ნავიგაცია




 
სრული სახელწოდება: მანჩესტერ იუნაიტედის საფეხბურთო კლუბი 
მეტსახელი: წითელი ეშმაკები 
დაარსდა 1878 წელს, სახელწოდებით ნიოტონ ჰიტ LYR (Newton Heath LYR F.C.) 
სტადიონი: ოლდ ტრაფორდი (სტრეტფორდი, მანჩესტერი) 
ტევადობა: 76.000

ადრეული წლები (1878-1945) 
კლუბი ჩამოალიბდა 1878 წელს ნიუტონ ჰიტ LYR-ის (Lancashire & Yorkshire Railway - ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზა) სახელწოდებით მანჩესტერის რკინიგზის მუშათა ჯგუფის მიერ. მალე სახელწოდება შემოკლდა და უწოდეს ნიუტონ ჰიტი, ადგილობრივი მოსახლეობა კი უბრალოდ 'the Heathens' -ს უწოდებდა. კლუბი 1889 წელს გახდა საფეხბურთო ალიანსის დამფუძნებელი წევრი და 1892 წელს შეუერთდა საფეხბურთო ლიგას, როდესაც ეს ორი ორგანიზაცია გაერთიანდა. 

1902 წელს კლუბი გაკოტრდა და იგი დაშლისაგან იხსნა ადგილობრივმა მეწარმემ დევისმა, რომელმაც გაისტუმრა კლუბის ვალები. მისი მოთხოვნით შეიცვალა კლუბის სახელწოდება. ნიუტონ ჰიტი გახდა მანჩესტერ იუნაიტედი. ახალი სახელით კლუბმა 1908 წელს მოიგო ლიგა, ხოლო 1909 წელს 26 აპრილს ასოციაციის თასის ფინალში დაამარცხა კრისტალ პალასი. დევისის ფინანსური დახმარებით 1910 წელს მანჩესტერ იუნაიტედი ბენკ სტრიტიდან ახალ სტადიონზე, ოლდ ტრაფორდზე გადაბარგდა. 1911 წელს კლუბმა მეორედ მოიგო ჩემპიონატი.

ბასბის წლები 
1945 წელს მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელად მეტ ბასბი დაინიშნა და უდიდესი სამუშაოს ჩატარება დაიწყო. წარმატება მალევე მოვიდა. 1947 წელს მისი მეშვეობით კლუბი მეორე ადგილზე გავიდა, 1948 წელს კი ასოციაციის თასი მოიპოვა. 

მან დაამკვიდრა სხვადასხვა კლუბებიდან ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების მოზიდვის პრაქტიკა, რამაც შედეგი სწრაფად გამოიღო. კლუბმა 1956 წელს იმ ფეხბურთელებით მოიგო ლიგა, რომელთა საშუალო ასაკი 22 წელს არ აღემატებოდა. შემდეგ წელს კლუბმა კვლავ მოიგო ლიგა და მიაღწია საფეხბურთო ასოციაციის თასის ფინალს, სადაც ასტონ ვილასთან წააგო. მანიუ ასევე გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ევროპის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა და ნახევარფინალსაც მიაღწია, სადაც მომავალ გამარჯვებულთან, მადრიდის რეალთან წააგო. 

მომდევნო სეზონი ტრაგიკული აღმოჩნდა. როდესაც გუნდი თვითმფრინავით ევროპის თასის მატჩიდან ბრუნდებოდა, მოხდა კატასტროფა. 1958 წლის 6 თებერვლის მიუნხენის საჰაერო კატასტროფამ მანიუს 5 ფეხბურთელის სიცოცხლე შეიწირა. ტრაგედიის მიუხედავად გუნდი მანიც განაგრძობდა თამაშს. დაშავებული ბასბის გამოჯანმეთელებამდე გუნდს ჯიმი მერფი წვრთნიდა. ასეთ მდგომარეობაში მანიუმ მაინც მიაღწია საფეხბურთო ასოციაცის ფინალამდე, სადაც ბოლტონთან წააგო. 

60-იან წლებში ბასბიმ კვლავ მოახერხა ძლიერი გუნდის აღდგენა. ამ პერიოდში ხელი მოეწერა კონტრაქტს დენის ლოსა და პატ კრერანდთან. 196 წელს კლუბმა მოიგო ასოციაციის თასი, 1965 და 1967 წელს ლიგა და 1968 წელს გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც ევროპის თასი მოიპოვა. იმ პერიოდში მანიუში თამაშობდნენ დენის ლო, ბობი ჩარლტონ და ჯორჯ ბესტი. ბასბი მწვრთნელის თანამდებობიდან 1969 წელს წავიდა და იგი სარეზერვო გუნდის მწვრთნელმა, მანჩესტერის ყოფილმა ფეხბურთელმა უილფ მაკგუინესმა ჩაანაცვლა. 

1969-1986 წლები 
70-იან წლებში, ბასბის წასვლის შემდეგ მანიუში ხანგრძლივი კრიზისი დაიწყო. სერ მეტის ღირსეული შემცვლელი ვერაფრით გამოინახა. უილფ მაკგუინესისა და ფრენკ ო ფარელის ხელმძღვანელობით კლუბი იბრძოდა, როგორც შეეძლო. 1972 წელს მწვრთნელი გახდა ტომი დოკერტი. "დოკმა" იმ სეზონში კი იხსნა კლუბი დაქვეითებისგან, მაგრამ მომდევნო სეზონში ვერაფერი მოახერხა და 1974 წელს კლუბმა მეორე ლიგაში გადაინაცვლა. მანიუ პირველივე ცდით დაბრუნდა უმაღლეს ლიგაში და 1976 წელს ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალსაც მიაღწია, მაგრამ საუთჰემპტონთან დამარცხდა. 1977 წელს ისევ მიაღწია ფინალს და ამჯერად წარმატებაც მოიპოვეს ლივერპულის წინააღმდეგ. მიუხედავად ასეთი წარმატებებისა და გულშემატკივართა შორის პოპულარობისა, დოკერტი პირადი მიზეზების გამო გუნდიდან გაუშვეს. 1977 წელს იგი დეივ სექსტონმა შეცვალა და გუნდში უფრო დაცვითი სტილი შემოიტანა, რაც უაღრესად არაპოპულარული იყო გულშემატკივართა შორის. ისინი მიჩვეულნი იყვნენ შეტევით ფეხბურთს, რომელსაც უპირატესობას ანიჭებდა როგორც დოკერტი, ისე ბასბი. სექსტონმა ვერც ერთი ტიტულის მოპოვება ვერ მოახერხა და 1981 წელს იგი გუნდიდან გაუშვეს იმის მიუხედავად, რომ მისი ხელმძღვანელობით ბოლო 7 თამაში გუნდმა ზედიზედ მოიგო. მწვრთნელი გახდა რონ ატკინსონი, რომელმაც ძალიან სწრაფად ბრიტანეთისთვის რეკორდულ ფასად ვესტ ბრომვიჩისგან ბრაიან რობსონი შეიძინა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ხელი მოეწერა კონტრაქტს იესპერ ოლსენსა და გორდონ სტრაჩანთან. გარდა ამისა, კლუბში თამაშობდნენ ახალგაზრდული გუნდიდან გადმოსული ნორმან უაიტსაიდი და მარკ ჰაგსი. 1983 და 1985 წლებში იუნაიტედმა ასოციაციის თასი მოიგო. 1985-1986 წლებში ლიგის მოგების უმთავრესი ფავორიტი გახდა. ატკინსონის ხემძღვანელობით მანიუს ფეხბურთელებმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყეს, ზედიზედ 10 მატჩი მოიგეს, უახლოეს მეტოქესთან 10 ქულიანი უპირატესობაც ჰქონდათ, მაგრამ სათამაშო ფორმა მოულოდნელად დაკარგეს და სეზონი მეოთხე ადგილზე დაასრულეს. კრიზისი მომდევნო წელსაც გაგრძელდა. გუნდი პირველი დივიზიონიდან გავარდნის ზღვარზე იყო, ამის გამო ატკინსონი გაუშვეს. 

ალექს ფერგიუსონის ერა 
ატკინსონის შემდეგ კლუბი ალექს ფერგიუსონმა ჩაიბარა, რომელიც მანამდე აბერდინის მწვრთნელი იყო. 1987-88 წლის სეზონში კლუბი მეორე ადგილზე გავიდა. ბრაიან მაკლერი კი ჯორჯ ბესტის შემდეგ გახდა მანჩესტერ იუნაიტედის პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ერთ სეზონში 20 გოლი გაიტანა. 
მიუხედავად ამისა, 1989 წელი მანჩესტერმა წარუმატებლად ჩაატარა და პირველი დივიზიონიდან გავარდნის ზღვარზეც კი აღმო;ჩნდა. ფერგიუსონის შეძენილი ფეხბურთელების დიდმა უმრავლესობამ მანიუს გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა. იმედოვნებდნენ, რომ 1990 წლისთვის ფერგიუსონს გუნდიდან გაუშვებდნენ, მაგრამ ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ ფეხბურთის ასოციაციის თასის მესამე რაუნდში მოპოვებულმა გამარჯვებამ სეზონი იხსნა და მანიუმ ფინალში კრისტალ პალასს მოუგო. 

1990-1991 წლების სეზონ;ში მანიუმ ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. ფინალში ბარსელონას მოუგო, მაგრამ მომდევნო სეზონის ბოლოს წაბორძიკებამ მას ლიგის საგზური დააკარგვინა. 

1992 წლის ნოემბერში მანჩესტერის რიგებში ჩაირიცხა ერიკ კანტონა. იგი მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი შენაძენი აღმოჩნდა. მის გარდა გუნდში თამაშობდნენ გარი პალისტერი, დენის ირვინი, პოლ ინსი და ამომავალი ვარსკვლავი რაიან გიგზი. 1992-1993 წლების სეზონში პირველად 1967 წლის შემდეგ მანიუ ჩემპიონი გახდა. ამ სეზონში ჩემპიონობას ასოციაციის თასიც დაუმატეს და დუბლი შეასრულეს, მაგრამ წარმატებული სეზონს ჩრდილი მიაყენა 1994 წლის 20 იანვარს მანიუს ლეგენდარული მწვრთნელისა და კლუბის პრეზიდენტის მეტ ბასბის გარდაცვალებამ . 

1994-1995 წლების სეზონში სერჰალს პარკზე გამართული თამაშისას კრისტალ პალასის გულშემატკივრის, მათეუ სიმონსის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო კანტონამ რვათვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ლიგის ბოლო მატჩი ფრედ დაამთავრა, ლიგის თასის ფინალში კი ევერტონთან წააგო. ლიგაშიც და ასოციაციის თასზეც მეორე ადგილი დაიკავა. ფერგიუსონმა გულშემატკივრების განსაკუთრებული წყრომა გამოიწვია იმის გამო, რომ დაიწყო წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვა და მათ მაგიერ კლუბში მოიყვანა ახალგაზრდული გუნდის წევრები, მათ შორის ბექჰემი, გარი და ფილ ნევილები, პოლ სქოულზი. ახალი მოთამაშეები, რომელთაგან რამდენიმე სწრაფად გახდა ინგლისის ნაკრების წევრი, ყველას გასაკვირად შესანიშნავად მოერგნენ კლუბს და 1995-96 წლების სეზონში მანიუ პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ორჯერ შეასრულა დუბლი. 

1997 წელს მანიუმ კვლავ მოიგო ლიგა და კანტონამ 30 წლის ასაკში გამოაცხადა, რომ ფეხბურთს თავს ანებებდა, მომდევნო სეზონი ლუბმა კარგად დაიწყო, მაგრამ მხოლოდდამხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. 1997-1998 წლების სეზონის გამარჯვებული არსენალი გახდა. 

Treble 
1998-99 წლების სეზონი მანიუსთვის ისტორიაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამ სეზონში მანიუ გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ინგლისური კლუბი, რომელმაც ერთდროულად სამი უმნიშვნელოვანესი ტურნირი - ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა და ასოციაციის თასი მოიგო. ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში მანჩესტერმა მიუნხენის ბაიერნი დაამარცხა 2:1. ორივე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეცვლაზე შემოყვანილმა ფეხბურთელებმა - ტედი შერინგემმა და ოლე გუნარ სოლსკიაერმა გაიტანეს. ამ გამარჯვების გამო ალექს ფერგიუსონს რაინდის წოდება მიენიჭა.

  
კლუბის შემადგენლობა:
1. ედვინ ვან დერ სარი
2. გარი ნევილი
3. პატრის ევრა
4. ოუენ ჰარგრეივსი
5. რიო ფერდინანდი
6. უეს ბრაუნი
7. მაიკლ ოუენი
8. ანდერსონი
9. დიმიტარ ბერბატოვი
10. უეინ რუნი
11. რაიან გიგზი
12. ბენ ფოსტერი
13. პარკ ჯი სუნი
14. ზორან ტოშიჩი
15. ნემანია ვიდიჩი
16. მაიკლ კერიკი
17. ლუის ნანი
18. პოლ სკოულზი
19.დანი უელბეკი
20. ფაბიო და სილვა
21. რაფაელ და სილვა
22. ჯონ ო'ში
23. ჯონი ევანსი
24. დარენ ფლეტჩერი
25. ანტონიო ვალენსია
28. დარონ გიბსონი
29. ტომას კუშჩაკი
33. სემ ჰეუსონი
34. როდრიგო პოსებონი
35. ტომ კლევერლი
36. დევიდ გრეი
37. კრეიგ კატკარტი
38. რონ-რობერტ ზილერი
39. ჯეიმს ჩესტერი
40. ბენ ამოსი
41. ფედერიკო მაკედა
44. რიჩი დე ლაეტი
45. კორი ევანსი
46. დენიელ დრინკუოთერი
47. მეთიუ ჯეიმსი
99. ტომ ჰეტონი



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 44.203.58.132
საიტზე ხარ: დღე
საათი : 6:32 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK