მილანის თავდამსხმელმა ალეშანდრო პატომ განაცხადა, რომ არ სურს იტალიის დატოვება და ინგლისში გადასვლა. „მე ვიცი, რომ ჩემით ჩელსია დაინტერესებული, მაგრამ მე გადაწყვეტილება მივიღე, რომ მილანში დავრჩები, რადგანაც აქ ძალიან კარგად გამომდის პროგრესირება. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი კვლავ ანჩელოტის გვერძე, მაგრამ არა ამჟამად. ამ სეზონში ჩემი მთავარი ამოცანაა მილანს დავეხმარო წარმატების მიღწევაში.“
|