ნავიგაცია




 
ინგლისური პრესის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედი” თითქოს მზად არის, გელზენკირხენის “შალკეს” გერმანიის ნაკრების 23 წლის მეკარე მანუელ ნოიერის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს.
სერ ალექს ფერგიუსონის გუნდს ამ მომენტში მეკარის პოზიციაზე მართლაც პრობლემები აქვს: კარის ძირითადმა დარაჯმა, 38 წლის ჰოლანდიელმა ედვინ ვან დერ სარმა “ბაიერნთან” ამასწინანდელ ამხანაგურ მატჩში ხელის თითი მოიტეხა და გუნდს ორი თვით გამოაკლდა. ასევე დაშავებულია მისი ინგლისელი შემცვლელი ბენ ფოსტერი (26), ხოლო პოლონელ ტომაშ კუშჩაკზე (27) იქ განსაკუთრებულ იმედებს არავინ ამყარებს.  
ასეთ ვითარებაში ნოიერის ყიდვა “მანიუნატედისთვის” ეგებ მართლაც საინტერესო ვარიანტი ჩანდეს. ეგ მით უფრო, რომ კლუბს ახალი მოთამაშეების შეძენაზე ჯერ “რეალისგან” კრიშტიანუ რონალდუში აღებული 94 მილიონი ევროს მესამედიც არ დაუხარჯავს. 
თუმცა თავად ნოიერი “შალკედან” არსად წასვლას არ ეშურება.
“კლუბთან კონტრაქტი 2012 წლამდე მაკავშირებს და, ვაპირებ, აქ, სულ მცირე, იმ დრომდე დავრჩე” – თქვა მან.
მასთან შელევის სურვილი არც “მაღაროელთა” ახალ მწვრთნელსა და მენეჯერ ფელიქს მაგათს აქვს. შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, როცა ნოიერის შეძენა მიუნხენის “ბაიერნმა” მოინდომა, მაგათმა ცალსახად აღნიშნა: “ის სუპერ-მეკარეა, რომელიც ჩვენ თავადვე გვჭირდება.”
ამჯერად კი მისი კომენტარი ამგვარი გახლდათ:
“მე გავიგე, რომ “მანჩესტერი” ნოიერით ინტერესდება, მაგრამ, სანამ ოფიციალურ წინადადებას არ მივიღებ, ამის თაობაზე ვერაფერს ვიტყვი.”
გერმანული პრესის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, “შალკე” “წითელი ეშმაკებისთვის” თავისი ძირითადი მეკარის მიყიდვას დათანხმდეს. ჯერ ერთი, ასეთ შემთხვევაში ნოიერი არა უშუალო კონკურენტს – “ბაიერნს” – არამედ უცხოურ კლუბს ერგება, ხოლო მეორეცაა და, მასში აღებული 20 მილიონი მაგათს გუნდის გაძლიერების საშუალებას მისცემს.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.135.198.49
საიტზე ხარ: დღე
საათი : 1:33 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK