ინგლისის "ლივერპულის" მცველი დანიელ აგერი ზურგის ოპერაციას გაიკეთებს Sky Sports-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი დაახლოებით 6 კვირას გასტანს.ამრიგად, ლივერპულელთა მთავარ მწვრთნელ რაფაელ ბენიტესს დაცვის ხაზში პრობლემები შეექმნა, რადგან გუნდის მეორე ცენტრალურმა მცველმა მარტინ შკრტელმა სერიოზული დაზიანება მიიღო და გუნდს მინიმუმ ორი კვირით დააკლდება.