ნავიგაცია




 

მიუნხენის “ბაიერნის” 32 წლის იტალიელი თავდამსხმელის ლუკა ტონის აგენტი ჟოზე ალბერტი ფიქრობს, რომ მისი კლიენტი ლონდონის “ვესტ ჰემში” გადავა.

“ჩემი აზრით, ეს სწორედ ასე მოხდება – თქვა მან – ლუკას “ბაიერნში” სათადარიგოთა სკამზე ჯდომა ემუქრება, “ვესტ ჰემის” მწვრთნელი ჯანფრანკო ძოლა კი მისი კარგი მეგობარია.”
ტონი “ბაიერნს” 2007 წელს შეუერთდა და პირველი ორი სეზონის განმავლობაში მის შემადგენლობაში ჩატარებულ 56 ბუნდესლიგურ შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა. მაგრამ მას შემდეგ, რაც კლუბმა ახალი სეზონისთვის კიდევ ორი თავდამსხმელი – მარიო გომესი და ივიცა ოლიჩი – შეიმატა, მან საწყის თერთმეტეულში თავისი გარანტირებული ადგილი დაკარგა. ამის გამო უკვე თვეზე მეტია, პრესა მის შესაძლო გადასვლაზე საუბრობს. 
ამ რამდენიმე დღის წინ ამ კონტექსტში “ვესტ ჰემის” ვარიანტიც ამოტივტივდა და, მართალია, “ბაიერნის” სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ნერლინგერმა განაცხადა, რომ კლუბს “ჩაქუჩებისგან” არანაირი შეთავაზება არ მიუღია, ეს კვამლი ეგებ მთლად უცეცხლოდაც არ გაჩენილიყო.
ეჭვებს ისიც აძლიერებს, რომ “ბაიერნის” მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა, რომლის აზრითაც, ტონის ახლა შემართება და მოტივაცია აკლია, ქუსლის ტრავმის გამო მოუქმე იტალიელს მცირე ხნით სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცა. “იქნებ იქ ისევ იშტაზე მოვიდეს” – თქვა ჰოლანდიელმა.
მავანთა აზრით, არ არის გამორიცხული, ტონიმ ეს მინიარდადეგები ინგლისში გადასაფრენად და “ვესტ ჰემთან” შესათანხმებლად გამოიყენოს.


თემა განიხილება ფორუმზე



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 18.118.200.136
საიტზე ხარ: დღე
საათი : 8:42 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK