ნავიგაცია




 
საფეხბურთო კლუბი არსენალი დაარსდა 1886 წელს ლონდონის უბან ჰოლოვეიში მუშათა მიერ . 
თავდაპირველად გუნდს ეწოდა Dial Square, მოგვიანებით Royal Arsenal. უკვე 1891 წლისათვის კლუბი პროფესიონალურ დონეზე ასპარეზობდა და Woolwich Arsenal-ის სახელით დაიწყო თამაში.
ქვეყნის ლიგას(Football League) გუნდი 1893 წლიდან შეუერთდა და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კლუბია ინგლისის მასშტაბით.
ამ პერიოდში არსენალი მეორე დივიზიონში ასპარეზობდა, 1904 წლისათვის კი გადავიდა უმაღლეს ჩემპიონატში.
არსენალის სტადიონებია:
ჰაიბერი (Highbury) 2006 წლამდე
და ემირეითს სთეიუდიუმი (The Emirates Stadium) 2006 წლიდან
შემადგენლობაში. ცენტრალური მცველი და არსენალის ყოფილი კაპიტანი ტონი ადამსი ამ სიაში მეორეა 669 ჩატარებული მატჩით. მეკარეებს შორის რეკორდი კი დევიდ სიმანის ხელთაა 563 ჩატარებული მატჩით.

ტიერი ანრი კლუბის საუკეთესო გოლიადორია 1999-2007 წლების განმავლობაში, ყველა ტურნირში დაგროვებული 226 გატანილი გოლით, რომელმაც 2005 წლის ოქტომბერში გააუმჯობესა იან რაითის 185 ბურთიანი რეკორდი. რაითი რეკორდსმენთა სათავეში იყო 1997 წლის სექტემბრიდან, როდესაც მან გაუსწრო უინგერ კლიფ ბასტინის მიერ 1939 წელს დამყარებულ რეკორდს - ჯამში 178 გოლს. ანრის ასევე ეკუთვნის კლუბის რეკორდი პრემიერ ლიგაში გატანილი გოლებისა, რომელიც ჯამში 174-ა. ეს რეკორდი, რომელიც 2006 წლის თებერვლამდე ეკუთვნოდა ბასტინს.

არსენალის რეკორდი გულშემატკივრისა არის 73,707, რომლებიც მივიდნენ 1998 წლის 25 ნოებერს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩზე RC Lens-ის წინააღმდეგ უემბლის სტადიონზე. ხოლო ჰაიბერი სთეიდიუმზე გულშემატკივართა მისვლის რეკორდი არის 73,295, 1935 წლის 9 მარტს სანდერლენდთან მატჩში, რომელიც დასრულდა ნულოვანი ფრით. ხოლო რეკორდი ემირეითს სთეიდიუმზე არის 60,161 მაყურებელი, რომლებიც 2007 წლის 3 ნოემბერს გამოცხადნენ მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ მატჩზე, რომელიც დასრულდა ფრედ 2-2.

არსენალმა ასევე დაამყარა რეკორდები ინგლისურ ფეხბურთშიც, ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მეტი თანმიმდევრული სეზონი უმაღლეს სრბოლაში გატარებული (82 2008-09 სეზონის მონაცემებით) და ყველაზე დიდი წაუგებელი სერია (49 მატჩი 2003 წლის მაისიდან 2004 წლის ოქტომბრამდე). მათ დაუმარცხებლად ჩაატარეს 38-ვე თამაში 2003-2004 წლების სეზონისა, რომელმაც არსენალი აქცია მხოლოდ მეორე კლუბად ინგლისში Preston North End-ის შემდეგ (რომელმაც მხოლოდ 22 თამაში მოიგო 1888-89 წლებში), რომელმაც შეძლო სეზონის წაუგებლად ჩატარება.

არსენალმა ასევე შეძლო რეკორდის დამყარება უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, 2005-06 წლების სეზონში მეთოფეებმა ჩაატარეს 10 თამაში ზედიზედ, რომლებშიც მათ არ მიუღიათ გოლი საკუთარ კარში, ამ შედეგით არსენალმა აჯობა A.C. Milan-ს, რომლის რეკორდიც იყო მხოლოდ 7 მატჩი. ეს იყო ჯამში 995 წუთიანი რეკორდი, რომლის განმავლობაშიც მეტოქემ ვერ მოახერხა მეთოფეთა კარის აღება. ეს აღმაფრენა დასრულდა ფინალურ მატჩში ბარსელონას წინააღმდეგ, როდესაც სამუელ ეტო'ო-მ გაათანაბრა ანგარიში 76-ე წუთზე.


კლუბის მიღწევები:

პრემიერლიგა/პირველი დივიზიონი - 13 ტიტული:
2004, 2002, 1998, 1991, 1989, 1971, 1953, 1948, 1938, 1935, 1934, 1933, 1931.

ასოციაციის თასი - 10 ტიტული:

2005 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 5-4 პენალტების სერიაში (ნულოვანი ფრის შემდეგ)
2003 დაამარცხა საუთჰემპტონი 1-0
2002 დაამარცხა ჩელსი 2-0
1998 დაამარცხა ნიუკასლ იუნაიტედი 2-0
1993 დაამარცხა შეფილდ უენსდი 2-1
1979 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 3-2
1971 დაამარცხა ლივერპული 2-1
1950 დაამარცხა ლივერპული 2-0
1936 დაამარცხა შეფილდ იუნაიტედი 1-0
1930 დაამარცხა ჰადერსფილდ თაუნი 2-0

ინგლისის ლიგის თასი - 2 ტიტული:

1993 დაამარცხა შეფილდ უენსდი 2-1
1987 დაამარცხა ლივერპული 2-1

Charity Shields and Community Shields - 12 ტიტული:

2004 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 3-1
2002 დაამარცხა ლივერპული 1-0
1999 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 2-1
1998 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 3-0
1991 ფრე ტოტენჰემ ჰოთსპურთან 0-0 (საერთო)
1953 დაამარცხა ბლექპული 3-1
1948 დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი 4-3
1938 დაამარცხა პრესტონ ნორს ენდი 2-1
1934 დაამარცხა მანჩესტერ სიტი 4-0
1933 დაამარცხა ევერტონი3-0
1931 დაამარცხა ვესთ ბრომვიჩ ალბიონი 1-0
1930 დაამარცხა შეფილდ უენსდი 2-1

საერთაშორისო საქალაქო ფეარ თასი - 1 ტიტული:

1970 დაამარცხა ანდერლეხტი 4-3 ორი მატჩის ჯამში

ევროპის თასების მფლობელთა თასი - 1 ტიტული:

1994 დაამარცხა პარმა 1-0

ასოციაციის ახალგაზრდული თასი 6

2001 დაამარცხა ბლექბერნ როვერსი 6-3 ორი მატჩის ჯამში
2000 დაამარცხა ქოვენთრი სიტი 5-1 ორი მატჩის ჯამში
1994 დაამარცხა მილუოლი 5-3 ორი მატჩის ჯამში
1988 დაამარცხა დონკასტერ როვერსი 6-1 ორი მატჩის ჯამში
1971 დაამარცხა კარდიფ სიტი 2-0 ორი მატჩის ჯამში
1966 დაამარცხა სანდერლენდი 5-3 ორი მატჩის ჯამში
   
0. ტომას ვერმაელენი
1 მანუელ ალმუნია
2 აბუ დიაბი
3 ბაკარი სანია 
4 სესკ ფაბრეგასი (კაპიტანი)
6 ფილიპ სენდეროსი 
7 ტომაშ როსიცკი
8 სამირ ნასრი
9 ედუარდო და სილვა 
10 უილიამ გალასი
11 რობინ ვან პერსი
12 კარლოს ველა 
14 თეო უოლკოტი  
15 ნევეზ დენილსონი
16 აარონ რემზი
17 ალექსანდერ სონგი
18 მიქაელ სილვესტრი
19 ჯეკ უილშირი
20 იოჰან ჯორუ
21 ლუკაშ ფაბიანსკი
22 გაელ კლიში
23 ანდრეი არშავინი
24 ვიტო მანონე
25 ემანუელ ადებაიორი, ესეც წავიდა
26 ნიკლას ბენტნერ
27 ემანუელ ებუე 
30 არმანდ ტრაორე
33 ნასერ ბარაზიტი
35 ფრანსი კოქელინი
38 ჯეი ემანუელ-ტომასი
39 რუი ფონტე
40 კირან გიბსი
41 გევინ ჰოიტი
42 ჰენრი ლენსბერი
43 ფრან მერიდა
47 მარკ რანდალი
50 ჯეი სიმპსონი
51 რენ სტირი






სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი:
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 35.171.183.163
საიტზე ხარ: დღე
საათი : 8:46 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK