ნავიგაცია




 

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გუშინ გამართულმა ინგლისის სუპერთასის მატჩმა, რომელიც დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა, ფეხბურთის ქომაგებში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. 
უპირველესად, ალბათ, იმიტომ, რომ “არისტოკრატები” ახალი მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის თავკაცობით ასპარეზობდნენ, რომელმაც “ნისლიან ალბიონს” “მილანიდან” სწორედ მიმდინარე ზაფხულის დასაწყისში მიაშურა. 
გარდა ამისა, პაექრობას ინტრიგას სძენდა ისიც, რომ გასული სეზონის მიწურულს “მანჩესტერი” მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა კრიშტიანუ რონალდუმ დატოვა. პორტუგალიელი ნახევარმცველი კი, უდავოდ “წითელი ეშმაკუნების” ლიდერი იყო. ამიტომ, ფეხბურთის არაერთი სპეციალისტი და ქომაგი “მანჩესტერს” გასულ წლებთან შედარებით შესუსტებულ გუნდად მიიჩნევდა, თუმცა, ამ ზაფხულს სერ ალექსის ბანაკს პრემიერლიგიდან გავარდნილი “ნიუკასლის” ფორვარდი, მაიკლ ოუენი შეუერთდა. 
ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ინგლისის ჩემპიონსა და საფეხბურთო ასოციაციის თასის მფლობელს შორის დაგეგმილ შეხვედრას საინტერესოდ უნდა ჩაევლო და ასეც მოხდა: “უემბლიზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა უშუალოდ თამაშში გატანილი 4 გოლი იხილეს, ხოლო ტიტულის მფლობელი პენალტების სერიამ გამოავლინა. თერთმეტმეტრიანებში ფორტუნამ “არისტოკრატებს” გაუღიმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ანჩელოტიმ ინგლისში “ლაშქრობა” წარმატებულად დაიწყო და თავისი პირველი ტიტულიც დაისაკუთრა.
მატჩი ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილი ცნობილი ინგლისელი მწვრთნელის, სერ ბობი რობსონის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამის შემდეგ ფეხბურთის ქომაგებმა, ინგლისის სუპერთასის გათამაშების ისტორიაში, ერთ-ერთი საუკეთესო პაექრობა იხილეს. 
პირველი გოლი შეხვედრის დასაწყისშივე გავიდა, როდესაც ნანიმ ფლეტჩერისგან დიაგონალური პასი მიიღო, ივანოვიჩი ჩამოიშორა და შორეულ კუთხეში დაარტყა - 1:0. “ჩელსიმ” ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა: ეშლი კოულმა “მანჩესტერის” საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც დროგბასა და ფერდინანდს ფოსტერმა დაასწრო, თუმცა, ბურთი არცთუ სახარბიელოდ გამოიტანა, რითიც კარვალიუმ ისარგებლა და დამატებაზე ითამაშა - 1:1. დაახლოებით ოც წუთში კი, ლამპარდმა ფოსტერს შანსი არ დაუტოვა და თავისი გუნდი დააწინაურა. მან პასი დროგბასგან მიიღო, რომელმაც თავის მხრივ მეორე სართულზე ბრძოლა ფერდინანდს მოუგო. 
მანჩესტერელებმა წონასწორობის აღდგენა მხოლოდ შეხვედრის მიწურულს შეძლეს. შეცვლაზე შესულმა გიგზმა რუნი მოძებნა, რომელმაც ბოსინგვა მოატყუა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და “ჩელსის” კარში მეორე გოლი გაიტანა - 2:2.
ამის შემდეგ ფეხბურთელები შეხვედრის ბედის გადაწყვეტას დროის სიმცირის გამო ვეღარ მოახერხებდნენ, პენალტების სერიაზე კი, უკვე მოგახსენეთ...
ამგვარად, ლონდონის “ჩელსიმ” სეზონი თავისი პირველი ოფიციალური გამარჯვებით დაიწყო და საპატიო ჯილდო დაისაკუთრა, რაც ცხადია “პაპა კარლოსა” და კომპანიას პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის წინ საბრძოლო განწყობას აუმაღლებს.

?????????: ჩელსი | ?????????: 0/575 |


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.145.186.6
საიტზე ხარ: დღე
საათი : 11:24 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK