ხვალ მანჩესტერ იუნაიტედი ლონდონის არსენალს უმასპინძლებს და ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუწევს ,რათა მეთოპეების წინააღმდეგობა დაძლიოს.მანიუს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ლონდონელთა ესპანელი ლიდერი სესკ ფაბრეგასი,არადა მისი თამაშის შესაძლებლობა 50/50 ზე ფასდებოდა.სესკმა ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება ,მიუხედავად იმისა რომ მან გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის მატჩი სელტიკის წინააღმდეგ.მის გარდა არსენალს დააკლდება თეო უოლკოტი ,ლუკაშ ფაბიანსკი ,სამირ ნასრი და იოჰან ჯურუ,რაც შეეხება მანიუს დანაკლისს,მათ რიო ფერდინანდი დააკლდებათ ,რომელიც დაბრუნებას 12 სექტემბრისთვის გეგმავს,ხოლო ფერგის აზრით მანჩესტერულ დერბიმდე არ მოხდება..ბენ ფოსტერი იმედიანადაა და კიდევ ერთ მშრალ თამაშს გეგმავს,ხოლო კარიკი და ანდერსონი თამაშში მონაწილეობას მოუთმენლად ელიან უიგანთან არყოფნის შემდეგ.აქვე შემოგთავაზებთ გუნდების განაცხადებს
მანჩესტერი ფოსტერი,კუშჩაკი,ნევილი,ო’შია,დე ლაე,ბრაუნი,ვიდიჩი,ევრა,ფაბიო,ევანსი,ნანი,კარიკი,სქოულზი,ფლეთჩერი,ანდერსონი,გიგზი,პარკი,ტოშიჩი,რუნი,ოუენი,ვალენსია,ბერბატოვი,მაკედა
არსენალი ალმუნია,სანია,ვერმაელენი,გალასი,კლიში,სონგი,რამსი,დენილსონი,დიაბი,ბენდტნერი,ედუარდო,მანონი,ვან პერსი,ებუე,არშავინი,უილშირი,გიბსი,მერიდა,სილვესტრი
|