ნავიგაცია




 

”მანჩესტერ იუნაიტედმა” ინგლისის პრემიერლიგის მესამე ტურში სტუმრად ჩავიდა უიგანში და ადგილობრივ კლუბს ფეხბურთის უმშვენიერესი სახე დაანახა და გულშემატკივრებს უდიდესი სანახაობა აჩუქა. სრულიად დმასახურებულად ”მანჩესტერმა” მეტოქე 5:0 გაანადგურა, რაც ყველაზე მთავარია ეს გუნდმა კრისტიანო რონალდოს გარეშეც მოახერხა, რონალდოს გარეშე გუნდს ადრეც უთამაშია, მაგრამ მაშინ თუ გახსოვთ წინა სეზონის დასაწყისში მხოლოდ 1:0 ან მაქსიმუმ 2:0 იგებდნენ, ანუ სანახაობა რონალდოს გარეშე ბოლო 6 წელია იშვიათი სანახავი გახდა ”იუნაიტედის” მხრიდან, თუ ”ბარნლისთან” ასე ვთქვათ ”განსხვავებული” წაგება გახლდათ, სადაც ყველა ამბობდა რომ ”იუნაიტედმა” ერთ-ერთი ყველაზე უსუსტესი მატჩი ჩაატარა, აი ”უიგანთან” უკვე მართლაც განსხვავებული გამარჯვება იყო, რონალდოს გარეშე გუნდს ასე არასოდეს უთამაშია, ეს კი ყველა მომდევნო მეტოქისტვის საშიში უნდა იყოს, რადგან სწორედ ის ხდება რასაც ელოდნენ კიდეც, ”მანჩესტერის” თამაში რომელიც ძირითადად რონალდოზე იყო დამოკიდებული ახლა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და შესაბამისად მეტოქე გუნდებსაც უაღრესად გაუჭირდებათ იმის გამოცნობა თუ საიდან ელით საფრთხეები ”იუნაიტედის” მხრიდან გუნდური თამაშის უპირატესობა სწორედ ესაა, აქ ყველა ფეხბურთელს შეუძლია მოწინააღმდეგეს პრობლემები შეუქმნას, სეზონის დასაწყისში ”მანჩესტერი” ასეთი ლამაზი გამარჯვების მოპოვებას ბოლო წლებია ნამდვილად ვერ ახერხებს, ასე რომ, ”იუნაიტედი” შესაძლოა ყველაზე უფრო საშიში და ძლიერი კლუბი გახდეს ამ შემადგენლობით რაც კი ოდესმე ყოფილა, გთავაზობთ ამ გუნდის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებულ სტატიას, სადაც ინგლისელი მიმომხილველი შაბათის მატჩზე საუბრობს.

”უიგან შეიძლება შენთან თამაში ყოველ კვირას??? 10 მატჩი, 10 გამარჯვება, 30 გატანილი გოლი და 4 გაშვებული, თუ ”მანჩესტერ იუნაიტედს” ნამდვილად უნდა რომ გაიმარჯვოს პრემიერლიგაში მაშინ ამ გუნდს - ”უიგანს” რაც მეტჯერ ეთამაშება მით უკეთესი იქნება, სამწუხარო ისაა რომ ”უიგანთან” მატჩი წითელ ეშმაკებს სეზონში მხოლოდ ორჯერ უწევთ. არანაირი შეცდომა ”ბარნლისგან” განსხვავებით, გუნდმა ისე ითამაშა შაბათს როგორც მას ეკადრებოდა და უკვე სასიცოცხლოდ აუცილებელი 3 ქულის აღებაც მოახერხა. პრესა უცნაური რამაა, თუ დამარცხდები წამს კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდები, თუ გაიმარჯვებ, მაშინ ყველა შეგაქებს, მაგრამ ”იუნაიტედის” მსგავს გუნდებს მარცხზე უფრო მეტად აკრიტიკებენ, ვიდრე თუნდაც 5:0 მოგებულ ბრწყინვალე შეხვედრაზე აქებენ, ხოდა მედიის გამო გუნდი ამ მატჩამდე საკმაოდ დიდ წნეხში იმყოფებოდა, ბევრი ამბობდა რომ ეს კრიზისი იყო და გუნდს სეზონი ჩაუვარდებოდა, როგორ უნდა უპასუხო კრიტიკას? უბრალოდ მატჩს უნდა დაელოდო და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი უნდა იყო, ამ გუნდს არავისგან ესწავლება კრიტიკოსების დადუმება, როგორც ბევრ სხვა საფეხბურთო ასპექტში სხვა გუნდებისთვის, ”იუნაიტედი” ამაშიც მისაბაძი მაგალითია. 

ეს არ იყო ის შოკირებული შედეგი რომელის გამოც ფეხბურთი უყვართ ხოლმე, მაგრამ სამაგიეროდ ეს ძალიან დიდად აგორებული კრიტიკის ტალღის დასასრული გამოდგა, მაიკლ ოუენი? მორჩა და გათავდა! პირადად მისმა კრიტიკოსებმა ენა მუცელში უნდა ჩაიგდონ და დადუმდნენ, მან იმ გატანილი გოლით აჩვენა თუ რას წარმოადგენს და გოლიც იყო და გოლიც, მან ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა. კრიტიკის თავიდან ცილებაში და კრიტიკოსთა გაჩუმებაში საუკეთესო გზაა მწვრთნელის პასუხისმგებლობა, ანუ როდესაც გუნდს აკრიტიკებენ მწვრთნელმა არ უნდა დაუშვას რომ ამ კრიტიკამ ფეხბურთელებზე იმოქმედოს, სხვა შემთხვევაში ისინი მეორე მატჩშიც ვერ ითამაშებენ სათანადოდ, ამიტომ ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა მწვრთნელმა თავის თავზე უნდა აიღოს და ფეხბურთელები სათანადოდ განაწყოს, ყოველგვარი ტვირთი მოაშოროს მხრებიდან, რადგან მოედანზე სწორედ ფეხბურთელები აკეთებენ საქმეს და არა მწვრთნელი, ხოდა ”უიგანთან” მატჩამდე პასუხისმგებლობის აღება სერ ალექს ფერგიუსონმა მშვენივრად მოახერხა. ეს ფანტასტიკური დღე იყო, რაც მთავარია ყველა ფეხბურთელმა ვინც გაიტანა რაღაც დაამტკიცა, რუნიმ ის როლ ლიდერია და თავისი მე-100 გოლი შეაგდო, ბერბატოვმა ბრწყინვალე გოლით ყველას ანახა რომ მისი ტრანსფერი არასოდეს არ ჩაითვლება ჩაფლავებულად, ნანიმ კი ალბათ პირიქით, ყველას დაავიწყა რონალდო, შეიძლება ნანი რონალდოსავით ვერ ურტყამს ძლიერად ჯარიმებს, მაგრამ მიზნით კი აშკარად თავის წინამორბედზე უკეთესი მიზანი აქვს, მაიკლ ოუენმა კი უბრალოდ მთელ სამყაროს აჩვენა რომ იგი ჯანსაღი და ძლიერი ფეხბურთელია და არა დავრდომილი ინვალიდი. 

შეიძლება მას გაუმართლა კიდეც, მაგრამ თუ მოსამზადებელ ეტაპს გავიხსენებთ აზიაში მიხვდებით რომ ოუენს გოლების გატანა ნამდვილად შეეძლო, რაც მთავარია ოუენს არანაირი პრობლემა არ აქვს ტრამვასთან დაკავშირებით და ფეხებზეც ჯანსაღად დგას, მან გაიტანა და ყველას დაანახა რომ წარსულის სიდიადე სრულიადაც არ დაუკარგავს, მან გრანდში - ”ლივერპულში” დიადი წლები გაატარა, ახლა სხვა გრანდში - ”მანჩესტერ იუნაიტედშია” და მორიგი დიადი წლების გასატარებლად ემზადება. მან პრესასთან საუბარშიც აღნიშნა რომ იმდენი შანსის ხელიდან გაშვების შემდეგ რაც მას ”ბირმინგემთან” და ”ბარნლისთან” ჰქონდა ის გატანილი გოლი რომელიც მან შეაგდო ძალიან ბევრს ნიშნავდა, და მაინც რაოდენ დიდი მწვრთნელია სერ ალექს ფერგიუსონი, ადამიანი რომელიც შეცდომებს არ უშვებს ან თუ უშვებს მათგან იდეალურად სწავლობს, გუნდი ”უიგანთან” მან სრულიად სხვანაირი გამოიყვანა, ოუენს გადამწყვეტი დარტყმის არ შეშინებია, როგორც ეს პირველ მატჩში ან ”ბარნლისთან” მოხდა, ამ ერთ ეპიზოდში მთელი გუნდის განწყობა გამოჩნდა, ეს უკვე იმაზე ძლიერი ”იუნაიტედი” იყო, რომელიც კი ამ გუნდის ქომაგებს ახსოვდათ. და რუნი? რა ვთქვათ განსხვავებული რაც მაზე არ თქმულა? 101 გოლი 242 მატჩში ”იუნაიტედის” შემადგენლობაში, იგი ”ასიანთა კლუბის” წვერი გახდა. და ის ჯერ მხოლოდ და მხოლოდ 23 წლისაა, რაოდენ შორს შეუძლია მას წასვლა? თუ მას გაუმართლებს და ტრამვები აღარ შეაწუხებს მას აქვს შანსი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს და გატანილი გოლებით მსოფლიოს ბომბარდირებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავოს. მაგრამ მაინც მთავარი კითხვა ასეთია: შეძლებს იგი სერ ბობი ჩარლტონის 249 გოლიანი ნიშნულის გაუმჯობესებას? 

რუნი შეიძლება ითქვას რომ ამ სეზონში ხელახლა იბადება, იმისთვის რომ დაკარგული ლიდერობა დაიბრუნოს, იგი ”ევერტონში” ყველაფერი იყო, ხოლო როდესაც ”მანჩესტერში” გადავიდა იქ მალე მას კრისტიანო რონალდო მოუყვანეს, ახლა რონალდო გუნდში აღარაა, სამაგიეროდ არის რუნი რომელიც გუნდისთვის ყველაფერი უნდა იყოს, მაგრამ რუნი მარტო ვერაფერს შეძლებს მას თანაგუნდელების დამხარება დაჭირდება, ”უიგანთან” ყველაზე კარგად გამოჩნდა რომ თანაგუნდელები მას ყოველნაირად დაეხმარებიან. იგი ”მანჩესტერ იუნაიტედის” ლიდერი უნდა გახდეს, ამ გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რუნი ამისთვისაა დაბადებული. ახლა კი ერთმა თამაშმა ყველაფერი შეცვალა, გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, კრიტიკოსები დადუმებულნი არიან და...გუნდიც ამ სეზონში მეორე ”დიდი მატჩისთვის” ემზადება, პირველი მათ სუპერთასზე ”ჩელსისთან” ჩაატარეს, ახლა კი ”ოცნებათა თეატრზე” ”არსენალი” ჩადის. მანჩესტერი იმედოვნებს, მათში იმედი არასოდეს კვდება და ახლაც აქვთ რწმენა იმის რომ გუნდი ასეთი მატჩებისთვის მზადაა, მომდევნო შაბათს მანჩესტერში ყველაფერს იმას იხილავენ გულშემატკივრები რის გამოც უყვართ ეს თამაში, იქითა შაბათს კიდევ ერთი საფეხბურთო მშვენიერება გაიმართება”.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.144.187.103
საიტზე ხარ: დღე
საათი : 2:16 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK