ნავიგაცია




 

კვირას 9 აგვისტოს ინგლისისა და მსოფლიოს ჩემპიონი ”მანჩესტერ იუნაიტედი” თავის პირველ შეხვედრას გამართავს, მათი მეტოქე ინგლისის სუპერთასის მატჩზე ლონდონის ”ჩელსი” იქნება. ეს შეხვედრა ”წითელი ეშმაკებისთვის” ყოველმხრივ მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა პირველ რიგში იმიტომ რომ ტამაშდება სეზონის პირველი ჯილდო, სხვა მხრივ კი იმიტომ რომ გუნდი ახალ ცხოვრებას იწყებს. ერა, რომელსაც კრისტიანო რონალდოს სახელი ერქვა დასრულდა. 6 წელი გაატარა ამ დიდებულმა ფეხბურთელმა ”მანჩესტერ იუნაიტედში”, 6 დიდებული წევრი და პირველად ამდენი ხნის შემდეგ ”მანკუნიანელებს” მის გარეშე მოუწევთ ახალი სეზონის დაწყება. რონალდომ, რომელიც უდავოდ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია გუნდში მთელი ერა შექმნა, ისტორია რომელიც ამ გუნდის ფანებს არასოდეს დაავიწყდებათ, ისინიც რონალდოსი მუდამ მადლიერნი იქნებიან, მაგრამ ეს ”მანჩესტერ იუნაიტედია” და დროა უკვე იმის რომ ახალი ერის შექმნა დაიწყოს, უკვე რონალდოს გარეშე, პირველად კი გუნდს ჯილდოს მოგება ”იუნაიტედის” ბიჭებს პორტუგალიელი ვუნდერკინდის გარეშე მოუწევთ, მოკლედ არავინ იცის რა მნიშვნელობას ანიჭებენ მატჩს ლონდონელი ფეხბურთელები, მაგრამ მანჩესტერელებისთვის ეს უბრალოდ ფინალი არ იქნება, ამ მატჩით გუნდის ახალი ისტორია იწყება, წარსული კი დავიწყებულია, დავიწყებულია 27 მაისი და ქალაქი რომიც, გთავაზობთ ”ManchesterEveningNews"-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიას.

”კრისტიანო რონალდოს” ერა სრულდება და იგი უკვე დასრულებულად კვირას, 15.01 წუთზე გამოცხადდება(18.01 თბილისის დროით), როდესაც მანჩესტერელები პირველად გააგორებენ ბურთს ”უემბლის” ღირშესანიშნავ არენაზე. პირველად 2003 წლის შემდეგ ”მანჩესტერ იუნაიტედი” კრისტიანო რონალდოს გარეშე დაიწყებს სეზონს და პარალელურად კი იმ კითხვის ფონზე მართლაც შესძლებს თუ არა სერ ალექსი გუნდისთვის კრისტიანოს წასვლა უმტკივნეულო გახადოს. ბერვ ადამიანს სურს ის ფეხბურთელი დაინახოს ვინც რონალდოს შეცვლის, ამ სიტყვის სრული გაგებით ანუ ერთი პიროვნება და ბევრნი ანტონიო ვალენსიას ხედავენ, მართალია ვალენსია სულ სხვა ტიპის მოთამაშეა, მაგრამ არავინ იცის როგორ აეწყობა მისი სეზონი. მაგრამ მოსამზადებელმა ეტაპმა ისიც მშვენივრად აჩვენა რომ სერ ალექსთან და ახალგაზრდა სიცოცხლის აღსავსე ბიჭებთან ერთად შესაძლებელია უფრო ძლიერი, თანაც გაცილებით ძლიერი ”მანჩესტერ იუნაიტედი” შეიქმნას ვიდრე ოდესმე ყოფილა. და ეს იმ ადამიანის გარეშეც კი შესაძლებელია რომელიც ჯარიმების დიდოსტატი გახლდათ, გოლეადორი, ბრწყინვალე ტექნიკის მქონე, სუპერვარსკვლავი, საუკეთესო საუკეთესოთა შორის და უბრალოდ დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. 

”მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგები დარწმუნებულნი არ არიან, მათ კვლავაც ღრღნით ეჭვები, ეჭვები იმისა რომ რონალდოს გარეშე გუნდს არ შეუძლია მიაღწიოს უმაღლეს მწვერვალებს, ეს წმინდა ფსიქოლოგიური ნაწილია, სადაც ყველამ ერთად - ფეხბურტელემბა, მწვრთნელებმა, გულშემატკივრებმა უნდა დაიჯერონ რომ რონალდოს გარეშეც შესაძლებელია ყველაფერი. და ყველა სუნთქვაშეკრული ელოდება ლონდონის ”ჩელსისთან” მატჩს, სადაც პირველად დაინახავენ თუ რა არის ახლანდელი ”იუნაიტედი” რონალდოს გარეშე, ალბათ ბევრი იმასაც ამბობს რომ ერთი მოტამაშის გამო ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, მაგრამ რონალდო რომ რიგითი ფეხბურთელი არ იყო ესეც ყველას ესმის მშვენივრად. სერ ალექს ფერგიუსონის ტაქტიკურმა გათვლებმა, ისეთი ახალგარზდების ყოლამ როგორებიც ანდერსონი, ნანი და მაკედა არიან, ასევე გამოცდილმა ”გვარდიამ” გიგზის, სქოულზის და ნევილის მონაწილეობით, ნიჭიერმა ახალწვეულებმა და მთავარმა დამრტყმელმა ძალამ დიმიტარ ბერბატოვის და რაც მთავარია უეინ რუნის მონაწილეობით უნდა შექმნას ახალი გუნდი, სადაც კრისტიანო რონალდოს სახელი აღარავის არ ემახსოვრება და ბოლოს, ბრძოლა - მხოლოდ ბრძოლით შეეძლება ”იუნაიტედს” კვლავაც გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, იქ კი როგორც ამ გუნდის მოტამაშე მაიკლ ქერიკი, სხვა მოთამაშეებიც რომის ფინალის გამო შურისძიებას გეგმავენ.


ფენომენალიზმი


ახლა კი უბრალოდ სტატიის ამ ნაწილის განმავლობაში ”მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი იმედის, სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებს შემოგთავაზებთ, რომელმაც მან ფინალის წინა უკანასკნელ ინტერვიუში მისცა პრესას და ისაუბრა რონალდოზე, და ყურადღება ფინალის წინ იმაზე გაამახვილა რომ მის შესაცვლელად არა ერთი ან ორი ფეხბურთელი, არამედ მთელი გუნდი მზადაა და რომ 9 აგვისტოს შემდეგ სამყარო ”ახალ იუნაიტედს” იხილავს: ”კრისტიანო რონალდო შედევრი იყო, არ მინდა ქებად მოგეჩვენოთ ჩვენი გუნდის, მაგრამ ეს ახალგაზრდა პორტუგალიელი ჩვენ მოვიყვანეთ გუნდში სულ რაღაც 12 მილიონად და 6 წელიწადში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ვაქციეთ, რა თქმა უნდა ჩვენ ის მოგვენატრება და ეს მე ცოტა ხნის წინ გითხარით კიდეც, მაგრამ ახალი სეზონი კარს მოგავდგა, ჩვენ ყოველთვის ერთი გუნდი ვიყავით, ეს იყო ჩვენი სიძლიერე და ეს იქნება მუდმ, გაიხსენეთ 2007 წელს ლიგის ფინალი, ”ჩელსისთან” ვინ ააცილა პენალტი და მაინც ერთიანობით ჩვენ შევძელით შეუძლებელი. ჩემი რწმენა იმ ბიჭებს უკავშირდება ვინც ახლა გუნდში არიან, ახალგაზრდებსა თუ გამოცდილებს. ჩვენ გვყავს ბრწყინვალე ახალგაზრდები და ვეტერანებიც რომლებიც ამ ახალგაზრდებს აუცილებლად ჭირდებათ ისევე როგორც პირიქით, ყველაფერი დაბალანსებულია - ესაა მთავარი, რაც შეეხება გოლებს? რუნისგან და ბერბატოვისგან სწორედ იმ რაოდენობის გოლებს ველი რაც რონალდომ და ტევესმა გაიტანეს, ბერბატოვი? მე მისი მჯერა, დამიჯერეთ მომავალ სეზონში სხვა ბულგარელს იხილავთ, ის გაიბრწყინებს”.


ზეწოლა


რა თქმა უნდა რონალდოს წასვლის გარდა მნიშვნელოვანია კარლოს ტევესის წასვლაც, და რატომ წავიდა იგი? მოდით პირდაპირ ვთქვათ რადგან ან იგი უნდა წასულიყო ან 30 მილიონად შეძენილი ბერბატოვი, და გააკეთა კი ბულგარელმა 30 მილიონის საქმე წინა სეზონში? მომავალ სეზონში კი ყველას წამს რომ უეინ რუნი თავის საქმეს გააკეთებს, მაგრამ ბერბატოვი? ”ადამიანი გამოცანა”, რომლისაც ინგლისში უკვე რარავის წამს სერ ალექსის გარდა, ჟურალისტები მას აკრიტიკებენ და უკვე იმედგამაცრუებელ ტრანსფერებში შეყავთ, ამ ფეხბურთელზე უდიდესი ზეწოლაა. და მიანც როდესაც ფერგიუსონი ადამიანს ენდობა ეს ტყუილად არ ხდება, იგი ახალ გუნდთან ერთად ”ახალ ბერბატოვსაც” ელის, ქომაგებს კი ლოდონის მეტი არაფერი დარჩენიათ, მაგრამ ბერბატოვი ერთადერთი არაა ვინც ზეწოლას განიცდის, ყველაზე მეტად ამას რუნი განიცდის რომელმაც ბოლოს და ბოლოს უნდა დაამტკიცოს რომ სწორედ ისაა ”მანჩესტერის” ნომერ პირველი ლიდერი, მან უნდა შეცვალოს რონალდო! ინგლისელს ყველა იმედის თვალით შესქერის ყველა მასში ლიდერს ხედავს, განა მარტო ქომაგები? ფერგიუსონიც და კაპელოც, რომელსაც ინგლისის ნაკრების ლიდერად სწორედ რუნი მიაჩნია, საკითხავია არის კი ეს ინგლისელი ლიდერად დაბადებული? თუ არა მაშინ რუნი ვერასოდეს გახდება ის რასაც მისგან ელოდნენ როდესაც ჯერ კიდევ პატარა ასაკის ”ევერტონის” რიგებში იყო, თუ შეძლო მაშინ მსოფლიოს სხვა საუკეთესო მოთამაშე ეყოლება და ეს რონალდო აღარ იქნება. ასე თუ ისე გუნდი 9 აგვისტოსთვის მზადაა, ფერგიუსონი კი ახლა თავის საყვარელ სიტყვებს ეტყვის თავის შეგირდებს: ”მანჩესტერ იუნაიტედი” კიდევ ერთხელაა მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.138.113.188
საიტზე ხარ: დღე
საათი : 2:54 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK