ნავიგაცია




 

”მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი ტრადიციების და წარსულის მქონე გუნდია, წლიდან წლამდე ამ კლუბის ამოცანები უცვლელი რჩება - გამარჯვება ნებისმიერ ტურნირზე, მაგრამ ის რომ ამ გუნდმა ამ დონეს მიაღწია პირველ რიგში ერთი მართლაც დიადი ადამიანის დამსახურებაა - ეს გახლავთ ადამიანი ისტორიიდან, ”იუნაიტედის” წარსული და მომავალი, ამ კლუბის იმედი და უბრალოდ შესანიშნავი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი. ის მართლაც დიადი მწვრთნელია, მაგრამ მაშინ როდესაც მწვრთნელი რაღაც რეკორდს აღწევს მაშინ მისი სიდიადე ორმაგად დასანახი ხდება, ამ დროს იგი ”უკვდავ მწვრთნელთა” სიაში ხვდება, ფეხბურთს ახსოვს შესანიშნავი, კარგი და წარმატებული მწვრთენელი ახსოვს, მაგრამ ძალიან ცოტა მათგანი თუ არის ისტორიის კუთვნილება, სერ ალექსს აქვს შანსი ისტორიის კუთვნილება გახდეს, ამას კი მან საკუთარ გუნდთან ერთად უნდა მიაღწიოს, შეგახსენებთ, გარდა იმისა რომ კლუბი თავის მე-19 ტიტულს უმიზნებს, გუნდს შანსი აქვს ზედიზედ მეოთხეჯერ მოიგოს პრემიერლიგა, სერ ალექსისთვის კი ეს ორმაგად მნიშვნელოვანია როგორც მწვრთნელისთვის, მოკლედ გთავაზობთ ”Daily Mail"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც სერ ალექს ფერგიუსონს და მის ისტორიულ მიღწევებს ეხება, მაშასადამე ”ადამიანი ისტორიიდან”.

ახალი ისტორიის დაწერა გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია რომელიც სერ ალექსს გააჩნია ახალი სეზონის დაწყების წინ, შეგახსენებთ რომ იგი მწვრთნელი 36 წელია, და მას აქვს შანსი კიდევ ერთხელ დწეროს ახალი ისტორია თავის გუნდთან ერთად, ეს კი დღეს იწყება როდესაც სერ ალექსი და მისი ბიჭები პირველ თამაშს გამართავენ პრემიერლიგის მაშტაბით, ამის შემდეგ კი მათ გრძელი 38 მატჩიანი სეზონი ელით, ისტორიის შესაცვლელად. თუ გუნდმა ამ 38 თამაშის შემდეგ პრემიერლიგის ტროფეი კიდევ ერთხელ აღმართა, მაშინ სერ ალექს შანსი ექნება გაიმეოროს დიადი და ისტორიული მწვრთნელების: ჰერბერტ ჩეპმენის და ბობ პეისლის შედეგი, მხოლოდ მათ შეძლეს ინგლისის ჩემპიონატის თავის დროზე ზედიზედ ოთხჯერ მოგება. ვიდრე სერ ალექსი იმითაა დაკვებული რომ თავისი ფეხბურთელები უშუალოდ შემდეგი მატჩისთვის განაწყოს და მობილიზება შემდეგი შეხვედრისთვის გაუკეთოს, რომელიც ”ბირმინგემ სიტის” წინააღმდეგ გაიმართება, ამის პარალელურად თავისდა უნებურად სერ ალექსი ინგლისის ჩემპიონატის 136 წლიანი ისტორიის წინააღმდეგ აღმოჩნდა. მას აქვს შანსი ამდენი ხნის შემდეგ ისტორია კიდევ ერთხელ შეცვალოს. 

ინგლისის საფეხბურთო ისტორია კი მოგვითხრობს რომ ბევრმა გუნდმა ნამდვილად ვერ შეძლო ერთ მწვრთნელთან ერთად ზედიზედ ოთხჯერ მოეგო ეს ტურნირი, ფაქტიურად არც კი ხდებოდა ასე. წარსულში ცნობილი მწვრთნელის, ახლა კი ისტორიაში მყოფი ადამიანის - ჩეპმენის ”ჰადერსფილმა” და შემდეგ ”არსენალმა” ის მოახერხეს რომ ამ მწვრთნელს 30-იან წლებში ზედიზედ ოთხჯერ მოაგებინეს ინგლისის პირველობა. ეს შედეგი პირველ ადგილზე რჩებოდა მანამ სანამ კიდევ ერთმა მწვრთნელმა პეისლიმ ”ლივერპულთან” ერთად იგივე გაიმეორა, სხვათაშრის სერ ალექსს ძალიან ცოტა დააკლდა ამ მიღწევამდე, როდესაც 1999-2001 წლამდე მან სამჯერ მოიგო ზედიზედ ლიგა, ახლა კი შოტლანდიელ გენიოსს მეორე შანსი ეძლევა, ამ ასაკში კი ასეთი შანსი ბევრს არ ეძლევა. ახლა სერ ალექსი ისტორიული შედეგის ნაკვალევზეა, მაგრამ ამის მიუხედავად იგი არ ცდილობს თავის ფეხბურთელებს ეს აზრი მოახვიოს და ზედმეტად ფსიქოლოგიურად დატვირთოს. ცნობილი ინგლისელი სპეციალისტი ბრაიან განს მიაჩნია რომ ფეხბურთი და მწვრთნელობა რაღაცით ბიზნესს გავს, ვინ იფიქრებდა რომ ”იუნაიტედის” რამდენიმე წლიანის ჩავარდნის შემდეგ გუნდს და სერ ალექსსაც მისი კარიერის ბოლოს ასეთი შანსი მიეცემოდათ:

”ვფიქრობ რომ სერ ალექსი სწორად იქცევა როდესაც ფეხბურთელებს ცდილობს ეს დავირთვა აარიდოს, რადგან მწვრთნელი რეკორდებისკენ არ უნდა მიისწრაფოდეს, ვცდილობდი მეც არასოდეს არ მეფიქრა შესაძლო რეკორდებზე, რეკორდებსა და მიღწევებზე მწვრთნელი მხოლოდ მაშინ ფიქრობს როდესაც იგი სამწვრთნელო კარიერას იწყებს. დიდებისკენ მისწრაფება ხშირად ცუდათ მთავრდება, რადგან როდესაც მწვრთნელი ასეთი მიღწევის პირზეა მას ეშინია რომ ისე არ წავიდეს ფეხბურთიდან რომ ამ შედეგს ვერ მიაღწიოს, სწორედ ამან შეუშალა ხელი სერ ალექსს 2002 წელს ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, სერ ალექსმა იცის რაც უნდა გააკეთოს, მას აღარ ეშინია და შესაბამისად არც მის ფეხბურთელებს, დიდებაზე ფიქრი ”ბირმინგემთან” მატჩიდან დამღუპველი იქნება, მაგრამ სერ ალექსმა იცის რა ქნას და როგორ განაწყოს გუნდი. მთავარია რომ სერ ალექსმა გუნდში გამარჯვებულის მენტალიტეტი დანერგა, ასე იქცევა ყველა მწვრთნელი, ეს წარმატების მთავარი შემოქმედი ხდება ხოლმე, განსაკუთრებით თამაედროვე ფეხბურთში, ფერგიუსონმა ეს ყველაზე უკეთ იცის, საშინელებაა როდესაც იმედები გიცრუვდება, მაგრამ ფერგიუსონმა როგორც პიროვნულად არა დასაკარგზე, არამედ მოსაპოვებელზე უნდა იფიქროს, მიხვდეს რომ დასაკარგი არაფერია მოსაპოვებელი კი ძალიან ბევრი მჯერა სერ ალექსი ამის გაანალიზებას შეძლებს და ამას ფეხბურთელებსაც გააგებინებს”.

”მანჩესტერ იუნაიტედს” ისტორიული შედეგის მიღწევა კრისტიანო რონალდოსა და კარლოს ტევესის დახმარების გარეშე მოუწევს, ეს მართლაც უდიდესი დანაკლისია, მაგრამ სხვა ფეხბურთელები: უეინ რუნი, მაიკლ ოუენი, ანტონიო ვალენსია ყველა ამ ფეხბურთელს ევალება რონალდოს შეცვლა. ფერგიუსონი ახლა გუნდზე ისეა დამოკიდებული როგორც არასდროს, საერთოდ ფეხბურთელებს ჰქონდათ ხოლმე ფერგის იმედი, ახლა კი პირიქითაა, მაიკლ ოუენი - საეჭვო ტრანსფერი, დიმიტარ ბერბატოვი - იმედგაცრუება, უეინ რუნი - შესაძლო ლიდერი, ანტონიო ვალენსია - რონალდოს პირდაპირი შემცვლელი, აი ფეხბურთელები ვისი იმედიც უნდა ქონდეს ფერგის, ის მათ ენდო და დროა ფეხბურთელებმა მას დიდება აჩუქონ, ფერგი ისტორიული მიღწევის ზღვარზეა. კონკურენტი ბევრია მაგრამ ”იუნაიტედისთვის” შეუძლებელი არაფერია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 27 მაისს ”მანჩესტერის” ფანებმა წარწერა გააკეთეს: ”ეს შენთვის ფერგი!”, ახლა ის დროა როდესაც მორიგი ტრიუმფი სწორედაც ფერგიუსონს მიეძღვნება, და გუნდი ინგლისში უპირველესი გახდება, ახლა ყველაფერი არა სერ ალექსზე არამედ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, არის ლაპარაკი იმაზეც რომ ფერგი სულაც აპირებს ზედიზედ მეხუთეჯერ მოიგოს პრემიერლიგა და შემდეგ კი უკვე მისი ერა დასრულდეს და მართლაც სერ ალექსი უკეთეს დროს კარიერის დასასრულისთვის ვერ იპოვის, ერა რომელიც შოტლანდიელმა შექმნა თავისი ტრიუმფალური გზის ბოლო ნაწილშია, ყველაფერი კი დღეს, ”ოცნებათა თეატრზე” იწყება.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.138.116.20
საიტზე ხარ: დღე
საათი : 4:03 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK