ნავიგაცია




 

"ჩელსის" კოტდივუარელმა ფორვარდმა, 31 წლის დიდიე დროგბამ, ლონდონურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აფრიკელმა თავდამსხმელმა ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "არისტოკრატებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე (წინას ერთ წელიწადში გადიოდა ვადა) აწარმოებდა მოლაპარაკებას. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დროგბა "ჩელსიში" 2012 წლამდე დარჩება.

განვლილი სეზონის დასრულების შემდეგ, ბრიტანელი მიმომხილველები ვარაუდობდნენ, რომ კოტდივუარელი "ინტერში" გადაბარგდებოდა, სადაც ის თავის ყოფილ დამრიგებელს, ჟოზე მოურინიოს შეუერთდებოდა. თუმცა, 31 წლის თავდამსხმელმა "არისტოკრატებთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებით ყველა დაარწმუნა, რომ მას "სტემფორდ ბრიჯზე" სურს კარიერის დასრულება.
"მე ძალიან მიყვარს ეს კლუბი, აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მსურს, "ჩელსისთან" ერთად კიდევ მოვიპოვო ტიტულები. მე ვრჩები, რადგან მინდა დავიბრუნო პრემიერლიგის ჩემპიონობა და ვიმარჯვო ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასის გათამაშებებში. თუმცა, უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. იმედი მაქვს, კარიერის დასრულებამდე ამ ოცნების ასრულებას მოვახერხებ. მოკლედ, მსურს, "ჩელსის" ამჟამინდელ შემადგენლობასთან ერთად კლუბის ისტორია შევქმნა და ახალი კონტრაქტიც ამის დასტურია", - განაცხადა აფრიკელმა ფორვარდმა "არისტოკრატთა" ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტთან საუბრის დროს.
დროგბა პროფესიული კარიერა 1998 წელს, ფრანგულ "ლე მანში" დაიწყო. ამ კლუბის რიგებში გატარებული 4 სეზონის განმავლობაში, კოტდივუარელმა 62 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც მეტოქის კარის აღება 11-ჯერ შეძლო. შემდეგ იყო თითო შესანიშნავი სეზონი ჯერ "გენგამის" (2002-03 წლები, 45 მატჩი, 20 გოლი), ხოლო შემდეგ "მარსელის" (2003-04, 35, 18) შემადგენლობაში, საიდანაც იგი "ჩელსიში" გადავიდა. აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატებს" დროგბას შეძენა 24 მილიონი ფუნტი დაუჯდათ, რაც იმხანად კლუბის სარეკორდო ტრანსფერი იყო. 2004 წლიდან მოყოლებული კოტდივუარელმა ლონდონელთა ფორმით გამართულ 216 შეხვედრაში 94 გოლის გატანა მოახერხა.
"ჩელსისთან" ერთად მას ორ-ორჯერ აქვს მოგებული ინგლისის პრემიერლიგა (2005, 2006), ასოციაციისა (2007, 2009) და ლიგის (2005, 2007) თასები.
დროგბა კოტ დივუარის ნაკრების კაპიტანია, რომლის ღირსებაც მან 61 მატჩში დაიცვა და ეროვნულ გუნდს 38 გოლით შეეწია. სათქმელია ისიც, რომ იგი 2006 წელს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
 

?????????: ჩელსი | ?????????: 0/560 |


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 18.221.53.209
საიტზე ხარ: დღე
საათი : 6:18 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK