ნავიგაცია




 
ინგლისურმა "ევერტონმა" ოფიციალურად დაადასტურა მოსკოვის "ლოკომოტივისგან" დინიარ ბილიალეტდინოვის შეძენის ფაქტი. გუშინ რუსეთის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც "გუდისონ პარკის" ბინადართან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
უახლოეს დღეებში ბილიალეტდინოვი მოსკოვში დაბრუნდება და სამშობლოში დაელოდება ბრიტანეთის სამუშაო ვიზის მიღებას. წესით, რუს შუახაზელს ინგლისელ ჩინოვნიკთაგან დადებითი პასუხის მიღება არ უნდა გაუჭირდეს, რადგან 2005 წლიდან მოყოლებული მას სისტემატურად იწვევენ რუსეთის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში და აქტივში უკვე 28 სანაკრებო მატჩი (გაიტანა 2 გოლი) აქვს. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, "ევერტონში" ახალგაზრდა ნახევარმცველის დებიუტს 13 სექტემბრისთვის ვარაუდობენ, როცა ლივერპულელები სტუმრად "ფულემს" დაუპირისპირდებიან.
"ყოველთვის ვოცნებობდი დიდ კლუბში თამაშს და "ევერტონმა" ეს ოცნება რეალობად მიქცია. მე უკვე ვესაუბრე დევიდ მოიესს და მან დამარწმუნა, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებს. თავს არ დავზოგავ, კლუბს პრემიერლიგასა და ევროპის ლიგაში წარმატებით გამოსვლაში რომ დავეხმარო. "ევერტონს" 131-წლიანი ისტორია აქვს და ძალიან მინდა, ასეთი ტრადიციების მქონე გუნდში საკუთარი ადგილი მეც ვიპოვო", - განაცხადა რუსმა ფეხბურთელმა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ კომენტარში.
ბილიალეტდინოვი პროფესიულ დონეზე აქამდე მხოლოდ ერთი გუნდის, "ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა, რომლის შემადგენლობაში 2005-09 წლებში ჩატარებულ 185 ოფიციალურ შეხვედრაში 38 გოლის გატანა მოახერხა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბილიალეტდინოვი მეოთხე რუსი ფეხბურთელია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინგლისურ პრემეირლიგაში გადაბარგდა. მანამდე ნისლიან ალბიონს ანდრეი არშავინმა ("არსენალი"), რომან პავლიუჩენკომ ("ტოტენჰემი") და იური ჟირკოვმა ("ჩელსი") მიაშურეს.



სახელი *:
Email *:
კოდი *:

შესვლის ფორმა
გამარჯობა: სტუმარი
თქვენ გაქვთ ახალი პირადი შეტყობინება

სახელი: სტუმარი
პირადი ნომერი: 0
დაბ.თარიღი:
სტატუსი: სტუმრები
შენი IP: 3.149.239.110
საიტზე ხარ: დღე
საათი : 5:42 PM

ცხრილი
გამოკითხვა
რათ გადავაკეთო საიტი?
სულ პასუხი: 50


–––––––––––––––––––
ცხრილი
#ბომბარდირები
1 ტორესი8
2 რუნი 6
2 დროგბა6
2დეფო5
2დენტი5
.
#კლუბებიPPt
1Manchester Utd 718
2Chelsea718
3 Liverpool715
4Tottenham  715
5  Manchester City  615

>>სრული ცხრილი<<

–––––––––––––––––––
კალენდარი
«  აგვისტო 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
საიტები






















Create a free website with uCoz ENGLANDMANIA.TK