ნავიგაცია




 

ის რომ ”მანჩესტერ იუნაიტედი” მსოფლიოს დონის გრანდია და ყოველთვის ცდილობდა საფეხბურთო მიღწევების დაპყრობას ახალი არავისთვის არაა. მაგრამ განა ვინმე იტყვის რომ ”იუნაიტედის” თანაქალაელი - ”მანჩესტერ სიტი” გრანდია? ან როდისმე იყო? თურმე ყოფილა ის დროც როდესაც მსგავსად ”იუნაიტედისა” ”სიტის” სახელიც აშინებდა მსოფლიოში, ეს ის დრო იყო როდესაც ქალაქი მანჩესტერი და ამ ქალაქის ორი კლუბი ერთად მართავდნენ საფეხბურთო სამყაროს. შეიძლება თუ არა რომ ეს მომავალ სეზონშიც განმეორდეს? რატომაც არა. ”იუნაიტედის” მტავარი ამოცანა რომ კვლავაც უკლებლივ ყველა ჯილდოს მოგებაა, ეს ყველამ მშვენივრად იცის, წლიდან წალმდე ამ გუნდის მისწრაფებები და ტრადიციები არანაირად არ იცვლება, აი რაც შეეხება ”სიტის” ამ გუნდმა უკანასკნელი წლებია დიდი გასაჟირი გამოიარა და წლების წინ პრემიერლიგიდან გავარდა კიდეც, თუმცა წინა წელს ამ კლუბში მოხდენილმა რევოლუციურმა ცვლილებებმა რომლის შედეგადაც კლუბი არაბმა მილიარდელებმა იყიდეს, და სატრანსფერო ბაზარზე უმაღლესი დონის მოთამაშეების ყიდვამ გარკვეულწილად ყველა დაარმწუნა იმაში რომ შესაძლოა ქალაქი მანჩესტერი კიდევ ერთხელ გახდეს ნომერ პირველი საფეხბურთო ქალაქი, გთავაზობთ ”ManchesterEeveningNews"-ის მიერ გავრცელებულ სტატიას, რომელიც ორი მანჩესტერული კლუბის წარსულსა და მომავალს ეხება.

”თუ ვინმეს აინტერესებს თუ როდის იყო ”მანჩესტერ იუნაიტედისა” და ”მანჩესტერ სიტის” ასე ვთქვათ საერთო ბატონობა, ამაზე პასუხიც არსებობს - დაახლოებით 60-იანი წლები, მაშინ მთელი სამყაროს ყურადღება, ინგლისის ამ სიმპათიური ქალაქის - მანჩესტერისკენ იყო მიპყრობილი. ქალაქი რომელიც იმ დროს გახლდათ ჩემპიონთა ლიგის მფლობელისა და ინგლისის ჩემპიონის ქალაქი, შეიძლება ითქვას რომ მანჩესტერი საფეხბურთო დედაქალაქად ითვლებოდა 60-იან წლებში. და ახლა 60 წელზე მეტი ხანის შემდეგ არის შანსი რომ მანჩესტერის ორი გუნდი კვლავაც ერთმანეთის წინააღმდეგ წარდგეს როგორც ორი უძლიერესი გუნდი მსოფლიოში, ესეთი რამ 1968 წლის შემდეგ არ მომხდარა. პრინციპში ”მანჩესტერ იუნაიტედი” ყოველთვის იყო მოწინავეთა შორის, ეს კლუბი ახერხებდა ზედიზედ საგარეო და საშინაო გამარჯვებებს, ასე გრძელდებოდა სანამ არ შეიქმნა პრემიერლიგა, 1991 წელს, ინგლისის ჩემპიონატი უძველესი დროიდან ტარდება, მაგრამ ”პრემიერლიგა” მას სწორედ 1991 წლიდან ეწოდა. 

და აი ახლა არაბი შეიხების დახმარებით ”მანჩესტერ სიტის” კვლავ აქვს შანსი იბრძოლოს ჯერ ინგლისის ჩემპიონობისთვის, შემდეგ კი უკვე ევროპაზეც თქვას თავისი სიტყვა. გულშემატკივრებს არ უნდა გაუკვირდეთ ”სიტის” აღმასვლა, ”ჩელსის” მაგალითი გავიხსენოთ, განა ლონდონური კლუბი ოდესმე ითვლებოდა მსოფლიო დონის გრანდად, სანამ რუსი რომან აბრამოვიჩი არ მოვიდოდა? მაშინ ბევრი ამბობდა იმას რომ ”ჩელსი” ვერასოდეს გახდებოდა გრანდი, მაგრამ ”ჩელსი” ახლა გრანდია, რომელიც მუდამ ნებისმიერ ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძვის, ხოდა ასეც არ ჯერათ რომ ”სიტი” შესაძლოა გრანდი გახდეს, მაგრამ ეს შესაძლებელია. ”სიტიმ” ამ ზაფხულს იყიდა ტევესი, სანტა კრუზი, ბერი, ტურე, ადებაიორი და სხვები, ამით ის მხოლოდ მადრიდის ”რეალს” ჩამორჩა რომელმაც თვით კაკა, რონალდო და ქარიმ ბეზნემა იყიდა. მაგრამ რატომ გამოიწვია ინგლისელი ჟურნალისტების დაინტერესება ”სიტიმ”, ეს ამ ქალაქის ”წითელი ნახევრის” ”ბრალია” - ”მანჩესტერ იუნაიტედს” ვგულისხმობთ, რომელიც როგორც ყოველთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებრძოლება თავის თანაქალაქელს და მითუმეტეს არ მისცემს შანსს გახდეს საუკეთესო. 


გაღიზიანება


”იუნაიტედის” ”ნდობა” როგორც ყოველთვის შეიძლება, იგი ჩვეულ როლში იქნება - შეეცდება მოიგოს ყველა თამაში! აი იმისთვის რომ ქალაქი მანჩესტერი საფეხბურთო დედაქალაქად იქცეს, სწორედ ”სიტის” ”ნდობაა” საჭირო, ”იუნაიტედის” მტავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელსაც სულ სუსტი ფეხბურთელებითაც კი შეუძლია გუნდის გაკეთება, აი ის კი საკითხავია როგორ გამოიყენებს ”სიტის” მწვრთნელი” მარკ ჰიუზი საუკეთესოებს. მას გუნდში 10 ფორვარდი ჰყავს, როგორ უნდა ათამაშოს ისინი? საკითხავი სწორედ ესაა. ჯერჯერობით ერთადერთი რაც ”მანჩესტერ სიტის” გამოსდის ეს სერ ალექს ფერგიუსონის გაღიზიანებაა, სხვა მხრივ კი კლუბმა მოსამზადებელ ეტაპზე ვერაფერი ფეხბურთი ვერ უჩვენა. რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, ორივე კლუბის ფანებს კი ხელები ექავებათ სანამ ისინი მოედნის გარეთ, ხოლო გუნდები კი მოედანზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან 20 სექტემბერს. ბოლო წლებში ძალიან იშვიათად ხვდებოდა რომ ეს ორი კლუბი ორივე ფავორიტის სტატუსით ერთმანეთს დაპირისპირებოდნენ, ”იუნაიტედი” უდავო ფავორიტი იყო ხოლმე, ”იუნაიტედი” ახლაც ფავორიტი იქნება, მაგრამ არა უკვე ისეთი როგორც უკანასკნელ წლებში, მთელი სიამოვნებაც ესაა, მანჩესტერულ დერბის ეს უფრო მეტ დაძაბულობას შეძენს და განა რატომ იქნება ”მანჩესტერი” ნაკლებად ფავორიტი? არა იმიტომ რომ ეს გუნდი დასუსტდა არამედ უფრო იმიტომ რომ ”სიტი” გაძლიერდა. 


სიმდიდრე


ხოლო იმან რამაც ”სიტი” ასე ვთქვათ ამ დონეზე მიიყვანა მხოლოდ ერთი სახელი ჰქვია - სიმდიდრე, ალბათ მომავალ სეზონში ”მანჩესტერ სიტი” ძალიან ბევრს თამაშს მოიგებს, სუსტი გუნდების წინააღმდეგ, ამას სწორედ იმ სიმდიდრით გააკეთებს რაც გუნდს გააჩნია, მაგრამ სეზონში ორი თამაშის მოგება სიმდიდრით შეუძლებელი იქნება, რადგან ”იუნაიტედს” მხოლოდ სიმდიდრით ვერ დაამარცხებ და ეს მარკ ჰიუზსაც მშვენივრად ესმის, რადგან თავის დროზე სწორედ ფერგიუსონის შეგირდი იყო, ხოდა შეიძლება სწორედ ეს დაეხმაროს ”სიტის”, ჰიუზმა ”იუნაიტედზე” ბევრი რამ იცის, ასევე სერ ალექს ფერგიუსონზეც. როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ყველაზე ძლიერნი ეს კლუბები 1968 წელს იყვნენ, როდესაც ქალაქ მანჩესტერს ”ოქროს ხანა” ედგა, სწორედ იმ წელს ”სიტიმ” ძალიან საინტერესო სატრანსფერო კამპანია აწარმოა როგორც ახლა, ამდენი ფეხბურთელი ამ კლუბს სწორედ იმ 1968 წლის შემდეგ არ უყიდია. ეს ის დრო იყო როდესაც თითქოს მათგან არავინ არაფერს ელოდა. მაშინ ამბობდნენ რომ ”სიტი” არაფრიდან მოვიდა და უცბად ყველაფერი მოიგო, ინგლისში ყველა გაოცებით შესცქეროდა იმ გუნდს, მხოლოდ მარადიული მტერი - ”იუნაიტედი” ებრძოდა მას, ჩანს ისტორია განმეორდება.


ქარიზმა


თუმცა 1968 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ ორივე გუნდში ბევრი რამ შეიცვალა, ისტორია ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანია და ისტორიის დღეებმა კი ის აჩვენეს რომ ”იუნაიტედი” კვლავაც უმაღლეს დონეზე დარჩა, ხოლო ”სიტიმ” პრემიერლიგიდან გავარდა და დაბრუნებაც მოასწრო. ამის მიუხედავად დერბიში ”სიტი” ყოველთვის მედგრად ებრძოდა ”იუნაიტედს”, მათი მტავარი მიზანი ხშირად სწორედ მეტოქის გამწარება ყოფილა და მოუხერხებია კიდეც, ”სიტისთვის” წარმატებული იქნებოდა სეზონი თუ თანაქალაქელს 4 ქულას აართმევდა, თუმცა კი ”მანჩესტერი” ყოველთვის ამარცხებდა საბოლოოდ ”სიტის” იგი თანაქალაქელზე გაცილებით ძლიერი იყო, ხოდა ”სიტისაც” მხოლოდ ერთი რამ ასულდგმუვებდათ - მოვიდოდა დრო როდესაც ’სიტი” გაძლიერდებოდა და ”იუნაიტედს” ღირსეულად შეებრძოლებოდა და აი ეს დრო, რომელსაც ”ცისფერების” ფანები ”შურისძიების დროსაც” უწოდებენ მოვიდა, შემდეგ სეზონში ”სიტის” ამოცანა არა უკვე 4 ქულის ართმევა არამედ ჩემპიონობის ართმევა იქნება, მაგრამ ”მანჩესტერ იუნაიტედი” ხომ საუკეთესო ინგლისური კლუბია, რომელსაც არანაირად არ ეშინია მუქარისა თუ გაბოროტებული მეტოქეების, ”იუნაიტედი” მრავალ ასეთ ბრძოლაშია გამოვლილი, მოკლედ 20 სექტემბერს მთელი ყურადღება ქალაქი მანჩესტერისკენ იქნება მიპყრობილი, როგორც ძალიან ადრე...1968 წელს იყო.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 35.172.110.179
საიტზე ხარ: დღე
საათი : 1:41 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK