ნავიგაცია




 

ალბათ პრემიერლიგის პირველ ტურში გამართული შეხვედრებიდან ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინტერესს “მანჩესტერის” ასპარეზობა იწვევდა. “ოლდ ტრაფორდზე” სერ ალექსის გუნდი “ბირმინგემს” იღებდა და ეს მატჩი უპირველეს ყოვლისა იმითი იყო მნიშვნელოვანი, რომ “წითელ ეშმაკუნებს” ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავიანთი გამოკვეთილი ლიდერის, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე უნდა ეასპარეზათ, რომელმაც მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე მადრიდის “რეალს” მიაშურა. გარდა ამისა, პრემიერლიგის მოქმედ ჩემპიონს ფორვარდი მაიკლ ოუენი შეემატა.
სასტარტო შეხვედრა “იუნაიტედმა” მინიმალური უპირატესობით მოიგო. ისე კი, ამგვარი მატჩები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და სანახაობრივ საფეხბურთო ტურნირს ნამდვილად არ ამშვენებს. ტრიბუნებზე შეკრებილი მაყურებელი რონალდუს გარეშე დარჩენილი “მანჩესტერისგანაც” კი დიდი ანგარიშით გამარჯვების მოლოდინში იყო. თუმცა თამაში სულ სხვაგვარად მიმდინარეობდა: კედრიუ, ჯონსონი, კარი და ვინიალი თავდაუზოგავად მოქმედებდნენ და თითქმის ყოველ ეპიზოდში მეტოქის მოტამაშეებს ფეხებში უვარდებოდნენ. ცოტა უფრო მეტად გაუჭირდა კარს – მის ფლანგზე ხომ ნანი-ევრას ჩინებული წყვილი მოქმედებდა. 
მიუხედავად სტუმართა შემართებისა, კედრიუმ რუნისთან მეორე სართულზე ბრძოლა მაინც წააგო. უეინის თავური ჯერ კარის ძელს მოხვდა, მაგრამ მანვე დამატებაზე ყველას დაასწრო და ამ პაექრობის ერთადერთი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმი ერთობ უინტერესოდ მიმდინარეობდა, ვიდრე მწვრთნელებმა შეცვლები არ განახორციელეს. ერთ-ერთ მომენტში რუნიმ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა “მანჩესტერის” ახალწვეული ოუენი, რომელმაც მეკარე ჰარტთან დუელი დათმო. გოლის გატანისა და ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა კრისტიან ბენიტესს, რომელმაც ორი ოპონენტი ჩამოიშორა, მაგრამ ბენ ფოსტერის მოტყუება ვეღარ შეძლო.
მინიმალური უპირატესობით გამარჯვების მიუხედავად, შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყო ალექს ფერგიუსონი. “ბირმინგემი ძალიან მონდომებული თამაშობდა და ყოველ მომენტში იბრძოდა ბურთისთვის. ვფიქრობ, ყველა შეამჩნევდა, თუ რამდენი ჩვენი დარტყმის ბლოკირება მოახერხეს მათ. სხვათა შორის, ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და ცუდი თამაში არ გვიჩვენებია. საერთო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება რუნის, დარწმუნებული ვარ, ის ჩემპიონატში 20-ზე მეტი გოლის გატანს შეძლებს. კარგია როდესაც რამდენიმე ფორვარდი გყავს, რომლებსაც ასეთი რამ შეუძლიათ”, - დასძინა ფერგიუსონმა.
პრემიერლიგის “დიდი ოთხეულიდან” მხოლოდ “ლივერპულმა” ვერ მოახერხა გამარჯვება, რომელიც სტუმრად “ტოტენჰემს” ხვდებოდა. საგულისხმოა ის, რომ ლონდონელებმა მცველების მიერ გატანილი გოლებით მიაღწიეს გამარჯვებას, ხოლო წითელმაისურიანებმა გაშვებული ორი ბურთიდან მხოლოდ ერთის გაქვითვა შეძლეს. ჯერარდმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა.
ნისლიან ალბიონზე კარლო ანჩელოტის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ “არისტოკრატებმა” საკუთარ არენაზე გაჭირვებით მოიგეს და 2009-2010 წლების სეზონის სასტარტო მატჩი შეიძლებოდა სულაც სენსაციით დასრულებულიყო.
2007 წელს სტივენ ჰანტმა პეტერ ჩეხს ისეთი ტრავმა მიაყენა, რომ “ჩელსის” გოლკიპერს დღესაც დამცავი მუზარადით უხდება ასპარეზობა. 2009 წელს კი, ირლანდიელი პრემიერლიგაში უკვე “ჰალ სიტის” ნახევარმცველის რანგში დაბრუნდა. ამჯერად ჰანტმა კიდევ ერთხელ მიაყენა დარტყმა ჩეხ გოლკიპერს, თუმცა უფრო ჰუმანური მეთოდით. სტუმრები პირველივე წუთებიდან არ ეპუებოდნენ ანჩელოტის გუნდს. ყველაზე სახიფათოდ სწორედ ჰანტი მოქმედებდა, რომელმაც ანგარიშიც გახსნა, რასაც დროგბამ დუბლით უპასუხა და “არისტოკრატებს” სამი ქულა მოაპოვებინა.
მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე საგრძნობლად გაძლიერებულმა “სიტიმ” “ივუდ პარკზე” ადებაიორისა და სტივენ აირლენდის გოლების წყალობით მოიგო.
როგორც ჩანს მანჩესტერელები თავს უკვე გრანდად მიიჩნევენ, რაც იმაში გამოიხატა, რომ მათ თამაშის დაწყებისთანავე უკომპრომისოდ შეუტიეს. მარჯვენა ფლანგზე რაიტ-ფილიპსი შეიჭრა და საჯარიმოში ადებაიორის მისამართით ჩააწოდა. ამ უკანასკნელს კი ისღა დარჩენოდა, ანგარიში გაეხსნა. თუმცა ამის შემდეგ ჰიუზის გუნდი მოედანზე ისე ირჯებოდა, რომ ცისფერმაისურიანებს პრემიერლიგის ფავორიტთა რიცხვში არც ერთი მათი მხილველი არ მოახვედრებდა. “სიტი” ძველებურად ცდებოდა დაცვაში და შეუთამაშებელი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამიტომ, გივენის კართანაც ხშირად იქმნებოდა სახიფათო მომენტები. შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ენდრიუსის დარტყმის შემდეგ “სიტი” გოლის გაშვებისგან რიჩარდსმა წესის დარღვევით იხსნა, როდესაც ხელით შეაჩერა ბურთი, თუმცა ეს მსაჯისთვის შეუმჩნეველი დარჩა.
მეორე გოლი სტუმრებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს გაიტანეს: აირლენდმა მასთან პირისპირ დარჩენილი რობინსონი ბავშვივით მოატყუა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
ლივერპულის “გუდისონ პარკზე” ჩინებული “ვარჯიში” ჩაატარა ლონდონის “არსენალმა”. არსენ ვენგერის გუნდისთვის პრემიერლიგის პირველი მატჩი მართლაც სასიამოვნო გასეირნებად იქცა. “მეთოფეებმა” თითო ტაიმში 3-3 გოლი გაიტანეს, ხოლო მასპინძლებმა ერთი გოლის გაქვითვა მხოლოდ მატჩის მიწურულს მოახერხეს.




პირველი ტური

16 აგვისტო

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”, 75062
მანჩესტერი – ბირმინგემი 1:0 (1:0)
მანჩესტერი: ფოსტერი, ევანსი (ბრაუნი, 75), ო’ში, ევრა, ფაბიო, სკოულზი, ფლეტჩერი, ნანი (გიგზი, 45), ვალენსია, ბერბატოვი (ოუენი, 75), რუნი
მწვრთნელი: ა. ფერგიუსონი
ბირმინგემი: ჰარტი, კედრიუ, ჯონსონი, ვინიალი, კარი, ფერგიუსონი, კარსლი (ბენიტესი, 74), ფაჰი, მაკფადენი, ლარსონი (ო’ში, 82), ჯერომი (ო’კონორი, 65)
მწვრთნელი: ა. მაკლიში
გოლი: რუნი 34
გაფრთხილება: ფლეტჩერი (75) – ვინიალი (60)
მსაჯი: ლი მეისონი
კარში დარტყმა: 30 (11)-7 (2); ჯარიმა: 13-9; კუთხური: 13-2; თამაშგარე: 2-0; ბურთის ფლობა: 63%-37%; სეივი: 2-10.

ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”, 35935
ტოტენჰემი – ლივერპული 2:1 (1:0)
ტოტენჰემი: გომესი, ბასონგი, კინგი, ასუ-ეკოტო, ჩორლუკა, ჰადლსტოუნი, პალასიოსი, მოდრიჩი (ო’ჰარა, 84), ლენონი, დეფო (პავლუჩენკო, 90), კინი (კრაუჩი, 68)
მწვრთნელი: ჰ. რედნაპი
ლივერპული: რეინა, შკრტელი (აიალა, 75), კარაგერი, ინსუა, ჯონსონი, ლუკასი, მასკერანო, ბაბელი (ბენაიუნი, 68), კუიტი (ვორონინი, 79), ტორესი, ჯერარდი
მწვრთნელი. რ. ბენიტესი
გოლები: 1:0 ასუ-ეკოტო 44; 1:1 ჯერარდი 56 (პენ.); 2:1 ბასონგი 59
გაფრთხილება: ლენონი (25); გომესი (55); ასუ-ეკოტო (67) – მასკერანო (32); შკრტელი (51); კარაგერი (59)
მსაჯი: ფ. დოუდი
კარში დარტყმა: 20 (7)-9 (3); ჯარიმა: 12-17; კუთხური: 6-5; თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 47%-53%; სეივი: 2-5.

15 აგვისტო

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”, 41597
ჩელსი – ჰალი 2:1 (1:1)
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კარვალიუ, ობი მიკელი (ბალაკი, 45), ე. კოული, ბოსინგვა, ლამპარდი, მალუდა (დეკუ, 69), ესიენი, ანელკა (კალუ, 79), დროგბა
მწვრთნელი: კ. ანჩელოტი
ჰალი: მაიჰილი, გარდნერი, ტერნერი, დოუსონი, მოიოკოლო, ბოატენგი, მარნი (ბარმბი, 44), ოლოფინიანა, ჰანტი (გილეისი, 69), მენდი (ჯოვანი, 78), ფოლანი
მწვრთნელი: ფ. ბრაუნი
გოლები: 0:1 ჰანტი 28; 1:1 დროგბა 37; 2:1 დროგბა 90
გაფრთხილება: დროგბა (90) – მენდი (45); ბარმბი (69)
მსაჯი: ა. უაილი
კარში დარტყმა: 33 (10)-8 (2); ჯარიმა: 14-16; კუთხური: 12-4; თამაშგარე: 2-2; ბურთის ფლობა: 69%-31%; სეივი: 1-8. 

ბირმინგემი, “ვილა პარკი”, 35578
ასტონ ვილა – უიგანი 0:2 (0:1)
ასტონ ვილა: ფრიდელი, დეივისი, კუელარი, შორი, ბეიე (ალბრიგტონი, 69), პეტროვი, დელფი (სიდუელი, 61), ე. იანგი, მილნერი, ჰესკი, აგბონლაჰორი (დელფუნესო, 77)
მწვრთნელი: მ. ო’ნილი
უიგანი: კირკლენდი, ბრემბლი, შარნერი, ფიგეროა, მელჰიოტი, ბრაუნი, ტომასი, გომესი, კუმასი (ვუნ-ჰი ჩო, 90), ნ’ზოგბია (სინკლეირი, 68), როდალეგა (სკოტლანდი, 90) 
მწვრთნელი: რ. მარტინესი
გოლები: 0:1 როდალეგა 31; 0:2 კუმასი 56
გაფრთხილება: დელფი (43); ე. იანგი (85) – ბრემბლი (79); ფიგეროა (83)
მსაჯი: მ. კლატენბურგი
კარში დარტყმა: 12 (2)-21 (7); ჯარიმა: 14-16; კუთხური: 4-6; თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 46%-54%; სეივი: 5-2.

ბლექბერნი, “ივუდ პარკი”, 29584
ბლექბერნი – სიტი 0:2 (0:1)
ბლექბერნი: რობინსონი, გივეტი, სამბა, უორნოკი, იაკობსენი, ენდრიუსი (გალაჰერი, 75), ნზონზი, პედერსენი, დიუფი (ჰოილეტი, 86), მაკარტი, რობერტსი (დი სენტო, 65)
მწვრთნელი: ს. ელარდაისი
სიტი: გივენი, დანი, კ. ტურე, ბრიჯი, რიჩარდსი, ბერი, აირლენდი, რობინიო (ტევესი, 69), რაიტ-ფილიპსი, ბელამი, ადებაიორი
მწვრთნელი: მ. ჰიუზი
გოლები: 0:1 ადებაიორი 3; 0:2 აირლენდი 90
გაფრთხილება: უორნოკი (84); გალაჰერი (90) – რიჩარდსი (79)
მსაჯი: მ. დინი
კარში დარტყმა: 18 (6)-9 (5); ჯარიმა: 12-11; კუთხური: 5-4; თამაშგარე: 3-3; ბურთის ფლობა: 42%-58%; სეივი: 3-6.

ბოლტონი, “რიბოკ სტედიუმი”, 22247
ბოლტონი – სანდერლენდი 0:1 (0:1)
ბოლტონი: იასკელაინენი, ნაითი, კეჰილი, რობინსონი, რიკეტსი, მუამბა, ს. დეივისი, ტეილორი, მაკენი (ლი, 68), ელმანდერი (უორდი, 83), კ. დეივისი
მწვრთნელი: გ. მეგსონი
სანდერლენდი: ფალოპი, ფერდინანდი, კოლინზი, მაკარტნი, ბარდსლი, კატერმოული, კანა, რიჩარდსონი (კემპბელი, 77), მალბრანკი (ჰენდერსონი, 45), ჯონსი, ბენტი
მწვრთნელი: ს. ბრუსი
გოლი: ბენტი (5)
გაფრთხილება: მუამბა (65); ს. დეივისი (67) – კემპბელი (85)
მსაჯი: ა. მარინერი
კარში დარტყმა: 13 (3)-20 (5); ჯარიმა: 16-13; კუთხური: 4-7; თამაშგარე: 0-3; ბურთის ფლობა: 55%-45%; სეივი: 4-3.

პორტსმუთი, “ფრეტონ პარკი”, 17510
პორტსმუთი – ფულემი 0:1 (0:1)
პორტსმუთი: ჯეიმსი, დისტინი, უილსონი, ბელჰაჯი, ქაბული, მულინსი, მოკოენა, დიოპი (კანუ, 77), კრანჩარი, უტაკა (ნუგენტი, 87), პიგიონი
მწვრთნელი: პ. ჰარტი
ფულემი: შვარცერი, ჰანგელანდი, ჰიუზი, კონჩესკი, პენტსლი, მერფი, ეტუჰუ, დემპსი, გერა (კი-ჰიონი, 89), ზამორა (ნიულანდი, 80), ჯონსონი
მწვრთნელი: რ. ჰოჯსონი
გოლი: ზამორა (13)
გაფრთხილება: მულინსი (16); დიოპი (45); მოკოენა (68) – მერფი (35); ჰიუზი (90)
მსაჯი: მ. ატკინსონი
კარში დარტყმა: 17 (2)-13 (2); ჯარიმა: 11-18; კუთხური: 6-4; თამაშგარე: 1-3; ბურთის ფლობა: 55%-45%; სეივი: 1-0.

სტოკი, “ბრიტანია სტედიუმი”, 27385
სტოკი – ბარნლი 2:0 (2:0)
სტოკი: სორენსენი, ფაიე, შოუკროსი, ჰიგინბოტემი, უილკინსონი, უაითჰედი, დელაპი, ეტერინგტონი (უილანი, 76), ლოურენსი, ფულერი (კრესუელი, 88), ბიტი (კიტსონი, 67)
მწვრთნელი: ტ. პულისი
ბარნლი: იენსენი, ჯორდანი, კარლაისლი, კელვინსი, მირსი, ალექსანდერი (ტომპსონი, 82), მაკენი, ელიოტი, ბლეიკი (იგლზი, 72), ფლეტჩერი, პატერსონი (ვასკესი, 72)
მწვრთნელი: ო. კოილი
გოლები: 1:0 შოუკროსი 19; 2:0 ჯორდანი 33 (ავტოგოლი)
გაფრთხილება: ფაიე (53) – ალეხანდერი (56); ჯორდანი (66)
მსაჯი: ს. ბენეტი
კარში დარტყმა: 13 (4)-14 (3); ჯარიმა: 16-10; კუთხური: 3-6; თამაშგარე: 3-0; ბურთის ფლობა: 37%-63%; სეივი: 3-3.

ვულვერჰემპტონი, “მულინეხ სტედიუმი”, 28674
ვულვერჰემპტონი – ვესტ ჰემი 0:2 (0:1)
ვულვერჰემპტონი: ნინესეი, მანსიენი (სტერმანი, 67), კრედოკი, უორდი, ფოული (უოკისი, 75), მილიასი (ედვარდსი, 81), ანრი, იარვისი, ჰელფორდი, ებანკს-ბლეიკი, კიოგი
მწვრთნელი: მ. მაკარტი
ვესტ ჰემი: გრინი, აპსონი, კოლინზი, პარკერი, ილუნგა (სპექტორი, 65), ფუბერტი, დაიერი (სტანისლასი, 73), კოლისონი, ნოუბლი, კოული (ნოუბლი, 90), ხიმენესი
მწვრთნელი: ჯ. ძოლა
გოლები: 0:1 ნოუბლი 22; 0:2 აპსონი 69
მსაჯი: ს. ფოი
კარში დარტყმა: 20 (6)-17 (10); ჯარიმა: 9-6; კუთხური: 8-6; თამაშგარე: 1-7; ბურთის ფლობა: 46%-54%; სეივი: 8-6. 

ლივერპული, “გუდისონ პარკი”
ევერტონი – არსენალი 1:6 (0:3)
ევერტონი: ჰოვარდი, ლესკოტი, იობო, ბეინსი, ჰიბერტი (გოსლინგი, 59), კეჰილი, ნევილი, პიენაარი, ოსმანი (საა, 59), ჟო (როდუელი, 59), ფელაინი
მწვრთნელი: დ. მოიესი
არსენალი: ალმუნია, ვერმეილინი, გალასი, კლიში, სანია, დენილსონი, ბილონგი, ვან პერსი (ედუარდო, 73), ფაბრეგასი (რამსეი, 73), არსავინი, ბენდტნერი (ებუე, 63)
მწვრთნელი: ა. ვენგერი
გოლები: 0:1 დენილსონი 26; 0:2 ვერმაილენი 37; 0:3 გალასი 41; 0:4 ფაბრეგასი 48; 0:5 ფაბრეგასი 70; 0:6 ედუარდო 89; 1:6 საა 90
მსაჯი: მ. ჰეისლი
კარში დარტყმა: 11 (5)-18 (9); ჯარიმა: 12-14; კუთხური: 4-9; თამაშგარე: 6-4; ბურთის ფლობა: 46%-54%; სეივი: 3-4.



მომდევნო მატჩები
18 აგვისტო: სანდერლენდი – ჩელსი; უიგანი – ვულვერჰემპტონი; არსენალი – ბოლტონი (გადატანილია); ვესტ ჰემი – ასტონ ვილა (გადატანილია); ფულემი – ბლექბერნი (გადატანილია).
19 აგვისტო: ბირმინგემი – პორტსმუთი; ჰალი – ტოტენჰემი; ბარნლი – მანჩესტერი; ლივერპული – სტოკი; სიტი – ევერტონი (გადატანილია).



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.144.93.73
საიტზე ხარ: დღე
საათი : 2:48 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK