ლივერპულის ახალწვეულმა ალბერტო აკვილანიმ თავის ახალ კლუბსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა : „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლივერპულში გადავედი ეს ხომ უდიდესი ტრადიციების გუნდია, რომელიც სულ მაღალ მიზნებს ისახავს წინ. რა თქმა უნდა ხაბი ალონსოს წასვლა ეს დიდი დანაკლისია, მაგრამ მე ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ იგი ღირსეულად შევცვალო. თუმცა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები ვართ.“
|