სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, “არისტოკრატთა” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელს, რომელიც ხვალ 33 წლის გახდება, გუნდის შეცვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რადგან ლონდონში საკმარისი სათამაშო დრო არ ეძლევა.
“შევჩენკოს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ “ჩელსიში” რეგულარულად თამაში სურს. მისთვის ასეთი შესაძლებლობის მიცემა ძნელად წარმომიდგენია, ამიტომ მივიჩნევ, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო”, - დასძინა ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა.
ადრე გავრცელებული ცნობის მიხედვით, გამორიცხული არ არის, რომ შევჩენკო კიევის “დინამოში” დაბრუნდეს, თუმცა ანჩელოტის თქმით, ამ მომენტისთვის “ჩელსი” უკრაინელი ფორვარდის ტრანსფერის თაობაზე არც ერთ კლუბთან არ შეთანხმებულა.