ნავიგაცია




 
დაარსების თარიღი - 1905 წლის 14 მარტი

სტადიონი - "სტემფორდ ბრიჯი" (42,055)

პრეზიდენტი - რომან აბრამოვიჩი
მთავარი მწვრთნელი - კარლო ანჩელოტი

კლუბის ტიტულები:
პრემიერლიგა - 1955*, 2005, 2006;
ასოციაციის თასი - 1970, 1997, 2000, 2007, 2009
ლიგის თასი - 1965, 1998, 2005, 2007;
ქომუნითი შილდზი - 1955, 2000, 2005;
თასების მფლობელთა თასი - 1971, 1998;
ევროპის სუპერთასი - 1998.

დაარსება
1896 წელს ჰენრი ავგუსტუს 'გას' მირსმა, ბიზნესმენმა და საფეხბურთო ენთუზიასტმა ძმასთან, ჯოზეფ მირსთან ერთად, დასავლეთ ლონდონში, კერძოდ ფულემში შეიძინა ლონდონის ათლეტიკური კლუბის მიერ დაარსებული სტადიონი საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად. თავდაპირველად მირსებმა შესთავაზეს საფეხბურთო კლუბ ფულემს ჩაეტარებინა საშინაო თამაშები მაგრამ იჯარის პირობებზე ვერ მოხერხდა შეთანხმება კლუბის წარმომადგენლებთან. მირსები მოგვიანებით განიხილავდნენ სტადიონის მიყიდვას სარკინიგზო კომპანიისათვის, რომელსაც ესაჭიროებოდა ადგილი ქვანახშირის განთავსებისათვის. არსებობს ინფორმაცია რომ მირსები შეთანხმდნენ სტადიონის გაყიდვაზე და ბოლო მომენტში მათმა კოლეგამ, ბიზნესმენმა და საფეხბურთო კლუბის პროექტით დაინტერესებულმა ფრედ პარკერმა ურჩიათ საკუთარი საფეხბურთო კლუბის დაარსება. თავდაპირველად მირსები არ მოიხიბლნენ კლუბის დაარსების იდეით, პარკერთან საუბრის დასრულების შემდეგ მოულოდნელად მათმა შოტლანდიურმა ტერიერმა უკბინა ფრედს, რომელმაც მიუხედავად ძლიერი ტკივილსა და სისხლდენისა ნაკბენიდან ეს ინციდენტი არ შეიმჩნია. მირსებს მოეწონათ პარკერის რეაქცია, გადაჭრით უარი არ უთქვამთ და დათქვეს შეხვედრა მეორე დღეს პაბში მის წინადადებაზე უფრო ვრცლად საუბრისათვის.

სწორედ აქ იღებს სათავეს ჩელსის ისტორია. 1905 წლის 14 მარტს პაბში The Rising Sun მირსებმა საბოლოოდ მოიწონეს პარკერის წინადადება და აქვე განიხილეს კლუბისათვის რა სახელის შერჩევა აჯობებდა. მათ რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ - 'საფეხბურთო კლუბი კენსინგტონი', 'საფეხბურთო კლუბი ლონდონი', 'საფეხბურთო კლუბი სტემფორდ ბრიჯი'. საბოლოოდ არჩევანი - Chelsea Football Club - 'საფეხბურთო კლუბ ჩელსი'-ზე შეჩერდა.


ჩელსის უარი ეთქვა სამხრეთის ლიგაში მონაწილეობაზე, მიზეზი ფულემის და ტოტენჰემის მხრიდან წინააღმდეგობა იყო. ამის შემდეგ კლუბმა მონაწილების მიღების უფლების მოთხოვნით მიმართა საფეხბურთო ლიგას. ჩელსის მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა 1905 წლის 29 მაისს. ლურჯი მაისურის შერჩევა მირსის გადაწყვეტილებით მოხდა. ჩელსიმ პირველი შეხვედრა სტოკპორტ ქაუნთისთან გამართა 2 სექტემბერს. პირველი საშინაო მატჩი კი კლუბმა ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარა და 4-0 გაიმარჯვა.

ჩელსის შოტლანდიელი ნახევარმცველი ჯონ ტეიტ რობერტსონი დაინიშნა მოთამაშე მწვრთნელად. მოწვეულ იქნენ ახალი ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებიდან. შედეგად ჩელსიმ პირველი სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა. მიუხედავად მიღწეულისა რობერტსონი 1907 წელს გადადგა, ამის მიზეზი კი მის საქმეებში კლუბის ხელმძღვანელი პირების უხეში ჩარევა გახლდათ. კლუბის მდივანმა, უილიამ ლიუისმა ჩაიბარა დროებით ჩელსის გაწვრთნა. მან აღაზევა გუნდი პირველ დივიზიონში. მოგვიანებით ლიუისი დევიდ ქოლდერჰედმა შეცვალა, რომელიც კლუბს სათავეში 26 წლის მაძილზე ედგა. პირველ სეზონებში ჩელსის დიდი წარმატებებისათვის არ მიუღწევია. კლუბი მოგზაურობდა პირველ და მეორე დივიზიონებს შორის. მიუხედავად წარუმატებლობებისა ჩელსი გახდა ერთერთი ყველაზე მხარდაჭერადი გუნდი ინგლისში. კლუბი გულშემატკივრების ყურადღებას იპყრობდა დაუვიწყარი სანახაობებით და ცნობილი ფეხბურთელების მოწვევით. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩელსიმ პირველად ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში, შეხვედრა 1915 წელს მანჩესტერის ოლდ ტრაფორდზე გაიმართა. ჩელსის მეტოქე შეფილდ იუნაიტედი იყო. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი ტაიმის მიწურულს, ჩელსის გოლკიპერის ჯიმ მოლინიოს დაშვებული შეცდომა გახდა, რამაც საშუალება მისცა შეფილდს დაწინაურებულიყო. ჩელსიმ ბოლომდე იბრძოლა მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო, იუნაიტედმა მატჩის მიწურულს კიდევ ორი ბურთი გაიტანა და ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა.


2004-05 სეზონი აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული ჩელსის ისტორიაში. მაურინიოს გუნდმა მძიმედ დაიწყო, გაიტანა რა მხოლოდ 8 გოლი 9 შეხვედრაში, მაგრამ ფრენკ ლამპარდის შედეგიანობამ და ტრავმირებული რობენის დაბრუნებამ ჩელსის შანსები საგრძნობლად გაზარდა. ნოემბერში ტოტენჰემთან მოგებული შეხვედრის შემდეგ გუნდი სათავეში მოექცა ცხრილს და არც დაუთმია პირველი პოზიაცია სეზონის ბოლომდე, წააგო რა მხოლოდ ერთადერთ შეხვედრაში. გუნდმა დააამყარა რეკორდი მოგებული შეხვედრების რაოდენობით - 29, მაქსიმალური ქულების რაოდენობით -95, ისტორიაში საუკეთესო დაცვით - 15 გაშვებული გოლი, ამათგან 25 მშრალი შეხვედრა. ჩეხმა დაამყარა მშრალი სერიის რეკორდი 1025 წუთი. ჩელსიმ ჩემპიონობა გაინაღდა ბოლტონთან გასვლით შეხვედრაში ლამპარდის დუბლით. მანამდე თებერვალში მოგებულ იქნა ლიგის თასიც. ჩემპიონთა ლიგაში ჩელსიმ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი, მერვედფინალში კენჭისყრით მეტოქე იყო ევროპის ერთერთი წამყვანი კლუბი ბარსელონა. პირველ შეხვედრაში რომელსაც სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია, გაძევებულ იქნა დიდიე დროგბა, ბარსელონამ იმარჯვა 2-1. განმეორებით შეხვედაში ჩელსიმ მოიპოვა დაუვიწყარი გამარჯვება 4-2 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 1/4 კლუბს დაუპირისპირდა მიუნხენის ბაიერნი 4-2, 2-3. ჩელსის სვლა ლიგაში ტრიუმფისაკენ ლივერპულმა შეაჩერა. 0-0 დასრულდა შეხვედრა ლონდონში, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ლუის გარსიას სკანდალური გოლით მერსისაიდელები გავიდნენ ფინალში.

2005-06 სეზონში ჩელსიმ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება შეძლო. დაამყარა კიდევ რამდენიმე რეკორდი, მათ შორის სტარტზე ზედიზედ მოგებული თამაშების მხრივ, სეზონის მსვლელობისას ჩელსი მდევარს 18 ქულითაც უსწრებდა. ჩემპიონობა კლუბმა საშინაო შეხვედრაში მანჩესტერთან გაინაღდა დაამარცხა რა 3-0 მეტოქე. ჩელსი გახდა პირველი ლონდონური კლუბი რომელმაც შეძლო ზედიზედ მოეგო ტიტული 30-იანი წლების შემდეგ. მათ ასევე გაიმეორეს ათიან წლებში დამყარებული ნიუკასლის რეკორდი 18 საშინაო მოგება 19 დან და ერთი ფრე. 

რაც შეხება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გუნდი 1/8 ში გამოეთიშა ტურნირს, წააგეს რა პირველი თამაში ბარსელონასთან სახლში 1-2 დელ ორნოს გაძევების შემდეგ პირველ ტაიმში. განმეორებითი 1-1 დასრულდა.

2006 ზაფხულში ჩელსიმ განახორციელა ხმაურიანი ტრანსფერები. რეკორდულ £30.8 მილიონად მილანიდან გადმოვიდა ანდრეი შევჩენკო, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა მიხაელ ბალაკი. გალასი გაცვლილ იქნა ეშლი კოულში. მიუხედავად ამ ოპერაციებისა მთელი სეზონის მანძილზე ჩელსი მანჩესტერის მდევრის როლში იყო და საბოლოოდ ვერ შეძლოა ტიტულის შენარჩუნება. ლიგის თასზე ფინალში ჩელსიმ დაამარცხა არსენალი 2-1. ხოლო ასოციაციის თასის ფინალში რეკონსტრუირებულ უემბლიზე გამართულ პირველ შეხვედრაში შეძლო მანჩესტერის დამარცხება დროგბას გოლით დამატებით დროში 1-0. ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსი კვლავ ლივერპულმა გამოთიშა ასპარეზობას. ლონდონში ჯო კოულის გოლით მოგებული პირველი ნახევარფინალის შემდეგ, განმეორებითში ენფილდზე აგერის ძალისხმევით მასპინძლებმა შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლეს. საბოლოოდ ფინალისტის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. ჯერემის და რობენის არაზუსტი დარტყმების შემდეგ კიუიტმა ლივერპულს გამარჯვება მოუტანა.

რომან აბრამოვიჩი ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ჩელსის მიერ ნაჩვენები არასანახობრივი თამაშით. დროგბას და ლამპარდის ტრავმებმა ჩელსის მძიმედ დააწყებინა სეზონი 2007-08. ჩემპიონთა ლიგაზე კლუბმა ვერ შეძლო უპირობო აუტსაიდერის როსენბორგის დამარხება საკუთარ კედლებში. მდგომარობა მწვრთნელს და კლუბის მფლობელს შორის უკიდურესად იყო დაძაბული. 2007 წლის 20 სექტემბერს ორმხრივი შეთანხმებით მაურინიო თანამდებობიდან გადადგა. იმავე ზაფხულს საფეხბურთო დირექტორად დანიშნულმა აბრაამ გრანტმა ჩაიბარა კლუბი, მისი თანაშემწე სტივ კლარკი იყო. ჩელსიმ შეძლო მძიმე კრიზისის დაძლევა

2008 წლის ზაფხულში ჩელსიმ გრანტის ნაცვლად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი დანიშნა. კლუბმა შეიძინა პორტუგალიელი ფეხბურთელები დეკო და ბოსინგვა. სკოლარის მეთაურობით ჩელსიმ დამაჯერებლად დაიწყო სეზონი, მაგრამ მოგვიანებით ესიენის დამტვრევის შემდეგ და დროგბა ანელკას ძირითადში ერთდროულად ვერ დაყენების და სხვა პრობლემების გამო, ჩელსიმ ბევრი ქულა გაფანტა. გარდა ამისა კლუბი აგებდა დიდი ოთხეულის ყველა წევრთან, მათ შორის აღსანიშნავია 86 მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულება საკუთარ კედლებში ლივერპულთან 0-1. სკოლარი დათხოვნიულ იქნა თანამდებობიდან 2009 წლის თებერვალში, მის ადგილას აბრამოვიჩმა მოიყვანა რუსეთის ნაკრების მოქმედი თავკაცი გუუს ჰიდინკი. რუსულ საფეხბურთო თუ პოლიტიკურ წრეებში დიდი მითქმა მოთქმა მოყვა ჰიდინკის ერთდროულად ორ პოსტზე მუშაობას, რაზედაც თავად ჰიდინკმა გააკეთა კატეგორიული განცხადება რომ ის ჩელსიში დროებით იყო 31 მაისამდე და სეზონის დასრულებისთნავე კლუბს დატოვებდა. ჰიდინკის თავკაცობით ჩელსიმ მყისიერად გააუმჯობესა შედეგები, წამყვანმა ფეხბურთელება პირველ რიგში დროგბამ დაიბრუნა ჩვეული ფორმა, ჰოლანდიელმა გადაჭრა ანელკას და დროგბას ერთად დაყენების პრობლემა და წარმატებულად დაიძრა ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფისაკენ. მერვედფინალში ჰიდინკის გუნდმა დაამარცხა ტურინის იუვენტუსი 1-0, 2-2 და მოულოდნელად სძლია ლივერპულს ენფილდზე 3-1, მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში.

შემადგენლობა:

1. პიტერ ჩეხი
2. ბრანისლავ ივანოვიჩი
3. ეშლი კოული
5. მიკაელ ესიენი
6. რიკარდო კარვალიო
7. ანდრეი შევჩენკო
8. ფრენკ ლემპარდი
10. ჯო კოული
11. დიდიე დროგბა
12. ჯონ ობი მიკელი
13. მიხაელ ბალაკი
14. კლაუდიო პიზარო
15. ფლორენტ მალუდა
17. ჟოზე ბოსინგვა
18. იური ჟირკოვი
19. პაულო ფერეირა
20. დეკო
21. სალომონ კალუ
22. როს ტერნბული
23. დანიელ სტერიჯი
26. ჯონ ტერი
33. ალექსი
35. ჯულიანო ბელეტი
39. ნიკოლა ანელკა
40. ჰილარიო
41. სემ ჰატჩინსონი
42. მაიკლ მანსიენი


   


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 18.191.223.123
საიტზე ხარ: დღე
საათი : 6:21 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK