ნავიგაცია




 

”მანჩესტერ იუნაიტედმა” - ინგლისის მოქმედმა ჩემპიონმა გუშინ თავისი მეორე შეხვედრა ჩაატარა ინგლისის პრემიერლიგის მაშტაბით. მათი მეტოქე ახალადგადმოსული ”ბარნლი” იყო, გუნდი რომელიც ყველანაირი პროგნოზებით წელს ლიგიდან უნდა გავარდეს და ერთ-ერთ მთავარ აუტსაიდერადაც ითვლება, პირველ რიგში კი იმიტომ რომ ამ გუნდს მაღალი დონის შემსრულებლები არ ყაქვს, სწორედ ასეთ გუნდთან დამარცხდა ”იუნაიტედი”, ინგლისში კი უმალ მიეცათ სალაპარაკო ინგლისელ ჟურნალისტებს, პირველ რიგში კი ისინი ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ ლიდერსა და ამჟამად მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელ კრისტიანო რონალდოზე საუბრობენ, მარტივად რომ ვთქვათ თუ ინგლისელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ მთელი ”მანჩესტერი” რონალდოს წასვლას უნდა მისტიროდეს, ამ გუნდს კი რონალდოს გარეშე უკვე წინა წლის ”არსენალს” ადარებენ, შეიძლება მებრძოლი, მონდომებული, მაგრამ როგორც ”არსენალი” კარგავდა სტარტზე სუსტ გუნდებთან ქულებს, იმავეს აკეთებს ახლა ”იუნაიტედი”, და მაინც დამალვას რა აზრი აქვს, რონალდოს გარეშე რომ ”მანჩესტერს” ცხოვრება გაუძნელდებოდა ამას ყველა ხვდებოდა, უბრალოდ არ აღიარებდნენ ახლა კი ყველა აღიარებს, გთავაზობთ ”Football365"-ის მიერ გავრცელებულ სტატიას.

”შეიძლება ითქვას რომ გუშინდელი მატჩის შემდგომ და საერთოდ იმ სამი შეხვედრის შემდეგ რაც ”იუნაიტედმა” გამართა მთავარი კითხვები ასე რომ ვთქვათ კვლავაც ძალაშია, ანუ მიუხედავად იმისა რომ ბევრს გუშინდელი ”ეშმაკების” მარცხი მცველების არყოფნას მიაწერა, მაინც მთავარი კითხვები ისმის, თუ რა არის ”მანჩესტერ იუნაიტედი” რონალდოს გარეშე? და ვინ იყიდა ფერგიმ ოუენის სახით? ნუთუ ეს ისაა ვინც კაპელომ ინგლისის ნაკრებში უნდა გამოიძახოს? თუ თამაშების ქრონოლოგიას გადავალებთ თვალყურს დავინახავთ რომ ”იუნაიტედმა” წაგების მიუხედავად ყველაზე კარგი თამაში ”ქომუნითი შილდზე” გამართა ”ჩელსის” წინააღმდეგ, შემდეგ ცოტა მოუკლო, მაგრამ მაინც მოიგო შინ ”ბირმინგემთან” და ბოლოს კი ყველაზე სუსტად ითამაშა ”ბარნლისთან” აი ეს კი ისაა რაც ”იუნაიტედს” არასოდეს ახასიათებდა, შეიძლება გუნდს კონკურენტებიც წინააღმდეგ ყველა თამაში ვერ მოეგო და ცოტა შებოჭილად ეთამაშა, მაგრამ აუტსაიდერებთან თანაც მსგავს აუტსაიდებეთან ქულების დაკარგვა გუნდმა არ იცოდა, ესაა მთავარი პრობლემა, ეს უფრო ”არსენალის” საქმე იყო, რომელიც ცნობილი ინგლისელი გმირი - რობინ ჰუდის მსგავსად მდიდრებს ართმევდა, ნუ გრანდებს უგებდა და ღარიბებს ურიგებდა, ანუ აუტსაიდერებთან აგებდა, საბოლოოდ წინა წელს ”არსენალი” ამის გამო მეოთხეზე გავიდა. 

მიუხედავად ამ კითხვებისა ეს მაინც არ აკნინებს ”ბარნლის ღირსეულ და დამსახურებულ გამარჯვებას, და თანაც როგორ დაამარცხეს ”იუნაიტედი”? ასე საშინლად მოთამაშე ”ეშმაკები” არავის ახსოვს, თითქოს გუნდებს ფორმები ჰქონდათ გაცვლილი, ვერავინ იტყოდა რომელი იყო ”იუნაიტედი” და რომელი ”ბარნლი” ამ გუნდის მწვრთნელმა კოილმა ყველაფერი იდეალურად გათვალა, ფერგიუსონმა კი რატომღაც მარცხენა ფლანგზე ათამაშა ანდერსონი, ცენტრში კი გიგზი, ნუთუ ”იუნაიტედი” მის ბოლო იმედ ფერგიუსონსაც კარგავს? ნუთუ უბერებელი შოტლანდიელი ბერდება? ნუთუ მას გონება ისე აღარ უჭრის? და მაინც, ყველაფრის მიუხედავად პრობლემა გუნდის სხვა რამეში მდგომარეობს, იმისთვის რომ გუნდმა საფეხბურთო ცხოვრების სიმწარე შეიცნოს უნდა გაიგოს თუ რას ნიშნავს რონალდოს გარეშე თამაში, მოდით პირდაპირ ვთქვათ - ”იუნაიტედი” მართალია არ იყო ერთ კაცზე დამოკიდებული გუნდი, მაგრამ იყო ერთ კაცზე აწყობილი გუნდი. ფაქტიურად ყველა სეტევა რონალდოთი იწყებოდა და მთავრდებოდა კიდეც, ფერგიუსონმა ორი შეცდომა დაუშვა კრისტიანოს და გუნდის მიმართ, პირველი - ან მას ასე არ უნდა ექნა რომ რონალდოს გარშემო აეწყო ყველაფერი, და მეორე - ან თუ აწყობდა და იცოდა რომ გუნდს ეს დაემართებოდა რონალდოს გარეშე იგი არაფრისდიდებით არ უნდა გაეშვა. 

ახლა რა ეთქმის გუნდის თამაშს? საშინლად ნელი ტემპი, სუსტი დაცვა, უსუსტესი შეტევა, და კოშმარული თამაში განსაკუთრებით დამაგვირგვინებელ მომენტში, საქმე იმაში არაა რომ გუნდი ერთ შეხვედრას აგებს, როცა ”იუნაიტედის” თამაშს უყურებ გგონია რომ მათ მომატება აღარ შეუძლიათ ეს ყველაზე საშინელია ამ გუნდის ქომაგებისთვის. ფაქტია რომ როგორც ჩანს კრისტიანო აიძულებდა გუნდს სწრაფად ეთამაშა, ვნახოთ ამბობენ რომ ობერტანიც ძალიან სწრაფი ფეხბურთელიაო ფაქტია რომ შემტევი მოთამაშეებიდან მარტო ობერტანი აკლია გუნდს ვნახოთ რას შეცვლის მისი შემოსვლა, ალბათ ფერგიუსონი იმასაც ნანობს რომ გუნდმა ზაფხულშივე არ გაიფორმა მამე ბირამ დიუფიც, და ზამთრამდე მოუწევთ ლოდინი, რა იცი ახლა ”იუნაიტედის” შეტევა ისეთ დღეშია რომ დიუფიც კი გამოადგებოდა გუნდს, ფერგიუსონი კი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, გუშინდელი მატჩის განაცხადში იყო დე ლაეტი და გიბსონი, არადა გუნდს მაკედა და ველბეკი ყავს, რატომ არ იყვნენ ისინი? რაში უნდა გამოეყენებინებია ფერგიუსონს დე ლაეტი ან გიბსონი? განსაკუთრებით ეს უკანასკნელი როდესაც სქოულზი იყო, რომელიც რატომღაც არ შემოიყვანა, არადა სქოულზი ”ბირმინგემთან” უდავოდ გამორჩეული იყო, რატომ შემოიყვანა ნევილი? რატომ არ იყვნენ ნანი და ფლეტჩერი როცა მათ არაფერი აწუხებდათ? ფერგიუსონის გარშემო უკვე ძალიან ბევრი საეჭვო კითხვა - რატომ? არის. პრობლემა კი ისაა რომ მგონი პირველად ტავად ფერგიმაც არ იცის, რატომ. 

ზოგიერთი გაზეთები ამბობენ რომ ”იუნაიტედი” შოკშია და მართალიცაა, შოკშია თუნდაც მაიკლ ოუენის გამო, მოთამაშე რომელსაც ვიდნომრიანი მაისური უბოძეს და ელემენტარულად ერთ მატჩში ასეთ მატჩებში მითუმეტეს გოლების გატანა დაავალეს ვერაფერს აკეთებს ის კი არა აშკარა მომენტებს ვერ იყენებს, ”ბარნლის” გოლის შემდეგ ”იუნაიტედმა” ვერაფერი გააკეთა და ”ბარნლი” მგონია რომ ის გავარდება, დიახ, მაგრამ თუ ასე გაგარძელდა ისიც მგონია რომ ”იუნაიტედს” შესაძლოა ამ თამაშით ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი სანატრელი გაუხდეს. არ დავივიწყოთ ”სიტი”. ამბობდნენ რომ რონალდოს წასვლის შემდეგ გუნდი ან ძალიან კარგად ითამაშებდა და საუკეთესო სეზონს ჩაატარებდა, ან საშინლად ცუდათ ითამაშებდა ამ გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდათ, ახლა ”ბარნლის” მატჩი შემდეგ რას ვხედავთ? პროგნოზი გამართლდა გუნდი საშინლად ცუდათ თამაშობს, დაბნეული ფეხბურთელები, თითქოს უსუსურ მდგომრეობაში ჩავარდნილი ფერგიუსონი, რისი ბრალია ეს? რონალდოსი? მისი წასვლის? რონალდო ღმერთი არ იყო, მაგრამ როგორც ჩანს ამ გუნდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, ”იუნაიტედი” ერთი ოჯახიაო, მართალია ხოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წევრის წასვლამ როგორც ჩანს ეს ”ოჯახი” ძალიან რთული საფეხბურთო ცხოვრების წინაშე დააყენა. 

სერ ალექსის გუნდმა ითამაშა ისე როგორც არასდროს უთამაშია, რჩებოდა შთაბეჭდილება რომ გუნდი არც იბრძოდა, ფეხბურთში ზოგჯერ სასწაულებიც ხდება, მაგრამ უფრო ხშირად ის ლოგიკური თამაშია, ბევრი ამბობდა რომ რონალდოს წასვლის შემდეგ გუნდი უკეთესად ითამაშებდა, ხოლო ”რეალი” და ”სიტი” კი ამდენი მილიონების დახარჯვის მიუხედავად ვერაფერს მიაღწევდნენ, მაგრამ ფეხბურთი ლოგიკური სპორტია, ”იუნაიტედი” ვერაფერს აკეთებს ”რეალი” და ”სიტი” კი ალბათ ამ სეზონში თავის ქომაგებს გაცილებით მეტად გაახარებენ, და ბოლოს, შეიძლება ითქვას რომ არაფერი ტრაგიკული არ ხდება თუ ვიტყვით რომ ფეხბურთი ლოგიკური თამაშია, ერა, რომელიც რონალდომ შექმნა დასრულდა და ახალი ერა სწორედ ”ბარნლის” მატჩიდან დაიწყო, რომელიც ”იუნაიტედითვის” ძალიან მტკივნეული იქნება, მართლაც თუ გავითვალისწინებთ რომ ახალი ერის დაწყება ყოველთვის მტკივნეულია მაშინ ”იუნაიტედისთვის” საგანგაში არაფერი ხდება, მაშინ უბრალოდ დროა საჭირო რომ ახალი გუნდი გაკეთდეს, რომელიც მომავალ სეზონში ყველას და ყველაფერს გადათელავს, მაგრამ მაშინ ”იუნაიტედის” ფანებმა მარტივად უნდა მიხვდნენ რომ ამ წელს გუნდი ვერაფერს მოიგებს, ასე მარტივად, მაგრამ საქმე იმაშია რამდენად მარტივი გასაგები იქნება ეს ამბიციური გუნდის ამბიციური გულშემატკივრებისთვის, ის კი რომ ამ სეზონში გუნდი ყველაფერს მოიგებს, უკვე უტოპიად ჩანს, ასეა რონალდოს გარეშე გუნდმა მწარე საფეხბურთო ცხოვრების წინააღმდეგ მოუწევს წასვლა”.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.135.200.211
საიტზე ხარ: დღე
საათი : 0:28 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK