"Sunday Mirror"-ის თანახმად ტოტენჰემის მესვეურები მზად არიან 10 მილიონი ფუნტი გადაიხადონ ჩელსის ნახევარმცველ ჯო კოულში. ფეხბურთელმა მიმდინარე წლის იანვრის თვეში ტრავმა მიიღო რის შემდეგაც დღემდე არ უთამაშია. ჯერჯერობით ფეხბურთელი კლუბის დატოვებას არ ჩქარობს. კოულის კონტრაქტი "არისტოკრატებთან" მომდევნო წელს იწურება, ახალი ხელშეკრულება კი დღემდე არაა გაფორმებული.