ნავიგაცია




 

"ჩელსის" იტალიელი თავკაცის, კარლო ანჩელოტის თქმით, გუნდმა ფეხბურთელთა ყიდვა-გაყიდვის პროცესი დაასრულა და მიმდინარე ზაფხულში შემადგენლობაში კორექტივების შეტანას აღარ აპირებს. შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო პერიოდში "არისტოკრატებმა" სამი ფეხბურთელი დაიმატეს: 18 მილიონ გირვანქად რუსეთის ნაკრების ნახევარმცველი იური ჟირკოვი შეიძინეს, დანიელ სტარიჯის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტის" 5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს, ხოლო "მიდლბროდან" მეკარე როს ტერნბული გადაიყვანეს.
ბოლო პერიოდში აქტიურად მუსირებდა ხმები, რომ "ჩელსის" ანდრეა პირლოსა და ფრანკ რიბერის შეძენაც სურდა, მაგრამ ამ ფეხბურთელებმა საბოლოოდ, ლონდონში გადასვლას, თავიანთ კლუბებში დარჩენა არჩიეს.
ანჩელოტის აზრით, მის განკარგულებაში საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდია, რომელიც გაძლიერებას აღარ საჭიროებს. ამასთან, იტალიელმა სპეციალისტმა ისიც განმარტა, რომ დეკუ და კარვალიუ, რომელთა გადაბირებას "ინტერი" ცდილობდა, "სტემფორდ ბრიჯზე" დარჩებიან.
"სეზონის სტარტისთვის ჩვენ მზად ვართ. შემადგენლობა სრულად დავაკომპლექტე და ახალი ფეხბურთელების დამატებას აღარ ვაპირებ. ერთი პერიოდი, გუნდის ხელმძღვანელობა დეკუსა და კარვალიუს გასხვისებაზე მსჯელობდა, მაგრამ საბოლოოდ მათ გაყიდვაზე უარი ვთქვით. ამ ფეხბურთელების კლასი და გამოცდილება "ჩელსის" ძალიან წაადგება. კარვალიუ საოცრად ჭკვიანი მცველია, დეკუ კი უმაღლესი ტექნიკით გამოირჩევა. მოკლედ, ჩვენ დღევანდელ შემადგენლობას შევინარჩუნებთ. თუკი ვინმე აქ თავს არაკომფორტულად გრძნობს, გვითხრას და მაშინვე გავუშვებთ, მაგრამ ასეთი განცხადება ჯერ არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია", - ციტირებს ანჩელოტის Sky Sports-ი.

?????????: ჩელსი | ?????????: 0/518 |


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 18.224.32.86
საიტზე ხარ: დღე
საათი : 7:34 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK