ნავიგაცია




 
ლონდონის "ჩელსიმ" მხოლოდ პენლების სერიაში მოახერხა ინგლისის სუპერთასზე "იუნაიტედის" დამარცხება. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2-2 დასრულდა.
მატჩის ვერც ძირითადში და ვერც სათადარიგოში ვერ მოხვდა "ჩელსის" ახალწვეული იური ჟირკოვი. ბევრისთვის გასაკვირად დაცვის მარჯვენა ფლანგი ჟოზე ბოსინგვას ნაცვლად დაიკავა ბრანისლავ ივანოვიჩმა. ჯონ ტერისთან ერთად კი დაცვის ცენტრალური ხაზი რიკარდო კარვალიომ დაიკავა. მიხაელ ბალაკმა შეხვედრა სათადარიგო სკამზე დაიწყო.
"წითელი ეშმაკების" მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მთავარი ფსონი გამოცდილ დამრტყმელებზე დადო და ამიტომ მატჩის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ანტონიო ვალენსია და მაიკლ ოუენი. როგორც მოსალოდნელი იყო, ტრავმირებული ნემანია ვიდიჩის ნაცვლად ცენტრალურ მცველად ჯონი ევანსი მოგვევლინა, ხოლო მარცხენა და მარჯვენა ფლანგი ტრადიციულად პატრის ევრამ და ჯონ ო'შიმ დაიკავეს. დღეს "მანჩესტერელთა" კარს ინგლისელი მეკარე ბენ ფოსტერი იცავდა. ვეტერანები რაიან გიგზი და პოლ სქოულზი დღეს სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.
გუნდებმა შეხვედრა მშვიდად დაიწყეს და სახიფათო მომენტი მხოლოდ 7-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც ფრენკ ლემპარდის ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ 3 მეტრიდან ივანოვიჩის დარტყმული ხარიხას მოხვდა და ფოსტერის კარი სასწაულებრივად გადაარჩინა.
გავიდა სულ რაღაც 3 წუთი და მანკუნიანელებმა მეტოქეს ღირსეული პასუხი გასცეს. დარენ ფლეტჩერმა მარცხენა ფლანგზე პასი გადააწოდა ლუის ნანის. პორტუგალიელმა გარემარბმა სულ რამდენიმე ნაბიჯით ჩამოიწია ცენტრისკენ და შესანიშნავი დარტყმულით ანგარიში გახსნა. დაახლოებით 25 წუთამდე ინიციატივას "იუნაიტედი" იჩენდა. ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გაზრდასთან პარკ ჯი სუნგი, მაგრამ კორეელის დარტყმულს სიზუსტე აკლდა და კარს ასცდა. აქტიურობას განაგრძობდა ლუის ნანი და მისი შეჩერება ბრანისლავ ივანოვიჩმა მხოლოდ თამაშის წესების დარღვევით შესძლო, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. 
ამის შემდეგ მატჩის სადავეები ხელში უკვე კარლო ანჩელოტიმ აიღო და ამის შედეგად არც ისე ცუდი შეტევებიც განახორციელა. "ჩელსი" ძირითადად შეტევებს მარცხენა ფლანგიდან ახორციელებდა, სადაც ეშლი კოული და ფლორენ მალუდა აქტიურობდნენ. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო მეორე ტაიმში კარლო ანჩელოტიმ პირველი ცვლილება განახორციელა და მარჯვენა ფლანგზე ბრანისლავ ივანოვიჩის ნაცვლად ჟოზე ბოსინგვა შემოუშვა. ახლა უკვე ერთ პორტუგალიელს უწევდა თანამემამულის შეკავება დაცვის მარჯვენა ფლანგზე. მიმდინარეობდა თანაბარი ორთაბრძოლა, მაგრამ საგოლე მომენტების გარეშე, მაგრამ სულ მოკლე ხანში "ჩელსის" გულშემატკივრებმა ზეიმი დაიწყეს, როცა 53-ე წუთზე ლემპარდის და მალუდას კომბინაციის შედეგად გოლიც წარმოიქმნა. მალუდამ მარცხენა ფლანგიდან დროგბას მისამართით გადაგზავნა ბურთი, ბენ ფოსტერი კარიდან გამოვარდა, თუმცა ბურთის მოგერიება ვერ შესძლო და რიკარდო კარვალიოს თავურის შედეგად ანგარიში გათანაბრდა, 1-1. 
61-ე წუთზე ტერის უხეში თამაშის შედეგად ნანიმ მიიღო ტრამვა. ინგლისის ჩემპიონები იძულებულები გახდნენ პირველი ცვლილება განეხორციელებინათ. "უემბლის" მოედანზე ნანის ნაცვლად "ეშმაკების" ახალწვეული ანტონიო ვალენსია გამოჩნდა. ეკვადორელი აქტიურად ჩაერთო თამაშში, თუმცა ბურთი მალევე დაკარგა. "ჩელსის" კიდევ ერთი ცვლილება დასჭირდა. მოედანზე ჯონ ობი მიკელის ნაცვლად მიხაელ ბალაკი შემოვიდა.
მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მიხაელ ბალაკმა ძალიან უხეშად ითამაშა და ხელი ჩაარტყა სახეში პატრის ევრას, თუმცა რეფერიმ ეს არ შეიმჩნია. ბურთი "იუნაიტედს" დარჩა, მაგრამ "ლურჯებმა" ბურთზე კონტროლი მალე მოიპოვეს და კონტრ-შეტევაც განახორციელეს. დროგბამ პასი გააკეთა მარცხენა ფლანგზე სადაც თავისუფალი იყო ფრენკ ლემპარდი. ინგლისელმა ნახევარმცველმა საკმაოდ ძლიერად დაარტყა, ფოსტერმა ბურთის მოგერიება ვერ შესძლო და "ჩელსი" წინ გაიჭრა - 2-1.
ბოლო 15 წუთში ფერგიუსონმა კიდევ 4 ცვლილება გააკეთა - ინგლისის სუპერთასის წესებით ეს მიღებულია. ბრძოლაში უკვე მძიმე არტილერია ჩაერთო და მოედანზე მაიკლ ოუენი, პოლ სკოულზი, რაიან გიგზი და ფაბიო და სილვა შემოვიდნენ. დასვენება მოუწიათ პარკს, ბერბატოვს, ფლეტჩერს და ო'შის. 
ახლა უკვე ცვლილებების განხორციელება ანჩელოტის მოუწია. მან თამაშის შანსი დეკოსა და სალომონ კალუს მისცა და სამაგიეროდ ნიკოლა ანელკა და მალუდა დაასვენა. მოედანზე გამოსვლიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ოუენმა უკვე მიიღო ყვითელი ბარათი ხელით თამაშისათვის. ინგლისელის შემდეგი ცდა წარმატებული გამოდგა - კარვალიოსთან ორთაბრძოლაში მან კუთხურის მოპოვება შესძლო.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" შეტევები გააგრძელა, თუმცა წარმატებულად ვერც ერთი ვერ დაასრულა. 2 დამატებულ წუთზე "იუნაიტედმა" ანგარიშის გათანაბრება მაინც შესძლო - გიგზმა შესანიშნავი გადაცემა გააკეთა რუნის მისამართით, ამ უკანასკნელს კი არ გასჭირვებია მცველების ჩამოცილება და ჩეხისათვის ბურთის გატანა. ანგარიში გახდა 2-2. "ეშმაკებმა" მატჩი დამარცხებისგან მხოლოდ ბოლო წუთს იხსნეს. ახლა უკვე მატჩის ბედი პენალტების სერიით გადაწყდებოდა. ყველას გვახსოვს, რომ ამ გუნდების შეხვედრა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც პენლებით გადაწყდა. იმ დროს იღბალმა "იუნაიტედს" გაუმართლა და ლიგის თასიც ააწევინა, მაგრამ ამ შემთხვევაში პენლების სერია "ჩელსიმ" მოიგო. საბოლოოდ მოხდა ის, რომ ინგლისის სუპერთასს "ჩელსი" დაეუფლა და "მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთხელ დარჩა თასს მიღმა.
პენალტების სერია: ლემპარდი (გოლი), ბალაკი (გოლი), დროგბა (გოლი), კალუ (გოლი) - გიგზი (მეკარე), კერიკი (გოლი), ევრა (მეკარე).
გოლები: ნანი '10, კარვალიო '52, ლემპარდი '69, რუნი '92.
"ჩელსი": ჩეხი, ივანოვიჩი (ბოსინგვა '46), კარვალიო, ტერი, ეშლი კოული, მიკელი (ბალაკი '65), ესიენი, ლემპარდი, მალუდა (დეკუ '78), დროგბა, ანელკა (კალუ '83)
"მანჩესტერ იუნაიტედი": ფოსტერი, ო'ში (ფაბიო '75), ფერდინანდი, ევანსი, ევრა, პარკი (სკოულზი '75), ფლეტჩერი (გიგზი '75), კერიკი, ნანი (ვალენსია '62), რუნი, ბერბატოვი (ოუენი '75)
გაფრთხილება: ივანოვიჩი - ბერბატოვი, ოუენი, ევრა


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.136.154.103
საიტზე ხარ: დღე
საათი : 7:32 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK