღწევია. მე ახლა ჩამოგითვლით გვარებს, რომელთა შორის ვერ იპოვით ”ახალ რონალდოს”, ან მესის, მაგრამ ეს ის ბიჭები არიან ვიზეც ”იუნაიტედის” მომავალია დამოკიდებული და ეს ქომაგებმაც უნდა გაიგონ და ამ ბიჭებს ენდონ: ჯონი ევანსი, დანი ველბეკი, დარენ გიბსონი, ფედერიკო მაკედა, ძმები და სილვები, ოლივეირა ანდერსონი, ლუიშ ნანი, და სხვებს შეუძლიათ გუნდი უმაღლეს საფეხბურთო მწვერვალებზე აიყვანონ. ჩვენ დაგვაკლდება რონალდოს გოლები ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ მე უეინ რუნის და დიმიტარ ბერბატოვის იმედიც მაქვს, დამიჯერეთ ეს ფორვარდები გაცილებით შეცვლილნი და გაუმჯობესებულნი წარდგებიან მომავალი სეზონიდან. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ჩვენ ალბათ ყველას მოგვენატრება რონალდო, როგორც ადამიანიც, მას ეს კლუბი უყვარდა და ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა.

ხალხი ამბობს რომ დროა ვეტერანები - რაიან გიგზი, პოლ სქოულზი და გარი ნევილი ჩამოვწეროთ ჩვენი გუნდის რიგებს, მაგრამ მე იმის მჯერა რომ მათ ჯერაც არნახული სარგებლის მოტანა შეუძლიათ გუნდისთვის, რაც მთავარია ახლა მათ არამარტო ახალგაზრდებზე უნდა იზრუნონ, არამედ თუნდაც ცოტა ხნით თავად გადავიდნენ ახალგაზრდობაში. ისევ ისმის ის კითხვები თუ როგორ უნდა სეიცვალოს რონალდო, რა ეშველება კლუბს და ასე შემდეგ, რონალდო ვერ შეიცვლება ეს გასაგებია, მაგრამ გუნდური თამაშის უპირატესობაც ესაა, ის რაც არ შეუძლია ერთ კაცს, შეუძლია გუნდს, ერთად დგომით, ამ გუნდში ყველა ცოტატჳ რონალდო უნდა გახდეს, ყველა მათგანმა საკუთარ თავში ”დამალული რონალდო” უნდა აღმოჩინოს, მხოლოდ ასე შეიძლება პორტუგალიელი ვუნდერკინდის შეცვლა. თუნდაც ვეტერანები, გიგზი მოსამზადებელ ეტაპზე ბრწყინვალე იყო, მე არ ვიცი როგორ ახერხებს ის ამას მაგრამ წლიდან წალმდე იგი იდეალურ ფორმაშია, ეს უმაღლესი დონის პროფესიონალიზმია რომელიც უნდა დაფასდეს. თუნდაც გულშემატკივრების მხრდიან.

რაც მთავარია გუნდში უნდა მოხდეს შევსება, ის რაც აკლია ერთს, უნდა შეავსოს მეორემ, და პირიქით, რაც მთავარია ყველას გვაკლია კრისტიანო რონალდო, და ყველამ ერთად, გულშემატკივრებთან ერთდ უნდა შევძლოთ მისი ადგილის შევსება. ახალგაზრდებს საერთოდ ყოველთვის სიდინჯე აკლიათ, მაგრამ ვხედავ რომ ჩემს ბიჭებში ეს არ შეიმჩნევა, ისინი არ ნერვიულობენ და მზად არიან მომავალ სეზონში თავდადებით იომონ, თითოეულ შეხვედრაში, ვეტერანები კი ხშირად მოტივაციას კარგავენ და ტიტულების მოგებაც აღარ სურთ, მაგრამ თუნდაც გიგზის მაგალითზე ვხედავ რომ მას სწყრია გამარჯვებები, ისე როგორც 19 წლის წინ სწყუროდა, როდესაც ჯერაც მოზარდი მოვიდა კლუბში. სწორედ ეს შევსება უნდა გახდეს წარმატების მომტანი კლუბისთვის. ბევრი ამბობს რომ სქოულზის ნამდვილად წავიდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ მან წინა სეზონში ძალიან ბევრი გამოტოვა ტრამვის გამო, ახლა კი დაბრუნდა და 100 პროცენტით მზადაა, იგი ისეთივე მონდომებით ვარჯიშობს როგორც პატარა ბავშვი. გარი ნევილიც ტრამვებმა გატანჯეს მაგრამ ისიც მთელი თავისი შესაძლებლობებით გვიბრუნდება, აქ არიან მამაცი ახალგაზრდებიც, ჩვენს რიგებს ახალწვეულებიც შეუერთდნენ, დაბრუნდა ვეს ბრაუნიც, მალე გამოჯანმრთელდება ოუენ ჰარგრივსიც, მოკლედ ესენი მზად არიან შეძლონ ის რასაც ერთი მოკვდავი ადამიანი ვერანაირად ვერ შეძლებს - სრულფასოვნად შეცვალონ კრისტიანო რონალდო და მთლიანად მანჩესტერს დაავიწყონ იგი სამუდამოდ”.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი:
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.215.182.81
საიტზე ხარ: დღე
საათი : 8:30 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK