ნავიგაცია




 

როგორც ჩანს ”მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი ფორვარდი მაიკლ ოუენი გაბედული ადამიანი ყოფილა. იგი როგორც ჩანს არამარტო მოედანზე არ ერიდება ორთაბრძოლებს, არამედ მოედნის გარეთაც, მაგრამ ერთია ფეხბურთელის და გუნდის წინააღმდეგ თამაში და მეორეა თვით დაუნდობელ ინგლისურ პრესასთან დაპირისპირება, ის რომ ჟურნალისტები ყველა ქვეყანაში ერთნაირად ინტრიგანები არიან ეს არახალი ამბავია, ხოდა მათთან დაპირისპირება ხშირად ძალიან ცუდათ მტავრდება ხოლმე, კერძოდ ისინი ყველაფერს აკეთებენ რათა მათთან დაპირისპირებულ ადამიანს რაიმე უარყოფითი უპოვნონ ან წარსულის ”ბნელი” საქმეები ამოუქექონ, უცოდველი არავინაა, ხოდა მაიკლ ოუენმა პირდაპირ უნდა ითქვას რომ ძნელ საქმეს მოსჭიდა ხელი და ინგლისელ ჟურნალისტებს პირდაპირ დაუპირისპირდა, სხვათაშორის ამით მან ალბათ სერ ალექს ფერგიუსონის გული კიდევ უფრო მოიგო, შეგახსენებთ რომ ეს უკანასკნელი ასევე უგუნებელყოფს ჟურნალისტების აზრს და უმეტესობა გაზეთებისას ინტერვიუსაც კი არ აძლევს, ის რომ პრესასა და ოუენს შორის თავიდანვე ცუდი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ყველასთვის ნათელი იყო, ჟურნალისტების აზრით ოუენი ”კოჭლი”, ავადმყოფი ადამიანია და არა ფეხბურთელი რომელსაც შესაძლოა მართლაც ჰქონდა წინააღმდეგობები მაგრამ მისი გადალახვა სეძლ და ახლა ყველაფრისთვის მზადაა, ხოდა ოუენმა გოლი გაიტანა და უმალ ჟურნალისტებს გამოეხმაურა: ”ესეც თქვენ, რომ მაკრიტიკებდითო”, გთავაზობთ "Daily Star"-ის მიერ გავრცელებულ სტატიას, რომელიც მანჩესტერის გმირსა და ინგლისური პრესის უკვე ანტიგმირს ეხება.

”მაიკლ ოუენმა თავისი პირველი ”მანჩესტერული” გოლი გაიტანა, შეგახსენებთ რომ მას ეს ამხანაგურ მატჩებშიც ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ ეს პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო სადაც მაიკლმა თავის გამოჩენა შეძლო, ხოდა ისიც ინგლისელ ჟურნალისტებს მიუბრუნდა და იქით დაუწყო კრიტიკა მე რას მერჩოდითო. მისი თქმით დროა ჟურნალისტები დადუმდნენ და მის შესახებ აღარაფერი თქვან, არადა არავინ იცის დამთხვევაა თუ არა მაგრამ ფაქტია რომ მას შემდეგ რაც ოუენმა ”იუნაიტედის” ბაზის კარი შეაღო ჟურნალისტებმა ფერგი კინაღამ აიკლეს ეს რატომ იყიდეო, ამასთანავე ისინი ფაბიო კაპელოს პირდაპირ ურჩევდნენ რომ ეს ფორვარდი არ გამოეძახებინა ნაკრებში, არავინ იცის რატომ მაგრამ ფაქტია რომ ინგლისელ ჟურნალისტებს და ოუენს ურთიერთობა საშინლად დაეძაბათ, ახლა სწორედ მაიკლის დღევანდელი განცხადების სიტყვებს შემოგთავაზებთ: ”ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თითქოს საუკუნეა არაფერი გამიკეთებია სასიკეთო, არადა მხოლოდ და მხოლოდ იანვრის შემდეგ ვერ ვახერხებდი გატანას, ასეთი რამ ფორვარდებს ხშირად ემართებათ, შესაძლოა მათ ზედიზედ რამდენიმე შეხვედრაში გამოიჩინონ თავი შემდეგ კი რამდენიმე მატჩიანია უგოლო სერია გამოაცხონ, ამაში კატასტროფულს მე ვერაფერს ვხედავ”.

ოუენს რომელსაც გოლი ოფიციალურ მატჩებში მართლაც კაი ხანია გოლი არ ჰქონდა გატანილი, მას შემდეგ რაც ”მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა ორ შეხვედრაში სამი შესანიშნავი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისდა საუბედუროდ ვერც ერთის გამოყენება ვერ შეძლო, მანამ სანამ იგი ”უიგანთან” არ გაიტანდა თავის პირველ გოლს, ფერგიუსონმა იგი თითქოს ავანსად იყიდა და ნდობის სრული მანდატი მისცა, ინგლისის ნაკრების ყოფილ ფორვარდს გოლების გატანა რომ ეხერხება, ამას მისი პირადი სტატისტიკაც ადასტურებს - 118 გოლი 216 შეხვედრაში, წარმოიდგინეთ როგორი შედეგიანობაა ”ლივერპულის” რიგებში, ხოლო ეროვნულ ქვეყანას, ნაკრებში თამაშით, 89 შეხვედრაში 40-ჯერ მოუტანა სიხარული, თუმცა ოუენი რომ ის აღარ იყო ბოლო წლებში როგორც ”ლივერპულში” თამაშობდა, ეს ნათელზე ნათელია, იგი უფრო ხშირად ტრამვებს იღებდა ვიდრე მოედანზე აკეთებდა თავის საქმეს, ამის გამო ინგლისში, განსაკუთრებით პრესაში ბევრი კრიტიკოსი მოევლინა, ამას კი ისიც დაემატა რომ ინგლისის ნაკრების მტავარმა მწვრთნელმა - ფაბიო კაპელომ იგი აშკარად არ მიიჩნია გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელად. 

ბოლო 71 მატჩში გატანილი არცთუ ბევრი - 26 გოლით, ბერვს ეგონა რომ ოუენი თავის იმ მართლაც საუკეთესო თვისებებს ვეღარასოდეს დაიბრუნებდა, და ბევრი იმასაც ფიქრობდა რომ ოუენს კარიერის დასრულებაც უნდა ეფიქრა, მაგრამ როგორც ჩანს ღმერთმა მას მეორე შანსი უბოძა, თუმცა მარტო შანსი რად გინდა თუ ის არ გამოიყენე, ოუენი რომ ვერ იყენებდა და 3 მატჩში ვერ შეძლო გოლის გატანა, სწორედ ამიტომ მას საკმაოდ ხშირად და უფრო მეტადაც კი აკრიტიკებდნენ, მაგრამ აი ოუემა შეაგდო და ახლა მან დაიწყო სხვათა კრიტიკი. საერთოდ რატომღაც ინგლისურ პრესაში ”იუნაიტედის” ახალწვეულებს მიმართ დიდი ეჭვები აქვთ, თუნდაც ვალენსიას მიმართ, მას და ოუენს ყველა ეჭვის თვალით უყურებდა და როადენ საოცარიც არ უნდა იყოს, არა გულშემატკივრები, არა მწვრთნელები, არა ფეხბურთელები, არამედ სწორედ ჟურნალისტები მისტირიან რონალდოს წასვლას და ტრანსფერს ყველაზე მეტად, გაუგებარია თუ რატომ. თუმცა გასაგებია შესაძლოა რონალდოს საერთოდ ინგლისიდან წასვლა კარგი არ იყო მაგრა, განა რა დააშავეს ვალენსიამ და ოუენმა? რცებოდა შთაბეჭდილება რომ ჟურნალისტები მათ აბრალებდნენ რონალდოს წასვლას, როგორც ჩანს ოუენმა ითმინა, ითმინა და როგორც კი შანსი მიეცა, ვეღარ მოითმინა და ჟურნალისტებს მეტად აქტიურად უპასუხა:

”მე სეზონის დასაწყისშიც მოსამზადებელ ეტაპზე ბევრი გოლი გავიტანე, არამგონია რომ შანსებს სათანადოდ ვერ ვიყენებდე, ეს სისულელეა, მე დიდი ხანი არც ერთ თამაშში არ მითამაშია, სულ 15-20 წუთის თამაში მიწევდა, ამიტომ ძნელია ამ დროში რამე გააკეთო, თან 90 წუთი არც ერთი შეხვედრა არ ჩამიტარებია და დარწმუნებული ვარ თუ ამის შანსი მექნება მე გავიტან, ამბობდნენ რომ მე მომენტებს ვერ ვიყენებდი, დავთვალე, ზუსტად სამი მომენტი ვერ გამოვიყენე განა ფორვარდი რომ ყველა მომენტს იყენებდა მაშინ ხომ ყოველ თვეში 100 და მეტ გოლს გაიტანდა, აქ გასაოცარი და გასაკრიტიკებელი არაფერია, მეოთხე შანსი ხელიდან აღარ გავუშვი ასე რომ ”უიგანთან” გატანილი გოლით დიდ კმაყოფილიებას და ბედნიერებაც ვგრძნობ. რატომღაც როდესაც შენ ვერ იტან ყველა მზადაა ჩამოგწეროს, მინდა ყველას ვუთხრა რომ ვისაც მე ჩამოსაწერად მივაჩნივარ თავადაა თავის საქმეში უსარგებლო, მიმაჩნია რომ მე კვლავაც შემიძლია ჩემს გუნდს სარგებელი მოვუტანო, მთავარი ესაა და სხვათა აზრები, რომლებიც მითუმეტეს სიმართლეს არ შეესაბამება სრულიად არ მაინტერესებს. ასე რომ ყველას ვთხოვ და ჟურნალისტებსაც მათ შორის ჩემი კრიტიკა შეწყვიტონ და დასანახი დაინახონ”.

ჟურნალისტების აზრით კი მისი ეს აზრები გაუგებარია, ისინი მიიჩნევენ რომ ფეხბურთელისგან რომელიც დიდიხანია სხვათა ჩრდილშია ამაზე უარესებსაც უნდა ელოდე, მათი განმარტებით, ოუენი როგორც ფეხბურთელი არაფერს წარმოადგენს და გოლებსაც თუ გაიტანს ისიც დიდი გამართლების შედეგად მოხდება. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია თავად ფერგიუსონს აქვს მის მიმართ უდიდესი რწმენა, თუმცა შეიძლება ბევრს ისიც ავიწყდება თუ როდის გაიტანა გოლი ოუენმა, როდესაც ანგარიში 3:0 იყო და ყველაფერი გადაწყვეტილი გახლდათ, ესაა ჟურნალისტების საპასუხო არგუმენტი, თუმცა მათ უკვე ის ავიწყდებათ რომ გოლი გოლია და როდის გაიტან მას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მითუმეტეს 5:0 მოგებულ შეხვედრაში. ჟურნალისტებს როგორც ჩანს ნამეტანი გართულება ოუენის მიმართ აქვთ რადგან ბერბატოვის გოლი და საერთოდ ბულგარელის თამაში აშკარად დადებითად სეაფასეს, მათი აზრით ფერგიუსონმა ბერბატოვი მუდამ ძირითადში უნდა ათამაშოს და ოუენი არ გააკაროს სასტარტო შემადგენლობას, არადა ჟურნალისტის გონება ძალიან მრავალფეროვანი და ხშირად დაუნდობელი და ბინძურიცაა, არაა გამორიცხული რომ პრესა ამით ოუენის ფისქოლოგიაზე დიდად მოქმდებს, და მისი პასუხის შემდეგ ასეთ ქმედებებს უფრო გაზრდის, ასე თუ ისე ჟურნალისტებს ბერბატოვისა და ტევესის გადაკიდება წინა წელს გამოუვიდათ, თუმცა ნაკლებ საეჭვოა მათ ოუენი-ბერბატოვის შემთხვევაშიც გამოუვიდეთ, ერთი რამ კი ფაქტია რომ პრესას საერთოდ ფერგიუსონი და მისი გუნდი დიდად არ უყვარს, ეს იმანაც დაადასტურა რომ ”ეშმაკებს” სეზონის წინ მე-3 ადგილი უწინასწარმეტყველეს, თუმცა, როგორც ჩანს დამთმობი ახლა უკვე აღარც ”მანჩესტერ იუნაიტედია”.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 18.217.182.45
საიტზე ხარ: დღე
საათი : 9:47 AM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK