ნავიგაცია




 

ნისლიან ალბიონზე კარლო ანჩელოტის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “არისტოკრატებმა” საკუთარ არენაზე გაჭირვებით მოიგეს და 2009-2010 წლების სეზონის სასტარტო მატჩი, შეიძლებოდა სულაც სენსაციით დასრულებულიყო.

2007 წელს, სტივენ ჰანტმა პეტერ ჩეხს ისეთი ტრავმა მიაყენა, რომ “ჩელსის” გოლკიპერს დღესაც დამცავი მუზარადით უხდება ასპარეზობა. 2009 წელს კი, ირლანდიელი პრემიერლიგაში უკვე “ჰალ სიტის” ნახევარმცველის რანგში დაუბრუნდა. ამჯერად, ჰანტმა კიდევ ერთხელ მიაყენა დარტყმა ჩეხ გოლკიპერს, თუმცა უფრო ჰუმანური მეთოდით.
სტუმრები პირველივე წუთებიდან არ ეპუებოდნენ ანჩელოტის გუნდს. ყველაზე სახიფათოდ კი ჰანტი მოქმედებდა, რომელმაც ანგარიშიც გახსნა. ჩეხის კარის მისადგომებთან შექმნილი არეულობისას წარმატების მიღწევა ბოატენგს შეეძლო, რომელმაც ასევე კარგად ჩაატარა ეს პაექრობა. მის მიერ დარტყმული ბურთი ჯერ ეშლი კოულს მოხვდა, შემდეგ ობი მიკელს და სტივენ ჰანტთან აღმოჩნდა, რომელმაც “არისტოკრატთა” მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
დაწინაურებისთანავე “ჰალი” საკუთარ ნახევარზე გამაგრდა და დაცვაში საიმედოდ თამაშზე გააკეთა აქცენტი. ლურჯმაისურიანებს შორეული დარტყმების განხორციელება უხდებოდათ, ხოლო ერთ-ერთმა ასეთმა დარტყმამ შედეგიც გამოიღო. დიდიე დროგბამ საჯარიმოდან ბურთი კარის კუთხეში გაგზავნა, მაგრამ აქვე არ შეიძლება მხედველობაში არ მივიღოთ მაიჰილის მიერ არცთუ ისე კარგად დაყენებული ცოცხალი კედელი. დანარჩენ შემთხვევებში სტუმართა კიპერი ნამდვილად ქებას იმსახურებდა, განსაკუთრებით კარგად კი, იგი გამოსვლაზე თამაშობდა.
პირველი ნახევრის ფინიშზე, კოტ დ’ივუარელ ფორვარდს კვლავ ჰქონდა გოლის გატანის კარგი შანსი, მაგრამ მისი დარტყმული პირდაპირ მეკარეს მიუვიდა. მალე, ანჩელოტიმ ანელკას ნაცვლად მოედანზე კალუ შეიყვანა, ხოლო მალუდა დეკუმ შეცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ ანდრეი შევჩენკო “არისტოკრატთა” განაცხადშიც არ ყოფილა.
მატჩის მიწურულს ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ლონდონიდან “ჰალი” ერთი ქულით წავიდოდა სახლში. უფრო მეტიც, თავად სტუმრები უტევდნენ, თუმცა მსაჯის მიერ 6 წუთის დამატებამ ფილ ბრაუნი მაინც გააღიზიანა _ როგორც ჩანს “ჰალის” თავკაცი მოახლოვებულ საფრთხეს გრძნობდა.... სწორედ დამატებით დროში, დროგბამ დეკუსთან გაითამაშა. კოტ დ’ივუარელი მთლად დასარტყმელ პოზიციაზეც არ იმყოფებოდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან მან ბრწყინვალედ გადაუგდო თავზე ბურთი მაიჰილს, რაც “ჩელსის” მიერ 3 ქულის მოპოვებას ნიშნავდა.
მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე საგრძნობლად გაძლიერებულმა “სიტიმ”, “ივუდ პარკზე” ადებაიორისა და სტივენ აირლენდის გოლების წყალობით მოიგო.
როგორც ჩანს, მანჩესტერელები თავს უკვე გრანდად მიიჩნევენ, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათ თამაშის დაწყებისთანავე უკომპრომისოდ შეუტიეს. მარჯვენა ფლანგზე რაიტ-ფილიპსი შეიჭრა და საჯარიმოში ადებაიორის მისამართით ჩააწოდა. ამ უკანასკნელს კი ისღა დარჩენოდა, ანგარიში გაეხსნა. თუმცა ამის შემდეგ, ჰიუზის გუნდი მოედანზე ისე ირჯებოდა, რომ ცისფერმაისურიანებს პრემიერლიგის ფავორიტთა რიცხვში არც ერთი მათი მხილველი არ მოახვედრებდა. “სიტი” ძველებურად ცდებოდა დაცვაში და შეუთამაშებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამიტომ, გივენის კართანაც ხშირად იქმნებოდა სახიფათო მომენტები. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ენდრიუსის დარტყმის შემდეგ, “სიტი” გოლის გაშვებისგან რიჩარდსმა წესის დარღვევით გადაარჩინა, როდესაც ხელით შეაჩერა ბურთი, თუმცა ეს, მსაჯისთვის შეუმჩნეველი დარჩა.
მეორე გოლი სტუმრებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს გაიტანეს: აირლენდმა მასთან პირისპირ დარჩენილი რობინსონი ბავშვივით მოატყუა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
ლივერპულის “გუდისონ პარკზე” ჩინებული “ვარჯიში” ჩაატარა ლონდონის “არსენალმა”. არსენ ვენგერის გუნდისთვის, პრემიერლიგის პირველი მატჩი მართლაც სასიამოვნო გასეირნებად იქცა. “მეთოფეებმა” თითო ტაიმში 3-3 გოლი გაიტანეს, ხოლო მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მხოლოდ მატჩის მიწურულსღა მოახერხეს.
დავით კანთელაძე

პრემიერლიგა 2009-2010
პირველი ტური

15 აგვისტო

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”, 41597
ჩელსი – ჰალი 2:1 (1:1)
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კარვალიუ, ობი მიკელი (ბალაკი, 45), ე. კოული, ბოსინგვა, ლამპარდი, მალუდა (დეკუ, 69), ესიენი, ანელკა (კალუ, 79), დროგბა
მწვრთნელი: კ. ანჩელოტი
ჰალი: მაიჰილი, გარდნერი, ტერნერი, დოუსონი, მოიოკოლო, ბოატენგი, მარნი (ბარმბი, 44), ოლოფინიანა, ჰანტი (გილეისი, 69), მენდი (ჯოვანი, 78), ფოლანი
მწვრთნელი: ფ. ბრაუნი
გოლები: 0:1 ჰანტი 28; 1:1 დროგბა 37; 2:1 დროგბა 90
გაფრთხილება: დროგბა (90) – მენდი (45); ბარმბი (69)
მსაჯი: ა. უაილი
კარში დარტყმა: 33 (10)-8 (2); ჯარიმა: 14-16; კუთხური: 12-4; თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 69%-31%; სეივი: 1-8. 

ბირმინგემი, “ვილა პარკი”, 35578
ასტონ ვილა – უიგანი 0:2 (0:1)
ასტონ ვილა: ფრიდელი, დეივისი, კუელარი, შორი, ბეიე (ალბრიგტონი, 69), პეტროვი, დელფი (სიდუელი, 61), ე. იანგი, მილნერი, ჰესკი, აგბონლაჰორი (დელფუნესო, 77)
მწვრთნელი: მ. ო’ნილი
უიგანი: კირკლენდი, ბრემბლი, შარნერი, ფიგეროა, მელჰიოტი, ბრაუნი, ტომასი, გომესი, კუმასი (ვუნ-ჰი ჩო, 90), ნ’ზოგბია (სინკლეირი, 68), როდალეგა (სკოტლანდი, 90) 
მწვრთნელი: რ. მარტინესი
გოლები: 0:1 როდალეგა 31; 0:2 კუმასი 56
გაფრთხილება: დელფი (43); ე. იანგი (85) – ბრემბლი (79); ფიგეროა (83)
მსაჯი: მ. კლატენბურგი
კარში დარტყმა: 12 (2)-21 (7); ჯარიმა: 14-16; კუთხური: 4-6; თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 46%-54%; სეივი: 5-2.

ბლექბერნი, “ივუდ პარკი”, 29584
ბლექბერნი – სიტი 0:2 (0:1)
ბლექბერნი: რობინსონი, გივეტი, სამბა, უორნოკი, იაკობსენი, ენდრიუსი (გალაჰერი, 75), ნზონზი, პედერსენი, დიუფი (ჰოილეტი, 86), მაკარტი, რობერტსი (დი სენტო, 65)
მწვრთნელი: ს. ელარდაისი
სიტი: გივენი, დანი, კ. ტურე, ბრიჯი, რიჩარდსი, ბერი, აირლენდი, რობინიო (ტევესი, 69), რაიტ-ფილიპსი, ბელამი, ადებაიორი
მწვრთნელი: მ. ჰიუზი
გოლები: 0:1 ადებაიორი 3; 0:2 აირლენდი 90
გაფრთხილება: უორნოკი (84); გალაჰერი (90) – რიჩარდსი (79)
მსაჯი: მ. დინი
კარში დარტყმა: 18 (6)-9 (5); ჯარიმა: 12-11; კუთხური: 5-4; თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 42%-58%; სეივი: 3-6.

ბოლტონი, “რიბოკ სტედიუმი”, 22247
ბოლტონი – სანდერლენდი 0:1 (0:1)
ბოლტონი: იასკელაინენი, ნაითი, კეჰილი, რობინსონი, რიკეტსი, მუამბა, ს. დეივისი, ტეილორი, მაკენი (ლი, 68), ელმანდერი (უორდი, 83), კ. დეივისი
მწვრთნელი: გ. მეგსონი
სანდერლენდი: ფალოპი, ფერდინანდი, კოლინზი, მაკარტნი, ბარდსლი, კატერმოული, კანა, რიჩარდსონი (კემპბელი, 77), მალბრანკი (ჰენდერსონი, 45), ჯონსი, ბენტი
მწვრთნელი: ს. ბრუსი
გოლი: ბენტი (5)
გაფრთხილება: მუამბა (65); ს. დეივისი (67) – კემპბელი (85)
მსაჯი: ა. მარინერი
კარში დარტყმა: 13 (3)-20 (5); ჯარიმა: 16-13; კუთხური: 4-7; თამაშგარე: 0-3; ბურთის ფლობა: 55%-45%; სეივი: 4-3.


პორტსმუთი, “ფრეტონ პარკი”, 17510
პორტსმუთი – ფულემი 0:1 (0:1)
პორტსმუთი: ჯეიმსი, დისტინი, უილსონი, ბელჰაჯი, ქაბული, მულინსი, მოკოენა, დიოპი (კანუ, 77), კრანჩარი, უტაკა (ნუგენტი, 87), პიგიონი
მწვრთნელი: პ. ჰარტი
ფულემი: შვარცერი, ჰანგელანდი, ჰიუზი, კონჩესკი, პენტსლი, მერფი, ეტუჰუ, დემპსი, გერა (კი-ჰიონი, 89), ზამორა (ნიულანდი, 80), ჯონსონი
მწვრთნელი: რ. ჰოჯსონი
გოლი: ზამორა (13)
გაფრთხილება: მულინსი (16); დიოპი (45); მოკოენა (68) – მერფი (35); ჰიუზი (90)
მსაჯი: მ. ატკინსონი
კარში დარტყმა: 17 (2)-13 (2); ჯარიმა: 11-18; კუთხური: 6-4; თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 55%-45%; სეივი: 1-0.

სტოკი, “ბრიტანია სტედიუმი”, 27385
სტოკი – ბარნლი 2:0 (2:0)
სტოკი: სორენსენი, ფაიე, შოუკროსი, ჰიგინბოტემი, უილკინსონი, უაითჰედი, დელაპი, ეტერინგტონი (უილანი, 76), ლოურენსი, ფულერი (კრესუელი, 88), ბიტი (კიტსონი, 67)
მწვრთნელი: ტ. პულისი
ბარნლი: იენსენი, ჯორდანი, კარლაისლი, კელვინსი, მირსი, ალექსანდერი (ტომპსონი, 82), მაკენი, ელიოტი, ბლეიკი (იგლზი, 72), ფლეტჩერი, პატერსონი (ვასკესი, 72)
მწვრთნელი: ო. კოილი
გოლები: 1:0 შოუკროსი 19; 2:0 ჯორდანი 33 (ავტოგოლი)
გაფრთხილება: ფაიე (53) – ალეხანდერი (56); ჯორდანი (66)
მსაჯი: ს. ბენეტი
კარში დარტყმა: 13 (4)-14 (3); ჯარიმა: 16-10; კუთხური: 3-6; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 37%-63%; სეივი: 3-3.

ვულვერჰემპტონი, “მულინეხ სტედიუმი”, 28674
ვულვერჰემპტონი – ვესტ ჰემი 0:2 (0:1)
ვულვერჰემპტონი: ნინესეი, მანსიენი (სტერმანი, 67), კრედოკი, უორდი, ფოული (უოკისი, 75), მილიასი (ედვარდსი, 81), ანრი, იარვისი, ჰელფორდი, ებანკს-ბლეიკი, კიოგი
მწვრთნელი: მ. მაკარტი
ვესტ ჰემი: გრინი, აპსონი, კოლინზი, პარკერი, ილუნგა (სპექტორი, 65), ფუბერტი, დაიერი (სტანისლასი, 73), კოლისონი, ნოუბლი, კოული (ნოუბლი, 90), ხიმენესი
მწვრთნელი: ჯ. ძოლა
გოლები: 0:1 ნოუბლი 22; 0:2 აპსონი 69
მსაჯი: ს. ფოი
კარში დარტყმა: 20 (6)-17 (10); ჯარიმა: 9-6; კუთხური: 8-6; თამაშგარე: 1-7; ბურთის ფლობა: 46%-54%; სეივი: 8-6. 

ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი – არსენალი 1:6 (0:3)
ევერტონი: ჰოვარდი, ლესკოტი, იობო, ბეინსი, ჰიბერტი (გოსლინგი, 59), კეჰილი, ნევილი, პიენაარი, ოსმანი (საა, 59), ჟო (როდუელი, 59), ფელაინი
მწვრთნელი: დ. მოიესი
არსენალი: ალმუნია, ვერმეილინი, გალასი, კლიში, სანია, დენილსონი, ბილონგი, ვან პერსი (ედუარდო, 73), ფაბრეგასი (რამსეი, 73), არსავინი, ბენდტნერი (ებუე, 63)
მწვრთნელი: ა. ვენგერი
გოლები: 0:1 დენილსონი 26; 0:2 ვერმაილენი 37; 0:3 გალასი 41; 0:4 ფაბრეგასი 48; 0:5 ფაბრეგასი 70; 0:6 ედუარდო 89; 1:6 საა 90
მსაჯი: მ. ჰეისლი
კარში დარტყმა: 11 (5)-18 (9); ჯარიმა: 12-14; კუთხური: 4-9; თამაშგარე: 6-4; ბურთის ფლობა: 46%-54%; სეივი: 3-4.


?????????: | ?????????: 0/503 |


სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.149.252.37
საიტზე ხარ: დღე
საათი : 1:11 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK